x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ერთხელ მაინც დაგწვიათ ენა? ეს სტატია თქვენთვისაა. როგორ მოვიშუშოთ დამწვარი ენა

ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველას უგემია ის სიმწარე, რომელიც ენის დაწვას მოყვება. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც მივირთმევთ საკვებს ან სასმელს და გვიანღა ვაცნობიერებთ, რომ ის მოსალოდნელზე ცხელი იყო.
არსებობს ასევე სინდრომი, რომლის დროსაც ადამიანები ყოველმიზეზგარეშე გრძნობენ წვას ენაზე. მნიშნვნელობა არ აქვს, დამწვარი ენა აქვეითებს გემოს აღქმის უნარს, ის იწვევს ტკივილისა და წვის შეგრძნებას და შესაძლოა გამოიწვიოს ენის დასიება და ბუშტუკებიც კი.imageმე შევეცდები გასწავლოთ, თუ როგორ მოიშუშოთ დამწვარი ენა და შეიმსუბუქოთ ტკივილისა და წვის შეგრძნება.
1) ისუნთქეთ პირით
როგორც კი დაიწვავთ ენას, დაიწყეთ პირით სწრაფად სუნთქვა. ცივი ჰაერის ნაკადები შეგიმსუბუქებთ ტკივილს. image2) გამოიყენეთ რაიმე ცივი
კიდევ ერთი კარგი საშუალება არის, რომ გამოიყენოთ რაღაც ცივი როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება. ეს ხელს შეუწყობს, ქვემოთ დაიწიოს თქვენი დამწვარი ენის ტემპერატურამ.
შენ შეგიძლია:
* გალოკო ყინულის კუბი
* მიირთვა ნაყინი
* დალიო რაიმე ცივი სასმელი

image3) თაფლი
თაფლი არის კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალება დამწვარი ენის სამკურნალოდ.
ტაფლი ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც ხელს უშლის ბაქტერიებს დაზიანებულ ადგილას გავრცელებაში.
მაშ ასე, თქვენ უნდა გაიჩეროთ ერთი ჩაის კოვზი თავფლი დამწვარ ენაზე მანამ, სანამ გადაგეყლაპებათ. ეს პროცედურა დღეში 2-3ჯერ უნდა გაიმეოროთ.image4) ალოე ვერა
ალოე არის კიდევ ერთი საოცარი საშუალება. ის არბილებს დაზიანებულ უჯრედებს ენაზე და გარდა ამისა გეხმარებათ ტკივილისა და წვის შემცირებაში.
გამოაცალკევეთ ალოე ვერას გელი ალოეს ფოთლისგან და წაისვით დამწვარ ენაზე. გაიმეორეთ იგივე დღეში რამდენჯერმე.image

0
264
3-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0