x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
,,ყინულის კაცის“ სუპერ ძალის საიდუმლო: როგორ დავამარცხოთ დაავადება სიცივის დახმარებით
image


ვიმ ჰოფი - “ყინულის კაცი“ ახვიდე მწვერვალ ევერესტზე, მარტო ფეხსაცმელით და შორტებით ჩაცმული? იცურო ყინულიან წყალში? იდგე ორი საათის განმავლობაში ყი-

ნულიან კონტეინერში?-ეს ყველაფერი შეუძლებელია ჩვეულებრივი ადამიანისათვის,
უკიდურეს შემთხვევაში, სერიოზული გართულებებით ან სულაც ფატალური შედეგით

შეიძლება დასრულდეს. მხოლოდ ჰოლანდიელი ვიმ ჰოფი, თავისი მაგალითით და ახლა უკვე თავისი მოსწავლეების მაგალითით ამტკიცებს, რომ ასეთი“სუპერშესაძლებლობები“
ნებისმიერისთვისაა შესაძლებელი.



image


ვიმ ჰოფის ანგარიშზე 26 მსოფლიო რეკორდია და ყველა მათგანი დაკავშირებულია ექსტრემალურ ყინვასთან. აპრილში ის 58 წლის ხდება. ადამიანების უმრავლესობას ამ ასაკში, უჩნდებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ნერვიულობის სხვადასხვა მიზეზები, მუდმივი სტრესი, უმოძრაობა, მედიკამენტები, ცუდი გარემო, ვირუსები- ჩვენს გარშემო უამრავი ფაქტორი, რომელიც მიგვიყვანს იმ სიტუაციამდე, სადაც ჯანმრთელობაზე ფიქრი და დარდი გარდაუვალია. ვიმ ჰოფის მტკიცებით ყველა ჩვენი ავადმყოფობის მიზეზი ის არის, რომ დავარღვიეთ კონტაქტი ჩვენს სხეულთან და

არ ვუსმენთ მას.


image


ვიმ ჰოფი ავიდა კილიმანჯაროზე, მხოლოდ შორტებში ჩაცმული.2007 წელს ის ავიდა 6, 7 კმ სიმაღლეზე ევერესტის მთაზე, მაგრამ ამ დროს ფეხი დაიზიანა და ვეღარ შეძლო მწვერვალზე ასვლა. 2008 წელს მან გააუმჯობესა თავისივე რეკორდი და ყუნულიან
კონტეინერში დაჰყო 1 საათი, 13 წუთი და 48 წამი. ეს შედეგი შეტანილი იქნა გინესის რეკორდების წიგნში.


image


2009 წელს ჰოფი ავიდა კილიმანჯაროზე სულ ორ დღეში და ჩაცმული იყო მხოლოდ შორტებში. ამავე წელს მან გაირბინა ფინეთში, მარათონი-თოვლში მინუს ოც გრადუსს ყინვაში (ხუთ საათ ნახევრის განმავლობაში).ეს მარათონი გადაცემული იქნა სამი მსხვი-

ლი ტელეარხის საშუალებით: BBC, Chanel 4 და National Geographic.2010 წელს კი-

დევ ერთხელ გააუმჯობესა თავისი რეკორდი და ყინულიან წყალში გაჩერდა 1 საათი და 44 წუთი, 2011 წელს კიდევ გაახანგრძლივა ეს რეკორდი : 1 საათი, 52 წუთი და 42 წამი. იმავე წლის სექტემბერში გაირბინა მარათონი ნამიბიის უდაბნოში წყლის გარეშე.

“ მე არ ვიყენებ არანაირ ეშმაკურ ხერხს, ეს ყველაფერი ჩაწერილია ვიდეოფირზე, არსე-

ბობენ მოწმეები და ყველაფერი დოკუმენტალურადაა გაფორმებული-ციფრები არის ციფ-

რები !“-აცხადებს ვიმ ჰოფი.


image


ბევრი თვლის, რომ ის არის უნიკალური ფენომენი და მისი შესაძლებლობები ინდივი-

დუალურია, მაგრამ თვითონ ამტკიცებს, რომ აბსოლიტურად ჩვეულებრივი ადამიანია. მისი “სუპერშესაძლებლობები“ ყველა ადამიანისთვის შესაძლებელია, მან გამოსცა წიგნი თავისი მეთოდების შესახებ, ასევე ვიდეოგაკვეთილები, რომელიც დაგეხმარებათ აკონ-

ტროლოთ თქვენი სხეული. “ ის, რაც საჭიროა - უნდა შეძლოთ აკონტროლოთ თქვენი ტანი, თქვენი ტვინის შედეგად, მე შევქმენი მეთოდი, რომლის კომპონენტებია-სუნთქვა,

სწორი დამოკიდებულება და ყინვა“.


image


რამდენიმე წლის წინ, ამერიკელი ჟურნალისტი სკოტ კარნი მოელაპარაკა ვიმ ჰოფს შეხ-

ვედრაზე, რადგან მას არ სჯეროდა ამ საოცრების, დარწმუნებული იყო, რომ ეს ყველა-

ფერი წინასწარ მოწყობილი იყო.ამ რეპორტაჟის კეთების დროს, სკოტმა მოულოდნელად აღმოაჩინა თავის თავში მსგავსი უნარი-“პირველ დღეს ვიდექი ფეხშიშველი თოვლში ხუთი წუთი, შემდეგ იყო საშინელი ტკივილი. მას შემდეგ, რაც სუნთქვის პრაქტიკა გავი-

არე ვიმთან, მეორე დღეს უკვე 20 წუთი დავდექი, მესამე დღეს 45 წუთი. შემდეგ ვიმმა წამიყვანა ყინულიან ჩანჩქერზე, ჩვენ იქ მედიტაციაში ვიყავით და ვისხედით თოვლში,
სანამ ჩვენს გარშემო თოვლი, მთლიანად არ დადნა ჩვენივე სითბოთი. 8 საათი დავყავ-

ით თოვლში, მხოლოდ შორტებში ჩაცმულებმა, მიუხედავად ყინვიანი ქარისა, მე მცხელ-

ოდა“. ამ სწავლებების განმავლობაში სკოტმა წონაში დაიკლო და თან გათავისუფლდა

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემისგან.


image


“ყველას შეგიძლიათ ამის გაკეთება- აცხადებს ჰოფი თავისი მეთოდით, შენ ხდები შენი სხეულის ალქიმიკოსი, უბრალოდ სცადეთ- ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ“.



გისურვებთ ჯანმრთელობას !

0
182
12-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0