x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ეს უბრალოდ ქაღალდია! ეს და სხვა წარმოუდგენელი ოპტიკური ილუზიები, რომლებიც შეგშლით, დაგაბნევთ და ჭკუიდან გადაგიყვანთ

არის რაღაცები, რაც შესაძლოა სრულიად არ არსებობს, თუმცა მაინც ვხედავთ ან პირიქით, არსებობს და ვერ ვხედავთ. დღევანდელ სტატიაში თქვენ იხილავთ ზოგიერთ მეტად და ზოგ ნაკლებად ცნობილ ოპტიკურ ილუზიას. ეს არ არის არც ჯადოქრობა და არც მაგია. ეს ყველაფერი თქვენს თავშია, თქვენს გონებაში. მაშ ასე, წარმოგიდგენთ 5 წარმოუდგენელ ოპტიკურ ილუზიას, რომელიც შეგშლით, დაგაბნევთ და ჭკუიდან გადაგიყვანთ.
1) ეს ხომ უბრალოდ ქაღალდია
რა თქმა უნდა ალბათ ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელიც მაშინათვე მიხვდება, რომ სურათზე მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდია და არა ქალის მკერდი. ამ ოპტიკური ილუზიის მთავარი საიდუმლოც ესაა. კარგად დააკვირდით და მიხვდებით, რომ ეს ქაღალდია, უბრალოდ ზედმეტად სწორად დაკეცილი! image2) შავით თეთრზე
მიაშტერდით სურათის ცენტრს დაახლოებით 30 წამით და შემდეგ გაიხედეთ მოშორებით, სასურველია თეთრ ზედაპირზე (ზოგჯერ უმჯობესია ხოლმე ჭერზე). არაფრის დაწერა აღარ არის საჭირო. უბრალოდ რას ხედავ?image3) გვერდიგვერდ თუ ზემოდან?
ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ ოპტიკურ ილუზიასთან, რომელსაც დიდხანს არ უნდა დააკვირდე, თორემ ნამდვილად შეიშლები. სურათზე გამოსახულია ორი ხის საგანი. სწორად შერჩეული ფონის, განათებისა და მდებარეობების საშუალებით, მთელი ცხოვრებაც რომ გაატაროთ ამის დაკვირვებაში, ვერ მიხვდებით ხის საგნები ერთმანეთის გვერდითა განთავსებული თუ ზემოდან. და მაინც რას ფიქრობთ თქვენ?image4) ''A'' მუქია ''B''-ზე?
შესაძლოა ეს ილუზია ყველაზე დაუჯერებელია აქ არსებულთა შორის. ის რაც ამ ფოტოზე ხდება, ასახსნელადაც კი მეტად რთულია. ეს ილუზია პირველად გამოქვეყნებული იქნა ედვარდ ადელსონის მიერ. საქმე იმაშია, რომ უჯრა “A'' ჩანს უჯრა “B”-ზე მუქი, მაგრამ სინამდვილეში, ისინი ზუსტად ერთი და იგივე ფერის არიან, ზუსტად ერთი და იგივე ნაცრისფერი. არცაა გასაკვირი, რომ არ გჯერათ. თუკი ხელი მიგიწვდებათ ფოტოშოპის პროგრამაზე ან უბრალოდ “Paint''-ზე, შეამოწმეთ თავად.image5) ხედავთ იმას, რასაც თვალი ინდომებს
მიაშტერდით ფოტოს დაახლოებით ნახევარი წუთის მანძილზე და ჰოი საოცრებავ! ფერები უბრალოდ გაქრება და დარჩება მხოლოდ თეთრი ფერი. ეს არის ტროქსლერის ეფექტის ვარიაცია. image

0
855
10-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
855
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0