x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გერმანელ სპორტსმენს "შეცდომით" ფაშისტური გერმანიის ჰიმნი ჩაურთეს
image


გერმანელმა სპორტსმენმა აღიარა, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი მომენტი მის კარიერაში.


აშშ-ში, ლაჰაინაში(ჰავაის კუნძულები) მოეთხედფინალურ მატჩზე ჩოგბურთში ფედერაციის თასზე გერმანიის და აშშ-ს ქალთა ნაკრების შორის მოხდა არასასიამოვნო ინციდენტი.გერმანიის თანამედროვე ჰიმნის ნაცვლად დაუკრეს მესამე რეიხის ჰიმნი, რომელიც 1945 წლის შემდეგ აკრძალულია.


ეს მოხდა ამერიკელი ელისენ რისკეს და გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩის მატჩის დაწყების წინ.



გერმანელმა სპორტსმენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.


-ეს იყო უპატივცემლობის მწვერვალი, უბრალოდ მინდოდა კორტი მიმეტოვებინა იმიტომ, რომ ასე დამცირებულად არასდროს მიგვრძნია თავი მთელი ჩემი კარიერის მანძილზე, აღარაფერს ვამბობ ფედერაციის თასზე, სადაც უკვე 13 წელია ვასპარეზობ.ვფიქრობ ეს იყო ყველაზე ცუდი, რაც მე ოდესმე შემთხვევია- განაცხადა გერმანელმა სპორტსმენმა.


ამერიკის ჩოგბურთის ასოციაციამ (USTA)ბოდიში მოიხადა სოციალური ქსელით და განაცხადა, რომ მსგავსი ინციდენტი აღარასდროს გამეორდებოდა.

image

თუმცა როგორც ჩანს ინციდენტმა მაინც მიაღწია თავის მიზანს.გერმანელი სპორტსმენი ორ პარტიაში დამარცხდა რისკესთან- 7:6 (10:8), 6:2;



image



0
201
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0