x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
საქართველოს კუდოს ფედერაციის ტრიუმფი მსოფლიო თასზე
image
ინდოეთში მიმდინარე კუდოს II მსოფლიო თასზე ქართველმა მებრძოლებმა წარმატებით იასპარეზეს და სამი საშეჯიბრო კატეგორიიდან ორში მედალი მოიპოვეს – რაულ თუთარაული ჩემპიონი გახდა, ასლან ორუჯევმა კი მესამე ადგილი დაიკავა.


თუთარაულმა პირველ შეხვედრაში მონღოლ მოწინააღმდეგესთან მოიპოვა გამარჯვება, შემდეგ კი იაპონიისა და რუსეთის წარმომადგენლებიც დაამარცხა და მსოფლიო თასის მფლობელი გახდა.


ასლან ორუჯევმა შრი–ლანკელ მეტოქესთან სუფთა გამარჯვება (იპონი) მოიპოვა, უკრაინელი მოწინააღმდეგეც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, თუმცა რუსეთის წარმომადგენელ იგორ პერმინთან შეხვედრა წააგო და მესამე ადგილი დაიკავა, პერმინი კი ჩემპიონი გახდა.


მსოფლიო თასზე იასპარეზა საქართველოს კუდოს ფედერაციის კიდევ ერთმა სპორტსმენმა – სოსო ნიჟარაძემ. პირველ შეხვედრაში მან ბრიტანელი მოწინააღმდეგე დაამარცხა, შემდეგი ორთაბრძოლა კი იაპონელთან წააგო.



კუდოს II მსოფლიო თასი ინდოეთის ქალაქ მუმბაიში დღეს დასრულდა. ქართულ დელეგაციასთან ერთად ტურნირზე იმყოფებოდა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი – დავით ხახუტაშვილი. შეჯიბრს აგრეთვე ესწრებოდა საბრძოლო ხელოვნება კუდოს დამფუძნებელი და საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი – ტაკაში აზუმა, რომელმაც გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა. ქართველი სპორტსმენები სამშობლოში 13 თებერვალს დაბრუნდებიან.

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:GEO NEWS
GEO NEWS
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0