x
ზოდიაქოს ნიშნები

imageძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის მეც დაინტერესებული ვარ ჰოროსკოპით, მუდმივად ვკითხულობ ინფორმაციებს და ახლა მინდა მცირედი ინფორმაცია გაგიზიაროთ.
როგორც იცით, სულ 12 ზოდიაქოს ნიშანია : ვერძი(21 მარტი-20 აპრილი ), კურო(21 აპრილი - 21 მაისი), ტყუპები (22 მაისი- 21 ივნისი), კირჩხიბი ( 22 ივნისი -22 ივლისი)
ლომი (23 ივლისი -23 აგვისტო), ქალწული ( 24 აგვისტო- 23 სექტემბერი), სასწორი( 24 სექტემბერი-23 ოქტომბერი ), მორიელი (24 ოქტომბერი-22 ნოემბერი ), მშვილდოსანი (23 ნოემბერი-21 დეკებმერი) თხის რქა ( 22 დეკემბერი- 20 იანვარი), მერწყული(21 იანვარი-18 თებერვალი), თევზები(19 თებერვალი-20მარტი).
image1. ვერძი-ცეცხლის ნიშანია, მმართველი პლანეტა-მარსი. ბედნიერი რიცხვი-9, 7, 17.
ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან ამაყები, ამპარტავნები, გააჩნიათ ლიდერული თვისებები. ამასთანავე არიან შრომისმოყვარენი და მებრძოლები, გაგიკვირდებათ და რომანტიკოსებიც.კეთილშობილი ხალხია, არ შუძლიათ დახმარება არ გაუწიონ გაჭირვებაში ჩავარადნილ ადმინას, ვერძის ნიშნის მამაკაცები – სერ უოლთერ რელეის ტიპის არიან, ქალები ვერ იტანენ უხამსობას და ვულგარულობას, ვერძი ძალიან დემონსტრაციულია თავისი შეხედულებების გამოხატვისას. იგი არ მალავს თავის ემოციებს.ვერძისძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულნი ნამდვილად ბედნიერნი არიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ისეთ საქმეს პოულობენ, რომელსაც გულს უდებენ. ჩვეულებრივ, ეს არის მაღალი წრის მძაფრი გასართობები ან სპორტი. ვერძებისთვის ზედგამოჭრილი პროფესია გახლავთ იურისტობა.ვერძის ნიშნით დაბადებული ცნობილი ადამიანები:
ნაპოლეონ III, ოტო ფონ ბისმარკი, ადოლფ ჰიტლერი, ნიკიტა ხრუშჩოვი, ლავრენტი ბერია, ნიკოლაი გოგოლი, რენე დეკარტი, კოლინ პაუელი, ვინსენტ ვან გოგი, რახმანინოვი, შარლ ბოდლერი, რაფაელი, მონსერატ კაბალიე, დაიანა როსი, ელტონ ჯონი, ჩარლი ჩაპლინი, კვენტინ ტარანტირო, ჰარი მური, ჯეკი ჩანი.
image

2.კურო- საოცარი ნიშანია. ამ ნიშნით დაბადებული ხალხი გამოირჩევა სიდინჯით, მოთმინების უნარით, შრომისმოყვარეობითა და სიჯიუტით. თუ კურომ რამე მოინდომა ის მიზანდასახულია და ყველაფერს გააკეთებს მიზნის მისაღწევად. ამავე დროს ის მესაკუთრეა, მისი დევიზია: "მე მაქვს", არის კომფორტისა და ფუფუნების მოყვარული. კუროს ნიშნით დაბადებულ ხალხს უყვარს მადიანი ჭამა, მაშინ როდესაც არაჩვეულებრივი გურმანები არიან.
მმართველი პლანეტა-ვენერა, ბედნიერი რიცხვი-6, 5, 25, იღბლიანი დღე-ორშაბათი, პარასკევი. კუროებს ძალიან უმართლებს სიმდირდირ დაგროვებაში. მათთვის ზედგამოჭრილი სამსახურია ფინანსებთან დაკავშირებული, ასევე საზოგადოებრივ სამსახურში.
კუროს ნიშნით დაბადებული ცნობილი ადამიანები:
უილიამ შექსპირი, მარია მედიჩი, ეკატერინე II, კრომველი, ონორე დე ბალზაკი, რობესმიერი, ბრამსი, ზიგმუნდ ფროიდი, ლეონარდო და ვინჩი, ვლადიმირ ნაბოკოვი, კარლ მარქსი, პეტრე ჩაიკოვსკი, ვლადიმერ ლენინი, სალვადორ დალი, მიხეილ ბულგაკოვი, ბულატ ოკუჯავა, ბლადიმირ ჟირინოვსკი.

image


3.ტყუპები- ნიშანი წარმოდგენილია მოძრავი, ცოცხალი ტყუპებით, იუპიტერისა და ლედას ლეგენდარული ვაჟიშვილებით და ცხადია ამ მომხიბლავი, გამოუცნობი ნიშნის მატარებლები ყველას, მათ შორის ასტროლოგებსაც, საგონებელში აგდებენ თავიანთი მერყევი, ცვალებადი პიროვნებით. რა ოინი გააკეთა დედაბუნებამ? რატომ არის, რომ ტყუპები ერთ წამს ერთმანეთს გვანან და მეორე წამს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული არიან? შესაძლოა მხოლოდ ასტროლოგიური გაგება მათი მმართველი პლანეტის მერკურის და მისი გავლენა დაგვეხმარება, ნაწილობრივ ავხსნათ მათი მებრძოლი სულისკვეთება, მათი „ვერცხლისწყალივით“ მოუსვენრობა, მათი ხასიათის თვისებათა ფართო წრე. მათთვი სასურველი მუსიკა და ლიტერატურული მოღვაწეობა ამ თუ იმ დარგში_ეს არის ტყუპების კარიერისთვის საუკეთესო საშუალება.
ბედნიერი რიცხვი-3, 13. ბედნიერი დღე სამშაბათი.
ამ ნიშნით დაბადებული ცნობილი ადამიანები:
ბლეზ პასკალი, პეტრე I, რობერტ შუმანი, ალექსანდრე პუშკინი, პოლ გოგენი, ვაგნერი, არტურ კონან დოილი, შტრაუსი, თომას მანი.


ამ სტატიისთვის მხოლოდ 3 მათგანი განვიხილე, შემდეგისთვის სხვებსაც შემოგთავაზებთ.

0
2180
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ქარჩავა
ანა ქარჩავა
2180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0