x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
43 წლის ქალბატონი გაჩერებულ ლიფტში გარდაიცვალა

image
43 წლის ქალბატონი გაჩერებულ ლიფტში გარდაიცვალა.ის მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მარტო ცხოვრობდა და ლიფტით მგზავრობისას 10 და 11 სართულებს შორის “გაიჭედა".მექანიკოსებმა, ნაცვლად იმისა, რომ პრობლემა აღმოეფხვრათ, დენი გათიშეს, ისე, რომ არც კი გაურკვევიათ, იმყოფებოდა თუ არა ვინმე ლიფტში და ორ-კვირიან შვებულებაში წავიდნენ, კორპუსის მაცხოვრებლები კი გააფრთხილეს, რომ სათადარიგო ლიფტით ესარგებლათ.ამის შემდეგ უკან დაბრუნებულებს კაბინაში მიცვალებული დახვდათ.შემთხვევა ჩინეთში მოხდა და ორივე მექანიკოსს ბრალი წაუყენეს გაუფრთხილებლობით მკვლელობისათვის.

ქალბატონის მეზობლების განცხადებით, მათ არანაირი საეჭვო ხმაური ლიფტიდან არ გაუგიათ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მექანიკოსები ვალდებულნი იყვნენ დაედგინათ, იმყოფებოდა თუ არა მგზავრი ლიფტის კაბინაში და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყოთ შესაკეთებელი სამუშაოები, მათ შორის, გამოერთოთ ელექტროენერგია.

ჩინეთში უსაფრთხოების ნორმები იშვიათადაა დაცული და ამას მოწმობს კიდევ ერთი მსგავსი ფაქტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოხდა და ისიც ლიფტში: კაბინის იატაკი ჩავარდა და ქალმა მისი 2 წლის შვილის გადარჩენა სართულზე გადმოგდებით მოახერხა, თავად კი შახტაში ჩავარდა და დაიღუპა.

0
164
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0