x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ტრამვა და მისი დაძლევის ეტაპები

imageტრამვა არის ადაიანის უსაფრთხოებაზე მიმართული გადაულახავი, დაუძლეველი მუქარა. ტრამვის გამომწვევი შესაძლოა ბევრი ფაქტორი იყოს, რომლის მიხედვითაც ტრამვის ორი სახე გამოიყოფა: დანაკარგის ტრამვა-რომელიც ჩნდება სოციალური კავშირების, თვითაღქმის, სოციალური სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის დაკარგვის გამო. საფრთხის, საშიშროების ტრამვა- რომელიც გამოწვეულია დევნით, წამებით, პატიმრობით, განმეორებადი ძალადობით და სხვა. მატრამვირებელ მოვლენაზე ადამიანის რეაქცია და მდგომარეობა განსხვავებულია. ტრამვას თან ახლავს შფოთვა და დაძაბულობა, რაც ხელს უშლის ადამიანს დასვენებაში, მშვიდად ძილში, ყურადღების კონცენტრაციაში. მატრამვირებელი მოვლენა შესაძლოა ისეთი ძლიერი იყოს რომ ადამიანს თავი უსუსურად და უმწეოდ აგრძნობინოს, რის გამოც ვერც საკუთარი თავის და ვერც სხვის დახმარებას ახერხებს. მატრამვირებელი ფაქტები შესაძლოა განმეორებით დაბრუნდეს ადამიანის ცხოვრებაში სიზმრის სახით, რასაც თან ახლავს უსიამოვნო შეგრძნებების განმეორებადი განცდები. ტრამვული ინდივიდის ცხოვრებაში სხვადასხვა შიშები ჩნდება: სახლიდან გასვლის, მარტოობის, მიტოვების ან ახლობელი ადამიანის დაკარგვის. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გამო ადამიანს პრობლემები ექმნება სოციალური ურთიერთობების დარეგულირებისას, ისინი ერიდებიან ახალ კონტაქტებს მეგობრებთან, კოლეგებთან, თავს არიდებენ ახალ ემოციებს. ტრამვას ხშირად თნ ახლავს სომატური რეაქციები, როგორიცაა გულის ფრიალი, კანკალი, ოფლიანობა. შესაძლოა ეს ნიშნები მკვეთრად იყოს გამოხატული ნერვული ცახცახისა და ძლიერი ტკივილების სახით. ემოციურ დაძაბულობას თნ ახლავს მუცლის, კიდურების კუნთების დაჭიმულობა და თავისტკივილი.

ტრამვის გადატანის
4 ფაზა გამოიყოფა:
შოკის ფაზა: ამ ფაზისთვის დამახასიათებელია გაშეშება ან ზეაგზნება, არარეალობის შეგრძნება, მომხდარის უარყოფა, ტირილი, მუქარა. ამ ყველაფრით ადამიანის ფსიქიკა განმუხტვას, ტრამვული ენერგიისგან დაცლას ცდილობს.

ბრაზის, განრისხების ფაზა- იწყება როდესაც უკვე მომხდარი მატრამვირებელი ფაქტის რეალობად მიღება ხდება, ადამანი იწყებს ფაქტთან შეგუებას. ამ ფაზისთვის დამახასიათებელია აგრესია საკუთარი თავის ან სხვა ადამიანების მიმართ. ასევე სასოწარკვეთილება, დარდი და პროტესტი.

დეპრესიის ფაზა- ამ ფაზისთვის დამახასიათებელია ტირილი მწუხარება, იზოლაცია, საკუთარი იდენტობის დაკარგვა, აპათია. სხვა ადამიანებთან ყველანაირი კონტაქტის გაწყვეტა.

დაძლევის ფაზა- არის ტრამვის დაძლევის ბოლო ეტაპი, როდესაც ტრამვა ხდება ადამიანის ცხოვრების ნაწილი, ადამიანი უკვე ამ ტრამვასთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას.

ტრამვის ერთ-ერთი მაგალითია ომის ტრამვა, მის სპეციფიკას განსაზღვრავს მატრამვირებელი ფატორების გახანგრძლივებული ზემოქმედება, რაც უფრო ძლიერს ხდის ბავშვის ფსიქიკაზე ნეგატიურ ეფექტს. ბავშვისთვის სამყარო უკონტროლო და საშიში ხდება საომარი მოქმედებების დროს. დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ რეაგირებს ოჯახი ომზე. თუ ოჯახის წევრები სასოწარკვეთილებას ეძლევიან გამოხატავე შიშს ეს ტრამვას ზრდის. ომის ტრამვის შედაგად ბავშვებს აღენიშნებათ ძილის დარღვევები, შფოთვა მომავლის გამო, აგრესიულობა, ტრამვული თამაშები, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, დაუცველობის და უსუსურობის განცდა.

0
89
1-ს მოსწონს
ავტორი:ბოჭორიშვილი ნინო
ბოჭორიშვილი ნინო
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0