x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
სიყვარული, რომელიც არ იკარგება...
სამცხე- ჯავახეთი საქართველოს კუთხეებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებული ადგილია.

თუ აქ ერთხელ აღმოჩნდი, არასოდეს დაგავიწყდება, თავს შეგაყვარებს და აუცილებლად მიგიზიდავს ისევ... არასოდეს დაგავიწყდება თვალუწვდენელი მთები... ცა, რომელიც თითქოს ასეთი ცისფერი მხოლოდ აქ არის... ჰაერი, რომელიც ასეთი სუფთა თითქოს მხოლოდ აქ არის...


ერთხელ დავწერე ჯავახეთში ერთი წელი გავატარე-მეთქი, ქართულს ვასწავლიდი იქ მცხოვრებ სომეხი ეროვნების საყვარელ ბავშვებს. სწორედ აქ ყოფნის დროს აღმოვჩნდი ისეთ გარემოში, რომელიც ნამდვილად დაუვიწყარია. დავინახე რეალური განსხვავება სამცხესა და ჯავახეთს შორის... თითქოს ჯავახეთში თეთრი, ცისფერი და ყავისფერი ფერები ჭარბობს გაზაფხულზეც კი... სამცხეში კი ყვითელი, მწვანე, ცისფერი... ზოგან სამივე ფერის კომბინაცია...


იმ სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, როცა ჯავახეთიდან წამოვედი, ბორჯომის პარკში აღმოვჩნდი... იქ ჩემს დეიდაშვილებს სახლი აქვთ სოფელ ქვაბისხევში და პარკში იქიდან გამოვისეირნეთ, თან ბავშობის მერე არ ვიყავი ნამყოფი.



ამჯერად სხვა თვალით ვუყურებდი გარემოსაც, ხალხსაც და ვაფასებდი ზოგადად ამ ადგილის მნიშვნელობას...


image


image



ბევრი ხალხი იყო... ბავშვები დარბოდნენ, მხიარულობდნენ. ალბათ სკოლის დასრულების შემდეგ ბევრი სკოლისთვის ეს იყო მთავარი საექსკურსიო ადგილი, მათ შორის ჯავახეთის სკოლებისთვისაც...

ყველა მოზარდმა უნდა იცოდეს ამ ერთგვარი საგანძურის შესახებ. ბორჯომის თითოეული წვეთი ხომ შეუფასებელია.


image


ნახიშიროჟანგა გაზით ბუნებრივად გაჯერებული მინერალური წყალი მიწის ზედაპირზე თავისით ამოდის. აქვს სამკურნალო თვისებები და ამიტომაცაა შეუფასებელი საგანძური. ბორჯომის დევიზი ყოფილა " ბორჯომი დაგვიბრუნებს სიმსუბუქეს " და ამართლებს კიდეც.


image


პარკში ყოფნისას მე და ჩემი დეიდაშვილები სკამზე ვისვენებდით, როცა შორიდან ჩემსკენ მომავალი პატარა ბიჭი დავინახე. მივამსგავე ჩემს მოსწავლე ჟორიკს ჯავახეთიდან, თუმცა ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი დამთხვევა თუ შეიძლებოდა ... ჩემს ცხოვრებაში ასეთი უცნაური შეხვედრა სხვა არ მახსოვს...უცნაური იმიტომ იყო რომ არც მან იცოდა კარგად ქართული და არც მე სომხური... თუმცა სანამ ვეხუტებოდი გარშემო ალბათ თხუთმეტამდე ბავშვი, მისი კლასელები შემომეხვივნენ "არქელის" ძახილით. ( "არქელი" - ასე მიმართავენ მასწავლებელს ) ...



მე ისინი მას შემდეგ აღარ მინახავს... საოცარი დამთხვევა იყო, ჩემი უსაყვარლესი ბავშვები... გამორჩევა არასწორი საქციელია, მაგრამ ნადვილად ყველაზე საყვარელი და ნათელი ბავშვები იყვნენ... ჟორიკი კი ნამდვილად გამორჩეული და ლამაზი ბიჭი.


ეს ბორჯომში ყოფნის დაუვიწყარი წუთები იყო. გარემო, რომელიც თავს შეგაყვარებს და უკან აუცილებლად დაგაბრუნებს...


ბორჯომი ჩვენი სიამაყეა...




0
67
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0