x
J. K. Rowling-ის აღიარება harrყ potter-ის ახალი ნაწილის ეკრანიზაციის შესახებ
image


ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ Warner Bros-ი მთელი სერიოზულობით განიხილავს ვარიანტს, გადაიღონ ახალი ტრილოგია, რომელიც ეფუძნება წიგნს "ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი". რადიო გადაცემა Unofficial Universal Orlando Podcast იუწყება, რომ სტუდია მოლაპარაკებებს აწარმოებს ვარსკვლავებთან – Daniel Radcliffe, Emma Watson, Rupert Grint. შემდებ კი, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე J. K. Rowling-მა განმარტა რომ შესაძლოა მოხდეს წიგნის ეკრანიზება, მაგრამ ჯერ დადასტურებული არაფერია. ჭორები, რომ დაწყევლილი ბავშვი გადაღებული იქნება ფილმის სახით, განხილულ იქნა რამდენიმე წლის განმავლობაში. Warner Bros არც ადასტურებს და არც უარყოფს ამ ინფორმაციას, აი როულინგი კი ფანებს იმედს უწურავს და მკაცრ პოსტს უძღვნის :

" მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი სიხარულით ელოდება ახალ ამბავს, მაგრამ იძულებული ვარ იმედი გაგიცრუოთ, რადგან აგორებული ჭორები ფილმის ეკრანიზაციაზე ტყუილია. "

image


საინტერესო არის ის ფაქტი, რომ მწერალი აქცენტს მხოლოდ ტრილოგიაზე აკეთებს და ის არ ცდილობს დაინახოს პერსპექტივა ახალი ფილმისა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჭორები ნაწილობრივ იყო ნათელი წერტილი: ალბათ სტუდიამ გადაწყვიტა არ დაკარგოს ისეთი ღირებული აქტივი, როგორიც ჰარი პოტერია. ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ხედავს ეკრანებზე დაბრუნების ვარიანტს გენიალური საგა.

0
27
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკუნა კიღურაძე
ლიკუნა კიღურაძე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0