x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134372
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
როგორ ვებრძოლოთ სახლში გავრცელებულ ობს

image


დაობებული კედლები თუ სხვადასხვა ზედაპირი ბევრისთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა.გარდა იმისა, რომ უსიამოვნო სანახავია, ობის სოკოს სპორები საფრთხეს უქმნიან ჩვენს ჯანმრთელობას.ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, სპორები იწვევენ იმუნური სისტემის მოშლას, ალერგიულ რეაქციებს, ხველას, სურდოს, ჰაერის უკმარისობის შეგრძნებას.ხშირად, ეს სიმპტომები ქრონიკულ ხასიათს იძენენ და მხოლოდ მაშინ ალაგდებიან, როცა საცხოვრებელში გავრცელებულ ობს და მათი წარმოქმნის მიზეზებს საფუძვლიანად აღმოვფხვრით.
მხოლოდ ობის მოცილება არაფერს მოგვიტანს.მისგან სამუდამოდ რომ გავთავისუფლდეთ, საჭიროა პრობლემის გამომწვევი მიზეზი დავადგინოთ და გადავჭრათ.თავის მხრივ, ობი ჩვეულებრივი სოკოა, რომელსაც ნესტიანი გარემო უყვარს.მისი მიკროსკოპული სპორები ყველგანაა გავრცელებული და როგორც კი სასათბურე პირობებს შევუქმნით, მაშინვე იწყებენ გამრავლებას და გავრცელებას.
სწორედ ამიტომ, ობი ხშირად გვხვდება სამზარეულოში, სააბაზანოში, ოთახებში, სადაც ჰაერის ცირკულაცია არ ხდება, კედელზე გაკრული ხალიჩების უკან, სარეცხის მანქანებში,
კონდიციონერის ფილტრებში და ა.შ.
თუ სახლში ობი გაჩნდა, სამშენებლო მასალების მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური საშუალებები, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ მათი უმრავლესობა ტოქსიკურია და სათანადო სიფრთხილე გმართებთ მათთან მუშაობისას.გამოყენების წინ ზედმიწევნით კარგად წაიკითხეთ ინსტრუქცია და ნუ უგულებელყოფთ მასში მითითებულ სიფრთხილის ზომებს.
ამჯერად, შედარებით უსაფრთხო საშუალებებს გთავაზობთ ობის მოსაშორებლად,
იმ საშუალებებით, რომელიც ყველა ჩვენგანს მოეპოვება სახლში.


მათეთრებელი

1/4 ჭიქა მათეთრებელი გააზავეთ2 ჭიქა წყალში. ჩაასხით ხსნარი პულვერიზატორში და დაამუშავეთ დაზიანებული ზედაპირი.
10-15 წთ-ის შემდეგ წყლით ჩამორეცხეთ.საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა.თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ მათეთრებლის ზემოქმედების გამო, შეღებილი ზედაპირი გაღიავდება.მოერიდეთ ხსნარის მოხვედრას კანზე ან თვალში, მუშაობის პროცესში კი სათავსო კარგად უნდა ნიავდებოდეს.


ძმარი
სუფრის ძმარი კარგად უმკლავდება ობს.ყველასთვის ხელმისაწვდომია და ერთადერთი,
რაც შეგაწუხებთ, მისი სუნია.ძმრით დაამუშავეთ დაზიანებული ზედაპირი, 1 საათის შემდეგ კი წყლით ჩამორეცხეთ და ოთახიც გაანიავეთ.
პროფილაქტიკის მიზნით, შეგიძლიათ რეგულარულად მიმართოთ ამ მეთოდს.



წყალბადის ზეჟანგი
წყალბადის ზეჟანგის3%-იანი ხსნარის შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ.არც ტოქსიკურია და არც სპეციფიური სუნით გამოირჩევა, თუმცა მათეთრებლის ეფექტი აქვს და ეს გაითვალისწინეთ ფერად ზედაპირთან მუშაობისას.სპრეის სახით თუ შეიძენთ,
უფრო გაგიადვილდებათ მისი გამოყენება.დაამუშავეთ ობიანი ადგილები წყალბადის ზეჟანგით, 1 სთ-ის შემდეგ ჩამორეცხეთ.


სოდა
საჭმელი სოდა წარმატებით უმკლავდება ამ პრობლემას.1ჩ.ჭ.წყალში გახსენით1ჩ.კ.სოდა და დაამუშავეთ დაზიანებული ადგილები.ჩამორეცხვის შემდეგ, თუ სოდის ნაწილაკები დარჩა, ნუ ეცდებით მათ მოშორებას.ისინი ხელს შეუშლიან სოკოს ხელახლა გავრცელებას.


აღნიშნული მეთოდები შეგიძლიათ პერიოდულად გამოიყენოთ პროფილაქტიკის მიზნით, მაგრამ გახსოვდეთ, ისევ და ისევ მოგიწევთ ობთან ბრძოლა, თუ მის გამომწვევ მიზეზს არ აღმოვფხვრით.მანამდე შეგიძლიათ ეს მარტივი რჩევები გაითვალისწინოთ,
რათა ობის გავრცელებას ხელი შეუშალოთ:
თუ გამწოვი არ გაქვთ, აბაზანის მიღების შემდეგ გამოაღეთ კარი ან ფანჯარა, დატოვეთ ანთებული შუქი 30 წთ-ით მაინც.
ნუ გააშრობთ სარეცხს ოთახში, არ დატოვოთ სველი პირსახოცი სააბაზანოში.
უარი თქვით კედლებზე ჩამოკიდებულ ხალიჩებზე.
ხშირად გაანიავეთ ოთახები.
სარეცხის დარეცხვის შემდეგ, ჩვრით ამოწმინდეთ მანქანის კარის დამცავ რეზინის რკალში ჩარჩენილი სითხე და არ დახუროთ მანქანის კარი, დააცადეთ განიავდეს და გაშრეს.
საჭმლის კეთების დროს, ორთქლი რომ არ დადგეს, გამოაღეთ სამზარეულოს კარი ან ფანჯარა.შესაძლოა საჭმლის სუნი არასასიამოვნო ან არაესთეტიურია, თუმცა არა იმდენად, როგორც ობმა შეიძლება იმოქმედოს ჩვენს ჯანმრთელობასა და საცხოვრებელზე.


0
1481
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1481
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0