x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134375
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
თუ ჩაის ერთჯერად პაკეტებს იყენებთ,ნუ გადააგდებთ გამოყენების შემდეგ. აი,რა სარგებლობა მოაქვთ მათ
image

1.თუ ფეხის თითებზე მაზოლი გაჩნდა, ან კანი გაგიუხეშდათ, აიღეთ ჩაის თბილი პაკეტი და დაიდეთ პრობლემურ ადგილზე.დააფიქსირეთ სახვევით.გაიჩერეთ 1 საათით და მალე იგრძნობთ ჩაის სასიკეთო მოქმედებას.


2.თუ ოფისში ჩაი მიირთვით, ხოლო სარეცხის საშუალებები კი ხელთ არ გაქვთ, შესაძლოა გაგიძნელდეთ მარტო წყლის დახმარებით მუქი ლაქების მოშორება ჭიქიდან, ნუ იჩქარბეთ ჩაის გამოყენებული პაკეტის გადაგდებას, გამოიყენეთ, როგორც სარეცხის ღრუბელი და თქვენი ფინჯანი უწინდელ სითეთრეს დაიბრუნებს.


3.ანალოგიურად შეგიძლიათ ცხიმიანი თეფშები გარეცხოთ, თუ ჭურჭლის სარეცხი სითხე გაგითავდათ.



4.იდეალურად აშორებს უსიამოვნო სუნს მაცივრიდან.უბრალოდ, მოათავსეთ რამდენიმე პაკეტი თეფშზე და შედგით მაცივარში.ცვალეთ საჭიროების მიხედვით.


5.თუ გამოყენებულ და გამშრალ ჩაის პაკეტზე საყვარელ ეთერზეთს დააწვეთებთ, მშვენიერ არომატიზატორს მიიღებთ. შეგიძლიათ მოათავსოთ სააბაზანოში, ან ტანსაცმლის კარადაში. ჩაის პაკეტი დიდხანს შეინარჩუნებს სურნელს.


3
1347
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1347
  
2017, 14 თებერვალი, 10:54
პირადი გამოყენებით ვიცი და რა არის შიგნით მაგის შემოწმება მე არ ძემიძლია :)
2017, 13 თებერვალი, 12:29
პაკეტებში ჩაის გარდა ყველაფერია....
2017, 11 თებერვალი, 12:32
ასევე ფეხსაცმელში სუნის გასაქრობად მშვენიერი საშუალებაა, საღამოს ცადეთ მშრალი გამოუყენებლი ჩაის პაკეტი ფეხსაცმელში და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში.
კარგი საშუალებაა ასევე დაღლილი და უძინარი თვალების დასამშვიდებლად. გამოყენებული სველი ჩაის პაკეტები შეინახეთ მაცივარში და დაიდეთ ცივად თვალებზე 10 წუთი.
0 1 3