x
ბავშვის სკოლასთან შეგუებაზე მოქმედი ფაქტორები

image

სკოლაში შესვლა ბავშვის ცხოვრბაში მნიშვნელოვანი ეტაპია, მის წინაშე ახალი გარემო და ახალი მოთხოვნებია, რომელთაც წარმატებით უნდა გაუმკლავდეს. ბავშვს
უხდება ერთის მხრივ, დაარეგულიროს ურთიერთობები თანატოლებთან და მასწავლებლებთან და მეორეს მხრივ, შეეგუოს სტრუქტურირებულ საგაკვეთილო
პროცესს და ისწავლოს ახალი საგნები. ბავშვების სკოლამდელი გამოცდილება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათ სკოლასთან ადაპტაციას. პირველ რიგში, ოჯახის საერთო გარემოცვა უქმნის მათ წარმოდგენას სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე. ბავშვები რომლებიც იზოლირებულ ოჯახში იზრდებიან, ოჯახის წევრებსა და სხვა ადამიანებს შორის მკვეთრ საზღვრებს ავლებენ, შესაბამისად მათ უჭირთ სხვა ბავშვებთან ურთიერთობის დამყარება, მათთან თანამშრომლობა, ისინი ძირითადად
საკუთარ ინტერესებზე და მათ დაკმაყოფილებაზე არიან ორიენტირებულნი. ეს რომ თავიდან ავირიდოთ საჭიროა ადრეული ასაკიდანვე წავახალისოთ ბავშვის სხვა ბავშვებთან ინტერაქცია, ჯგუფური თამაშები, რათა მათ ისწავლონ თანამშრომლობა, ინტერესების გაზიარება. სკოლამდელ ასაკში მნიშვნელოვანია ბავშვების წიგნებთან
ურთიერთობა, წიგნების დათვალიერება, ზღაპრების, ლექსების, მოთხრობების კითხვა. ეს გაზრდის ბავშვების ინტერესს წიგნების მიმართ და პოზიტიურ დამოკიდებულებას ჩამოუყალიბებს ზოგადად სწავლის პროცესის მიმართ.

სკოლაში სწავლის პერიოდში უკვე მასწავლების როლი და ზეგავლენა იზრდება მოსწავლეებზე, რაც გავლენას ახდენს მათ სკოლასთან ადაპტაციაზე. სწავლის დაწყების მომენტიდან მნიშვნელოვანია მასწავლებელმა გაზარდოს მოსწავლეების ინტერესი სხვადასხვა საგნების მიმართ. ამისთვის საჭიროა რომ სასწავლო მასალა ვიზუალური-თვალსაჩინო ინფორმაციით იყოს დატვირთული და პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებული. მნიშვნეოვანია განისაზღვროს ბავშვის სწავლის სტილიც. ზოგიერთი ბავშვი ვიზუალურად მიწოდებულ მასალას უკეთ აღიქვამს და გადაამუშავებს, ზოგიერთი სმენით მიღებულ ინფორმაციას, ზოგიერთი კი ტაქტილური, შეხებით, მოძრაობით უფრო კარგად იღებს და ითვისებს მასალას. რადგან კლასში ბევრი ბავშვია და მათ განსხვავებული სწავლების სტილი აქვთ, საჭიროა მასალა ისე იყოს მიწოდებული რომ ყველა მოსწავლემ ეფექტურად შეძლოს მისი ათვისება.

მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს კლასში თანამშრომლობითი ატმოსფეროს შექმნას. მნიშვნელოვანია კლასი ერთიანი იყოს, რომელშიც ყველა მოსწავლე თავს ამ ერთიანობის სრულფასოვან წევრად იგრძნობს. ამისთის საჭიროა რომ მასწავლებელმა შეფასებებით მეტოქეობა და კონკურენცია არ გაზარდოს თანაკლასელებს შორის. ამისათვის საჭიროა პედაგოგმა ყურადღება ინდივიდუალურ შეფასებეზე გააკეთოს და ერთამენეთს არ შეადაროს ბავშვები. ინდივიდუალური შეფასება ზრდის მოსწავლის მოტივაციას და ამასთანავე კლასში თანამშრომლობითი ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს. დაწყებით კლასებში განსაკუთრებითმ ნიშვნელოვანია მასწალებლის მხარდაჭერა მოსწავლის წარუმატებლობის შემთხვევაში. მუდმივი კრიტიკა და საყვედურები დავალების ცუდად დაწერის გამო ბავშვს უკარგავს საკუთარი თავის რწმენას, ის თვლის რომ არ შეუძლია დავალების კარგად შესრულება, შესაბამისად მისი სწავლის მოტივაციაც მცირდება. იმისთვის რომ ეს არ მოხდეს აუციელებელია მასწავლებელმა კრიტიკის ნაცვლად ასწავლოს მოსწავლეს თუ როგორ გადაჭრას პრობლემა, გაამხნეოს ის და გამოხატოს რწმენა მოსწავლის შესაძლებლობების მიმართ, დაუნიშნოს დამატებითი მეცადიენობები და წაახალისოს მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესი. ასეთი მიდგომით მოსწავლის ინტერესი და მოტივაცია გაიზრდება, ასევე გაიზრდება საკუთარი
თავის რწმენაც. ადრეული სასკოლო გამოცდილება და მასწავლებლის ან მშობლების დამოკიდებულება ხშირად განსაზღვრავს მოსწვალის წარმატება-წარუმატებლობას სკოლაში. მაგალითად, „სუსტი“ ბავშვის იარლიყის მიწებებამ შესაძლოა მოსწვალეს უბიძგოს სწავლაზე ხელის ჩაქნევისკენ, რადგან ჩათვლის რომ რაც არ უნდა გააკეთოს მაინც არაფერი გამოუვა. ხშირად მოსწავლის წარმატება-წარუმატებლობას სკოლაში სწორედ ბავშვის წინა სასკოლო გამოცდილება და მასწავლებლის მიდგომა განსაზღვრავს და არა მოსწავლის რეალური სწავლის შესაძლებლობა. ამიტომ საჭიროა მშობელმა და მასწავლებელმა ადეკვატური დამოკიდებულებით ხელი შეუწყოს ბავშვის სკოლასთან
ადაპტაციას, სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და ინდივიდუალურ პროგრესს.


0
18
2-ს მოსწონს
ავტორი:ბოჭორიშვილი ნინო
ბოჭორიშვილი ნინო
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0