x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცოტნე გამსახურდია:ჩემდა თავად "ფრესკოში" აწი შემსვლელი მგლობაზე მეოცნებე ღორი ყოფილიყოს, ამ სიტყვების გრუზინი კაპიტალისტი ავტორივით!

image

ცოტნე გამსახურდია საუპერმარკეტების ქსელის "ფრესკოს" დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის განცხადებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა, სადაც სოფრომაძე აღნიშნავს, რომ "ცხოვრება ომია ძვირფასო საზოგადოებავ და ამ ომში ჩვენ მგლები უნდა ვიყოთ.არც შესაცოდია არავინ ჩემო ძვირფასებო, ამ ადამიანებს სხვა სავაჭრო
ქსელებს შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება შეიძლება არ აქვთ, მაგრამ ეს
ადამიანები მუშაობენ ჩვენი სახელმწიფოსთვის. ხოლო „ფრესკო" ერთადერთი
ქსელია საქართველოში, სადაც არასოდეს, ვიმეორებ - არასოდეს, არ
დაუგვიანებიათ ხელფასის გადახდა თანამშრომლებისთვის".


image

"ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა!"
ვაჟა ფშაველა



"ცხოვრება ომია, ძვირფასო საზოგადოებავ, და ამ ომში ჩვენ მგლები უნდა ვიყოთ."
ვასილ სოფრომაძე. "ფრესკოს" დამფუძნებელი.
ოღონდ ააამშორდეს მგელობა... ოღონდ აამშორდეს... ამშორდეს... რამდენჯერ მიფიქრია ეს სიტყვები...
ჩემდა თავად "ფრესკოში" აწი შემსვლელი მგლობაზე მეოცნებე ღორი ყოფილიყოს, ამ სიტყვების გრუზინი კაპიტალისტი ავტორივით!"-წერს სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტის ვაჟი.

image

შეგახსენებთ, "ფრესკოს" გარშემო აჟიოტაჟი მას შემდეგ ატყდა, როდესაც მათმა რამდენიმე ყოფილმა თუ მოქმედმა თანამშრომელმა მონურ შრომაზე, დისკრიმინაციაზე და მცირე ხელფასზე სახალხოდ განაცხადა.



იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე აქ


0
102
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0