x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ისლამურმა სახელმწიფომ 1 მილიონი $ ჯილდო დააწესა ამ გოგონას მოკვლისთვის
imageჯოანა პალანი 23 წლის სტუდენტია დანიიდან.ისლამურმა სახელმწიფომ(იგივე ელის, დაიში ან დაეში) მისი თავი 1 მილიონ დოლარად შეაფასა.რატომ? იმიტომ, რომ ამ გოგონამ 100 "ISIS" ტერორისტი მოკლა.

image

ჯოანა ირანულ-ქურთული წარმოშობისაა. დაიბადა ერაყში ლტოლვილების ბანაკში სპარსეთის ყურის კრიზისის დროს.ორის წლის იყო როდესაც ემიგრაციაში მოხვდა.

image


2014 წელს დანიაში გოგონამ მიატოვა კოლეჯში სწავლა და სირიაში გაემგზავრა.Facebook-ის თავის გვერდზე გოგონამ ასეთი ნაბიჯი შემდეგნაირად ახსნა:დანიაში ცხოვრების შემდეგ მან გადაწყვიტა ებრძოლა ქალთა უფლებებისათვის და დემოკრატიისთვის, იგი შეუერთდა სირიის ხელისუფლების ოპოზიციურ ძალებს, ჯერ ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, შემდეგ კი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.

image

ჯოანა ომობდა თურქეთის საზღვრის სიახლოვეს ქალაქ კობანში (იგივე აინ-ელ-არაბი)სახალხო რაზმების რიგებში.იგი მონაწილეობდა მძევლების და იეზიდი ქალების განთავისუფლებაში, რომლებიც სექს-მონებად ჰყავდათ დაიშის ტერორისტებს.

image

2015 წელს გოგონათი დაინტერესდა დანიის ხელისუფლება, მას აუკრძალეს თვითნებურად ქვეყნის დატოვება და კონფლიქტის ზონებში გადაადგილება, თუმცა ჯოანამ პირობა დაარღვია და ყატარში გაემგზავრა.

ამის შემდეგ დანიის ხელისუფლებამ გოგონა დააკავა და სამი კვირით ციხეში გამოკეთა, ამასთანავე ჩამოართვეს პასპორტი.


ჯოანა ნანობს, რომ დაარღვია პირობა ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ, თუმცა იმასაც წუხს, რომ მას დანიის ხელისუფლება მას ლამისაა დაიშის ტერორისტებთან აიგივებს.


გოგონა ამჟამად ძალიან ფრთხილობს, მაის მოკვლაზე ხომ ტერორისტებმა 1 მილიონი ჯილდო დაააწესეს, ამიტომ ყოველ მესამე დღეს საცხოვრებელს იცვლის.


ჯოანა 9 წლის ასაკიდან თავისუფლად ფლობდა იარაღას, იგი სნაიპერია.


"იცით, როდესაც მორიგი სახლის განთავისუფლებისთვის ვემზადებოდით, სადაც დაიშის მებრძოლებს სექს-მონები ჰყავდათ გამომწყვდეული, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით:გადასარჩენად მიდის ერთი მებრძოლი, მაგრამ უკან დაბრუნების დროს უკვე ყოფილი მონა ჩვენსავით მებრძოლი ხდებოდა.ძალიან ხშირად განთავისუფლებული ქალები კომუფლაჟს ირგებდნენ."

image


" სნაიპერი ვარ და ზოგჯერ 9 დღის განმავლობაში მიწევდა ფრონტის ხაზზე ყოფნა. უნდა იყო ძალიან მომთმენი და ყურადღებიანი. ერთი წამითაც არ შეიძლება კონცენტრაციის დაკარგვა.

ვწუხვარ, რომ დავრღვიე კანონი, მაგრამ იმ დროს არ მქონდა სხვა არჩევანი, მე უნდა დაბრუნებულიყავი.ახლა კი ის ადამიანები, რომლებსაც ვიცავდი და ვისთვისაც საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩავიგდე, ახლა მათ სურთ წამართვან თავისუფლება"-აცხადებს ჯოანა.


image


იხილეთ მსგავსი სიახლეები აქ

1
762
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
762
  
2017, 13 თებერვალი, 14:38
ამჟამად შინაპატიმრობაშია და დანიის სპეცსამსახურები იცავენ მის უსაფრთხოებას.
0 1 1