x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მოიშორეთ პიგმენტური ლაქები მარტივად და იაფად - მხოლოდ ორი ინგრედიენტის გამოყენებით

სანამ პიგმენტური ლაქების აღმოფხვრასა და მოშორებაზე ვიფიქრებთ, უნდა ვიცოდეთ თუ რისგან ან რატომ ჩნდება ისინი. პიგმენტური ლაქები ძირითადად ჩნდება სახის კანზე. ეს არის ყავისფერი შეფერილობის წერტილები, რომლის გაჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს მზის სხივების ზემოქმედება, ტრავმა, ორსულობა, გარკვეული დაავადებები, უხარისხო კოსმეტიკური საშუალებები ან უბრალოდ ასაკის მატება. imageმე გასწავლით ხალხურ მეთოდებს, რომლითაც შეძლებთ მარტივად მოიშოროთ პიგმენტური ლაქები. ამისათვის კი მხოლოდ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ. მაშ ასე:
ინგრედიენტები:­­­
1 ჩაის კოვზი კურკუმა (ფხვნილის სახით)image1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენიimageმომზადების წესი:
შეურიეთ ინგრედიენტები კარგად. დაიტანეთ სასურველ ადგილას. გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
ეცადეთ ნარევის გამოყენების შემდეგ მოარიდოთ სახე მზეს. გაიკეთეთ ნიღაბი დღეში ორჯერ, სანამ შედეგს არ შეამჩნევთ. მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, ჩაანაცვლეთ ლიმონის წვენი რძით. შედეგი სულ მალე შესამჩნევი გახდება.imageასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ:
ალოე ვერას გელი და კიტრი. შეურიეთ 2 სუფრის კოვზი დაბლენდერებული კიტრი (სასურველია გაწუროთ ნაჭერში ან დოლბანდში) და 2 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი. გაიჩერეთ ნარევი 30 წუთის მანძილზე სახეზე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. უკეთესი შედეგისთვის გაიმეორეთ პროცედურა 3-4-ჯერ კვირაში.imageგისურვებთ ჯანმრთელობას!
image

0
799
4-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
799
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0