x
image
K.P.
სერიალი "ხელოვნური სუნთქვა" ბრუნდება

image
მაყურებლისათვის
საყვარელი და საკმაოდ რეიტინგული სერიალი "ხელოვნური სუნთქვა" სულ მალე "რუსთავი 2"-ისეთერს დაუბრუნდება. სასიამოვნო სიახლე სერიალის "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდის მეშვეობით გახდა ცნობილი. სერიალის პროდუსერმა ირაკლი საღინაძემ On.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა: "სამშენებლო კომპანია სვეტმა გადაწყვიტა დააფინანსოს ხელოვნური სუნთქვის შემდეგი სეზონი, შესაბამისად ვიწყებთ სერიალის წარმოებას." როგორც ირკვევა ახალი სეზონი მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ სერილის გადაღება სპონსორის არარსებობის გამო შეწყდა.

"მეგობრებო,

ხელოვნური სუნთქვის მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით გიხდით უდიდეს მადლობას ჩვენთან ერთად გატარებული ყველა საღამოსთვის!

ორი სეზონის განმავლობაში მუდმივად ვიღებდით თქვენგან, ამ სერიალის მაყურებლებისგან, მხარდაჭერის და სიყვარულის გამომხატველ წერილებს, შექებას, კრიტიკას, ცრემლებს, სიცილს, ემოციებს და განცდებს, იმ ყველაფერს, რამაც მოგვცა უდიდესი ენერგია ამ მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად. მადლობას გიხდით ამისთვის მხოლოდ თქვენ, უკლებლივ ყველა მესიჯის, კომენტარის და სტატუსის ავტორს!

მეორე სეზონი დასრულებულია. რაცშეეხება სერიალის გაგრძელებას - ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა ხელოვნური სუნთქვის მესამე სეზონი"-წერდნენ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.



image

წყარო-On.ge

0
90
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0