x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორი იქნება ჩვენი სამზარეულო 2025 წელს - მოემზადეთ!
image

გამოფენაზე EXPO 2015, მილანში IKEA-მ წამოადგინა მომავლის სამზარეულო. კონცეფცია შემუშავებული იქნა დიზაინერულ ფირმა IDEO London-ისა და იმ სტუდენტების მიერ, რომლებიც "ორიენტირებული არიან სოციალურ, ტექნოლოგიურ და დემოგრაფიულ ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას მოახდენენ საკვების მიმართ ჩვენს დმოკიდებულებაზე 2025 წელს".


imageimage
1. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 2025 წელში. ასეთი იქნება თანამედროვე სამზარეულო.


image


2. არ იცით რა მოუხერხოთ ამ პომიდორს, რომელიც სულ მალე გაფუჭდება? მოათავსეთ მაგიდაზე, რათა დაუყოვნებლივ მიიღოთ სწრაფი და მარტივი რეცეპტი. ამ შემთხვევაში მიზანი არის საკვების ნარჩენების შემცირება.


image

3. რეცეპტი ნაჩვენებია პირდაპირ მაგიდაზე, ასე რომ, შეგიძლიათ თქვენი iPad დივანზე დატოვოთ.


image

4. მომცრო ბინების მფლობელებისთვის მაგიდა შეცვლის ქურასაც. მასში დაფარული ინდუქციური კოჭები პროდუქტებს ახურებს ქვაბისა და ტაფის შიგნით ისე, რომ ჭურჭლის ზედაპირი გრილი რჩება. ამის წყალობით, მაგიდის გამოყენება შეიძლება როგორც სამუშაოდ, ასევე საჭმლის მოსამზადებლად და სასადილოდ.


image

5. მომავლის ბუფეტი საშუალებას იძლევა პროდუქტები ღია თაროებზე, მაგრამ გრილად შეინახოთ. ასე აღარ გჭირდებათ მაცივრის კარის გაღება და დახურვა.


image

6. პროდუქტები ინახება გამჭვირვალე კონტეინეტერებში, რომელთა შინაგანი ტემპერატურის რეგულირება შეიძლება თაროში ჩაშენებული გაგრილების ინდუქციური ტექნოლოგიით.


image

7. ეს თევზის ნაჭერი დევს კონტეინერში, რომელზეც აწერია "2 გრადუსი ცელსიუსი". თარო შეინარჩუნებს ამ ტემპერატურას მანამ, სანამ პროდუქტის მომზადებას გადაწყვეტთ.


image

8. წყალმომარაგების სისტემა წყლის დაზოგვისა და დახარისხების საშუალებას იძლევა. მას აქვს ორი ნიჟარა: დაბინძურებული "შავი წყლისთვის", რომელიც კანალიზაციაში ჩაედინება, და "რუხი წყლისთვის", რომელიც ხელმეორედ გამოიყენება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ან მცენარეების მოსარწყავად.


image


9. უტილიზაციის სპეციალური სისტემა გვაიძულებს თვალყური ვადევნოთ იმას, თუ რას ვაგდებთ ნაგავში. ხელით დახარისხებული ნაგავი იპრესება, ილუქება და ინიშნება.


image


ასევე საინტერესოა:

1. ასეთი რამ მალე ზამთარში ყველა სახლში საჭირო გახდება - აუცილებლად დაიმახსოვრეთ!

image

2. რა ხდება, როცა სველი თმით ვწვებით - ექიმები გვაფრთხილებენ, ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image

3. როგორ გავაკეთოთ ბამბის ნაყინის აპარატი სახლში - საჭიროა მხოლოდ ბოთლი და ძველი სათამაშო

image

4. როგორ გავიგოთ ვინ იყენებს ჩვენს WI-FI-ს - ეს ბევრმა არ იცის!

image

5. როგორ გავაშროთ წყალში ჩავარდნილი ტელეფონი - მარტივი ინსტრუქცია

image

0
560
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0