x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 წარმოუდგენელი ფაქტი სტალინის შესახებ, რომელთა შესახებ აქამდე არაფერი იცოდით
იოსებ სტალინი იყო გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და საკამათო პოლიტიკური მოღვაწე და ძალიან ძლიერი “სსრკ''-ს ლიდერი ოცდაათზე მეტი წლის განმავლობაში. არსებობს ბევრი კითხვა, მის შესახებ. მისი თაყვანისმცემლები უწოდებენ მას დიდ ლიდერს, რომელიც ზრუნავდა თავის ხალხსა და ქვეყანაზე. ხოლო მისი მოძულეები აღწერენ მას, როგორც სასტიკი დიქტატორი, ისევე, როგორც ჰიტლერი. ეს ყველაფერი საკმაოდ საკამათოა და ამიტომ მე შევეცდებით, რომ წარმოგიდგინოთ რამდენიმე ფაქტი სტალინის ცხორებიდან, რომელიც სავარაუდოდ აქამდე არ იცოდით.image1) სტალინს ძალიან უყვარდა ღვინო
სტალინი ნამდვილად არ ყოფილა არც ლოთი და არც ალკოჰოლიკი, არა. მას უბრალოდ ძალიან უყვარდა ყველაფერი რაც ღვინოს შეეხებოდა. მისი ბოთლი, სუნი, ფერი და გემო რა თქმა უნდა. მისი საყვარელი ღვინო იყო ქართული ღვინო “ხვანჭკარა''.image2) ის თავდაპირველად მუშაობდა როგორც მეტეოროლოგი
მიუხედავად იმისა, რომ მას ყველას იცნობდა როგორც ლიდერს “სსრკ''-სა, სტალინი რეალურად მუშაობდა მანამდე. მისი სამუშაო, სანამ იგი დაიპყრობდა ევროპისა და აზიის ნაწილებს იყო მეტეოროლოგია თბილისის მეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში, სადაც ის იყო ნალექისა და ატმოსფერული წნევის შესახებ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი.
3) სტალინი იყო კინომანი
სტალინი ძალიან კარგი კინომანი იყო. მას იმდენან უყვარდა ფილმები, რომ თავის ერთ-ერთ სახლში პირადი კინოთეატრიც კი გააკეთებინა.
4) სტალინის სახელი ნიშნავს...
როგორც ცნობილია, სტალინის თავდაპირველი სახელი იყო იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, რომელიც შემდგომ გადაიკეთა და დაირქვა სტალინი. რაც ნიშნავს “ფოლადის კაცს''.
5) იგი ორჯერ იყო ნომინირებული ნობელის მშვიდობის პრემიაზე
მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ისტორიაში შესულია როგორც მილიონობით ადამიანის მკვლელი დიქტატორი, ის ნობელის მშვიდობის პრემიაზე მაინც იყო წარდგენილი და არა მხოლოდ ერთხელ, როგორც ეს მისი კონკურენტი ჰიტლერის შემთხვევაში იყო, არამედ ორჯერ - 1945 და 1948 წელს.image6) იგი იყო პოეტი
სტალინის მხატვრული “ტენდენციები'' არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ფილმების სიყვარულით. ის ფქტობრივად იყო პოეტი. მისი ფსევდონიმი იყო სოსელო. სწორედ ამ მეტსახელით დაწერა და გამოაქვეყნა მან ათობით ლექსი.image7) ყმაწვილობაში ის იყო ბულინგის მსხვერპლი მისი გარეგნობის გამო
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, სტალინი ბავშვობაში ხშირად გამხდარა ჩაგვრის მსხვერპლი. 7 წლის ასაკში მას ჩუტყვავილა შეხვდა, რამაც საკმაოდ არასასიამოვნო კვალი დაუტოვა სახეზე. ამიტომ მას თანატოლები მუდამ დასცინოდნენ.image8) მისი მმართველობის დროს დაახლოებით 20 მილიონი მოქალაქე იქნა მოკლული
სტალინის მმართველობის დროს 20 მილიონზე მეტი უდანაშაულო მოქალაქე დაიღუპა, ხოლო მრავალი სხვა დააპატიმრეს, აწამეს, გადაასახლეს, აიძულეს მონურად ეშრომა, ძირითადად მათი პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისთვის.
9) მას არასოდეს უთქვამს მისი ყველაზე ცნობილი ციტატა
ალბათ ყველას გაქვთ გაგონილი დიდი ბელადის ფრაზე “ერთი კაცის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონის სიკვდილი − სტატისტიკა''. არსებობს არც თუ უსაფუძვლო მოსაზრება, რომ სტალინს ეს სიტყვები არ უთქვამს. ბევრი ისტორიკოსი ფიქრობს ასე, ვინაიდან არ არსებობს წყარო, რომელიც ამას დაამტკიცებს.
10) ახალგაზრდობაში მას მღვდლობა სურდა
შეიძლება რთული წარმოსადგენი იყოს, რომ ადამიანი, რომელმაც დახურა ყველა ქრისტიანული ეკლესა და სიმბოლოდ იქცა ათეიზმისა, სურდა გამოსულიყო მღვდელი, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ახალგაზრდა სტალინი სწორედ ამ გზაზე იდგა. თექვსმეტი წლის ასაკში, მან მიიღო სტიპენდია და შევიდა საქართველოს მართლმადიდებლურ სემინარიაში - თბილისში.
imageშეიძლება ასევე დაგაინტერესოთ:

8 წარმოუდგენელი ფაქტი ვლადიმერ პუტინის შესახებ


ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი პოლიტიკოსების საოცარი გამონათქვამები, რომლებიც აღტაცებაში მოგიყვანთ


ხუთი დაუნდობელი ბელადის უცნაური და საიდუმლო ჰობი



10 უცნობი ფაქტი ბარაკ ობამას შესახებ

1
7118
10-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
7118
  
2020, 26 იანვარი, 17:56
სტალინს არ დაუხურია ეკლესიაები დახურა ლენინმა და შემდეგ ხრუშოვმა სტალინმა ომის დროს ლოცვა აღავლენია მღვდელს ესტუმრა ზწმინდა მატრონას რჩევისთვის.წითელ მოედანზ ე გმოსვენებია ხატები და ჯარი დალოცინა ნუ იმეორებთ ქარტველ მოძულე რუსების და ვაი პოლიტიკოსების აზრებს.ფაქტებით წერეთ
0 1 1