x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რომელ თვეში, რომელი თევზი უნდა ვჭამოთ?

კლიმატური პირობები, თევზის გემოზე, ხარისხსა და რაოდენობაზე მოქმედებს. გარკვეულ თვეებში თევზჭერა უფრო გახშირებულია. ყველა სახეობის თევზს, გააჩნია ცხიმიანობის პერიოდი, ამ პერიოდში თევზის ხორცი უფრო გემრიელია. ზოგადად, ქონიანი თევზის მწვადი და უცხიმო თევზის მოხარშულ ვარიანტში მირთმევა უფრო რეკომენდებულია. თევზის შესყიდვის დროს, ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, ახალია თუ არა თევზი. ახალი თევზის ლაყუჩები ყოველთვის წითელია, კანი გადაჭიმულია და თვალები კაშკაშაა. თევზის შეძენის დროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ეს არის თევზის კალენდარი, რაც იმას ნიშნავს, რომ თევზებს აქვთ მირთმევის კალენდარი. ქვემოთ წარმოგიდგენთ, თუ რომელ თვეში, რომელი თევზი უნდა ვჭამოთ!!!


image




იანვარი - ამ თევში: ხამსა, ლუფერი, სკუმბრია და სტავრიდა ცხიმიანდებიან. ტები და მერცხლის თევზის დაჭერაც უფრო მარტივია. იშვიათად მოსდევს: ხონთქარასა, ხმალთევზა და მარჯანი.


თებერვალი - ტების ისევ მრავლადაა. სკუმბრიას, ლუფერსა და ბონიტოს ნაკლებად ცხიმიანი პერიოდი აქვთ. ცქიმურა და კეფალი ისევ გემრიელია. ხამსას მირთმევაც რეკომენდებულია. გარდა ამისა, მაღაზიებში მრავლად იყიდება სკუმბრია, garfish და ჰედოკი.


მარტი - ამ თვის ყველაზე გემრიელი თევზები მალეტი, ზღვის ბასი და turbot არიან. სკუმბრიას დაღმავლობის პერიოდი ეწყება. ცქიმურა გამრავლებას იწყებს. ლუფარი და რკოს თევზი ცხიმს კარგავს, ამ უკანასკნელების მირთვევა უკეთესია თაფამწვარა მეთოდით. ხონთქარასა, როგორც ყოველთვის, მარტშიც ძალიან გემრიელია.


აპრილი - კალკანის ყველაზე გემრიელი პერიოდი. ქვისთევზის სეზონი აპრილში იწყება. მრავლდება მერჯანი, ზღვის ბასი, ხმალთევზა და წითელი სნაპერი. ცქიმურა, კეფალი, ვაიტინგი და ხონთქარასა მრავლად მოსდევს.


მაისი - ჭორჭილა, ხონთქარასა და ხმალთევზა, სხვა თევზებთან შედარებით უფრო კარგად მოსდევს. სკუმბრია, ბონიტო, სტავრიდა და ხამსა ცხიმს კარგავს. კეფალი კვლავ გემრიელია.


ივნისი - არაეფექტური პერიოდის დასაწყისი. თევზების რაოდენობა მცირდება. ჰედოკი, ჭორჭილა და ხონთქარასა ცოტა მოსდევს. ამ თვის ყველაზე გემრიელი თევზი კაპარჭინაა.


ივლისი - ყველაზე ცუდი პერიოდი მოთევზაავებისთვის, რადგან თევზების რაოდენობა ძალიან მცირეა. სარდინის სეზონი იწყება. ივლისიდან, ოქტომბრამდე სარდინის მწვადი რეკომენდებულია. შიგა და შიგ ჭორჭილა და კაპარჭინაც მოსდევს.


აგვისტო - სარდინის ყველაზე გემრიელი სეზონია. მერჯანი, სინარიტი და ხმალთევზაც საკმაოდ გემრიელია. კაპარჭინა ყველაზე ცხიმიან პერიოდშია.


სექტემბერი - თევზაობის სეზონი გახსნილია. სარდინი და ხმალთევზა, ყველაზე გემრიელ პერიოდში არიან. რკოსთევზიც საკმაოდ მომრავლებულია. ლუფერი სეზონი ახლოვდება. ესპანური სკუმბრია და სტავრიდა კვალვ გემოს არ კარგავს.


ოქტომბერი - თევზების დროებითი მიგრაცია იწყება შავი ზღვიდან, მარმარილოს ზღვაზე. აქედან გამომდინარე თევზი კარგად მოსდევს და საუკეთესო პერიოდია თევზჭერისთვის. ლუფერი უკვე საკმაოდ გემრიელია, სტავრიდაც ცხიმიანი. რკოსთევზი გამრავლებულია, ხონთქარასას და ცქიმურას საუკეთესო პერიოდია. მოკლედ ოქტომბერში ყველა სახეობის თევზი ძალიან გემრიელია.


ნოემბერი - ეფექტური და უამრავი თევზის თვე. ამ თვეს ასევე სკუმბრიის სეზონსაც ეძახიან მოთევზავეები. ფართხალას ყველაზე გემრიელი პერიოდია. ლუფერი, ბონიტო, ჭორჭილა, კაპარჭინა, სკუმბრია და ხონთქარასა მრავლად მოსდევს. ნოემბრიდან ხამსას პერიოდი იწყება.


დეკემბერი - ხამსა, მუარი, რკოსთევზი, ლუფერი, ხონთქარასა, ვაიტინგი, სტრავიდა და პატარა ლუფერი მრავლადაა და საკმაოდ გემრიელიცაა.


image






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

image

1. 4 ადგილი, სადაც დასვენება ადრენალინის ტოლფასია...

2. იცანით ეს ბავშვი? ის უკვე სკოლაში დადის!

3. როგორ დავაკავშიროთ მობილური ტელეფონი, ტელევიზორზე???


4. შესაძლებელია თუ არა ტვინის მოტყუება და როგორ?

5. სილამაზის ატლასი 2017

6. საკვები, რომელიც თებერვალში უნდა მივირთვათ!

7. რისთვის შენდება მილიონერების თავშესაფარი?!

1
1454
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1454
  
2017, 8 თებერვალი, 13:44
ვჭამოთ - ცოტა ისე გამომივიდა რაა :D:D:D
0 1 1