x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134415
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
10 ნივთი,რომელიც არასდროს არ უნდა შეიძინოთ ე.წ. მეორადებში
image

1. საცურაო კოსტიუმი

მგონი ზედმეტია ახსნა, თუ რატომ. ზოგადად, მოერიდეთ ისეთი სამოსის ყიდვას, რომელიც კანთან უშუალო კონტაქტშია.დარწმუნებული ნუ იქნებით, რომ სამოსი დამუშავებულია და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.


2.ფეხსაცმელი


მეორადი ფეხსაცმლის ტარება არა მხოლოდ არაჰიგიენურია და კანის დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს, არამედ სხვა უსიამოვნებაც შეიძლება მოგიტანოთ.ის უკვე ძველი პატრონის ტერფის ფორმაზეა შეცვლილი და შესაძლოა ტერფების ტკივილებიც კი გამოიწვიოს.


3.ლოგინის თეთრეული, გადასაფარებლები, მატრასები.

ისევ და ისევ ჰიგიენა! თუ არ გსურთ სოკომ ან კანის სხვა დაავადებებმა შეგაწუხონ, უარი თქვით ამ ყველაფერზე. ყველაზე ხარისხიან მატრასებსაც აქვთ ექსპლუატაციის ვადა 8-10 წელი. დაფიქრდით, ახალი მატრასს გადააგდებს ვინმე?


4.ბავშვის საწოლი და ავეჯი

თუ ამის საშუალებაა, ნუ გააკეთებთ ეკონომიას ამ ნივთებზე. პატარებს ხომ ჩვევა აქვთ, ყველაფერს გემო გაუსინჯონ, ალოკონ, დაღრღნან. ბევრი მშობელი კი არც წმენდს მათი ნერწყვის ნაკვალევს. გარდა ამისა, ძველ ავეჯთან შედარებით, ახალი, ბავშვისთვის უფრო უსაფრთხოდაა კონსტრუირებული.


5.ნოუთბუქი

თქვენ ხომ წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ ეპყრობოდა მას ძველი მეპატრონე? თუ სხვა გამოსავალი მაინც არ გაქვთ-მოითხოვეთ გარანტია, თუნდაც ერთი კვირით.


6.ფოტო-კამერა და ტელეფონები

ზუსტად იმ მიზეზის გამო არ ღირს მათი ყიდვა, რაც ზემოთ ვახსენეთ. ამ ნივთებზე ეკონომია არ ღირს, რადგან გაფუჭების შემთხვევაში არც საგარანტიო ფურცელი გექნებათ ხელთ და შეკეთებაც ძვირი დაგიჯდებათ


7.ველოსიპედის ან მოტოციკლის ჩაფხუტი

თუ ველოსპორტი ან მოტოციკლი თქვენი გატაცებაა, ნუ გარისკავთ ჯანმრთელობით.თუ ძველი პატრონი ამ ჩაფხუტით უკვე მოყოლილა ავარიაში, შესაძლოა თქვენს შემთხვევაში ჩაფხუტმა ვეღარ დაგიცვათ.


8.საბურავები

რთულია გაარკვიო, ამ საბურავებს ავარიაში ხომ არ მიუღიათ მონაწილეობა.თუ ეს ასეა, მაშინ მათი კარკასი შიგნიდან დაზიანებული შეიძლება იყოს, რასაც გარეგნულად ვერ შეატყობთ.ასეთ საბურავს მდგრადობა არ აქვს და არასაიმედოა.


9.ავტომობილის სავარძელი

შეიძლება კარგად გამოიყურება, მაგრამ მიკრობების ბუდეს წარმოადგენდეს. თუ დიდი ხნისაა, მაშინ ადვილად დაიშლება და შიგთავსიც გამოსვლას დაიწყებს.


10.ქუდი

შესაძლოა ისეთი უსიამოვნების წყარო გახდეს, როგორიცაა ქერტლი, რომ აღარაფერი ვთქვათ კანის სხვა დაავადებებზე.


დიახ, ყველას ახალი ნივთი ურჩევნია. მეორადებს ხომ იმ შემთხვევაში მივმართავთ, როცა სასურველი ახალი ნივთის შესაძენად ფული არ გვყოფნის, მაგრამ ზოგჯერ არ ღირს ეკონომიის გაკეთება ჯანმრთელობის ხარჯზე, რადგან შესაძლო უსიამოვნო შედეგების აღმოსაფხვრელად, ბევრად უფრო მეტი თანხის დახარჯვა მოგვიწევს, ვიდრე ახალი ნივთის ყიდვა დაგვიჯდებოდა.



0
157
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0