x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დილის მარტივად მოსამზადებელი ნოყიერი საუზმე
მასალად საჭიროა:


1 პური

ბეკონი ან ძეხვი 500 გრ.

პომიდორი 3 ც.


ყველი 150 გრ.

კვერცხი 4 ც.

რძე 150 მლ.

კარაქი 100 გრ.

მარილი, შავი პილპილი გემოვნებით


მომზადება:


დავჭრათ პური ნაჭრებად ან გამოვიყენოთ დაჭრილი პური (იყიდება) და წავუსვათ კარაქი ნაჭრებს ორივე მხარეს თხლად.

დავჭრათ ბეკონი ან ძეხვი მრგვალ ნაჭრებად.

შემდეგ პომიდორიც დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად.

ავიღოთ მრგვალი ფორმა (მე ვიყენებ მინის ცეცხლგამძლე ფორმას, რადგან უფრო ლამაზად გამოიყურება მასში მზა კერძი). მოვუსვათ ფორმას კარაქი ან შეიძლენა ზეთიც გამოვიყენოთ. მოვათავსოთ გვერდულად მასში რიგრიგობით პურის ნაჭერი, პომიდორის ნაჭერი, ბეკონის ან ძეხვის ნაჭერი, შემდეგ ისევ პურის ნაჭერი, პომიდორის ნაჭერი, ბეკონის ან ძეხვის ნაჭერი და ასე გავაგრძელოთ მანამ, სანამ მთელი ჭურჭელი არ შეივსება, შუაში სიცარიელეშიც მოვათავსოთ რიგრიგობით ნაჭრები, რომ ფორმა მთლიანად შეივსოს.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი, ასევე დავამატოთ რძე და ავთქვიფოთ კარგად. შევაზავოთ მარილით, შავი პილპილით და მოვასხათ ფორმაში ჩაწყობილ ნაჭრებს. თავზე მოვაყაროთ გახეხილი ყველი.

შევდგათ გახურებულ ღუმელში და რამდენიმე წუთი ვაცხოთ საშუალო ცეცხლზე. კვერცხი რომ იქნება მზად და ზემოდან ყველი რომ დადნება და ოდნავ მოიბრაწება გამოვიღოთ ღუმელიდან.

ინგრედიენტების რაოდენობა განსაზღვრეთ ფორმის ზომის მიხედვით და გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!image

0
457
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0