x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გურამ შეროზია: რატომ შეიძლება ადამიანებს აბედნიერებდეთ სხვისი უბედურება
image

ბლოგერი, პოეტი, ლექტორი და ტელეწამყვანი გურამ შეროზია "ფეისბუქიდან" იმ ღვარძლიან კომენტარებს ეხმაურება, რომელიც საზოგადოებრივ არხზე საავტორო გადაცემა " კაცების დრო"-ს სავარაუდო დახურვას შეეხება.


იცით რა არის ყველაზე სამწუხარო?
საზ. მაუწყებელში გავრცელებული
ცრუ თუ რეალური (მე თვითონაც არ ვიცი) ხმებიდან გამომდინარე - ბედნიერი და
აჟიტირებილული ხალხის კომენტარები ჩემს გადაცემაზე:
- დაიხურა ხომ კაცების დრო? ჰაჰა
- გურამ, უმუშევარი დარჩი?
- ბინის სესხს რითი გადაიხდი ახლა, გნახავ გამოსახლებულს
და სხვა მრავალი თაგი, სტატუსი, კომენტარი, გიფი, ყველა შესაძლო არხით... სიცილი, ხორხოცი, ზარ-ზეიმი.
და განსაკუთრებით ის რომ აბედნიერებთ, რომ ეს ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო ჰგონიათ.
image


გადაცემაზე ჩემ გარდა კიდევ ოცამდე ადამიანი მუშაობს და არავინ ვიცით მათი
ფინანსური მდგომარეობა და არც ის, შემოსავლის ერთადერთი წყაროა თუ არა,
ალბათ ბევრისთვის არის კიდეც.
ვერაფრით ვხვდები და ვერც ლოგიკურ
საწყისებს ვპოულობ, რატომ შეიძლება ადამიანებს აბედნიერებდეთ სხვისი
უბედურება. ამით რამე ემატებათ? ან რამე ისეთი დავუშავეთ, რის გამოც
შურისძიების წყურვილით არიან ანთებულები?
ვერც ვბრაზდები, უბრალოდ გული მწყდება ხანდახან და უფრო ხშირად - მიკვირს და ახსნას ვეღარ ვპოულობ

პ.ს. ფაქტია, რომ ჯერჯერობით ჩაწერები გრძელდება და გადაცემაც გადის
ყოველდღე. ხვალ რა იქნება, წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა გადაცემის დახურვაზე
მეტად - საზოგადოების ბოროტების კიდევ ერთი გამოვლინება მაშინებს."-წერს გურამ შეროზია.


შეგახსნებთ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ ყველა ტელეგადაცემის შეჩერებას
აპირებს, გარდა საინფორმაციო გამოშვებებისა. (მთლიანობაში 102 გადაცემა)



"მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე, ტექნიკური საშუალებებიდან გამომდინარე,
აუცილებელია მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების
შეჩერება, გარდა საინფორმაციო გამოშვებებისა. ასევე საჭიროა თანამშრომლების
რაოდენობის ოპტიმიზაცია, გამოთავისუფლებული თანხის მიმართვა
მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის გასაახლებლად და მაუწყებლის
ყველა სეგმენტზე კონკურენციის პრინციპზე გადასვლა“, — განაცხადა
მაღლაფერიძემ.




0
88
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0