x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
პატრიარქის, სავარაუდო, მოწამვლის მცდელობა და დაკავებული სასულიერო პირი

image

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და წმინდა იოკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამა გიორგი მამალაძე დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი 12 თებერვალს გაიმართა, ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ს სასამართლოში დაუდასტურეს. ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სასულიერო პირი მაშინ დააკავეს, როდესაც საზღვრის გადაკვეთა დააპირა. ამ დრომდე უცნობია, რომელმა უწყებამ დააკავა გიორგი მამალაძე. რუსთავი 2-ის წყაროს ცნობით, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, მამალაძის
დაკავებიდან რამდენიმე საათში ქალაქ ბერლინში საქართველოს სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ჩავიდა,
რომელმაც საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, იოსებ
ოხანაშვილს საქართველოში დაბრუნება მოსთხოვა, რადგან მთავარ პროკურატურას
ოხანაშვილთან კითხვები ჰქონდა. წყაროს ცნობით სოსო ოხანაშვილი საქართველოს
მთავარ პროკურატურაში ჩვენების მისაცემად შაბათს გამოცხადდა და მისი 4
საათიანი დაკითხვა გრიფით საიდუმლო საქმეზე მიმდინარეობდა, ხოლო კითხვები
პატრიარქის უსაფრთხოების დაცვას ეხებოდა. სოსო ოხანაშვილი პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის სიძეა. მეუფე დიმიტრი პატრიარქთან ერთად, გერმანიაში იმყოფება. დაკითხვის შემდეგ, ოხანაშვილიც გერმანიაში დაბრუნდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი რუსთავი 2-ის შეკითხვაზე, თუ "ვინ იცავს ახლა პატრიარქს და ადასტურებს თუ არა ის უწმინდესის შესაძლო მოწამვლის მცდელობის ფაქტს, " პასუხობს, რომ ახლა „ჭორაობა“ არ სურს და ამ თემაზე თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ილაპარაკებს. საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ცისანა შარტავა პოსტსკრიპტუმთან საუბარში აცხადებს, რომ უწმინდესის მდგომარეობა სტაბილურია. ოპერაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 13 თებერვალს ჩაუტარდება. სხვადასხვა ტაძრებში პატრიარქის ჯანმრთელობისათვის პარაკლისი აღევლინება.


0
815
9-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
815
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0