x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გოგრების სკულპტორი
რეი ვალფანს უცნაური გატაცება აქვს.ის სკულპტურებს ქმნის...გოგრისგან! მისი ნამუშევრები პუბლიკას აღაფრთოვანებს და ყველა მხატვრულ გამოფენაზე სასურველი სტუმარია.რეის უცნაური შემოქმედებით ბარაკ ობამაც დაინტერესდა და თეთრ სახლში მიიწვია.რეიც არ დაიბნა და პრეზიდენტს მისი გამოსახულებით დამშვენებული გოგრით ხელში ესტუმრა.

image

როდესაც რეის შესახებ პირველად გაიგო საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა არ დააყოვნეს და გულისამაჩუყებელი ისტორია შეთხზეს ღარიბ ოჯახში მცხოვრებ ბიჭუნაზე, რომელიც სახატავი და საძერწი მასალების მაგივრად- გოგრას იყენებდა.

სინამდვილეში, რეი პროფესიით მხატვარია.ფერწერას ბავშვობიდან ეუფლებოდა.მოგვიანებით, ნიუ-იორკის ვიზუალური ხელოვნების სკოლა დაამთავრა და ბაკალავრის ხარისხიც მიიღო. 13 წელი სკოლაში ხატვას ასწავლიდა, პარალელურად კი თოჯინების მსხვილ საწარმოებთანაც თანამშრომლობდა. მისი გატაცება გოგრებით, შემთხვევით მოხდა. სკოლაში, ბავშვებმა სთხოვეს გოგრა გაეფორმებინა ჰელოუინისთვის. შედეგმა არამარტო პატარები, დიდებიც აღტაცებაში მოიყვანა. აქედან დაიწყო მისი ახალი გატაცება. გაზეთებმა მას გოგრების პიკასოც კი უწოდეს, იწვევენ სხვადასხვა შოუებში, ინტერვიუებზე. მისი ნამუშევრები უამრავ გალერეასა და მუზეუმებშია, ხოლო ჰელოუინის წინა პერიოდში შეკვეთებს ვერ აუდის.


თავად იხილეთ და დატკბით გოგრის შედევრებით)

image...imageimage...imageimageimageimageimageimageimageimage












0
43
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0