x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ფილმები, რომლებიც 2017 წელს აუცილებლად უნდა ნახოთ!
კინემატოგრაფია თანამედროვე მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია.ყოველი ახალი ფილმი მაყურებლისათვის ახალი თავგადასავალი, დაუვიწყარი გამოციდლებაა. ჩვენ ვეცნობით და ვუმეგობრდებით საინტერესო, განსხვავებულ პერსონაჟებს. განვიცდით მათ გასაჭირს, გვიხარია ბენდიერად დასრულებული ისტორიები. ალაბათ არავინ უარყოფს, რომ ყველა ადამიანს ჰყავს მისთვის განსაკუთრებულად გამორჩეული გმირი საყვარელი ფილმიდან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხოლოდ ტელევიზორის ეკრანებზე არსებობენ, ჩვენთის მაინც ახლო და ნაცნობ მეგობრებთან ასოცირდებიან!


2017 წელი კინომოყვარულებისათვის სურპრიზებით სავსე იქნება. ამ წელს ეკრანებზე საკულტო ზღაპრების ეკრანიზაციებიდან დაწყებული, მეცნიერული ფანტასტიკით დამთავრებული ყველაფერს შეხვდებით! განვიხილოთ რამდენიმე განსაკუთრებულად საყურადღებო ფილმი, რომელიც 2017 წლის "აუცილებლად სანახავთა" სიაში საპატიო ადგილებს იკავებს!


ტიტების ცხელება/ Tulip Fever


image




რეჟისორი: ჯასტინ ჩადვიკი
ქვეყანა: ბრიტანეთი, აშშ
წელი: 2017
როლებში: ალისია ვიკანდერი, დეინ დიჰაანი, კარა დელევინი, კრისტოფ ვალცი


აღწერა: ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა, რომანტიკოსი მხატვრისა და გათხოვილი ქალის ისტორიას. მოვლენები ვითარდება მე-17 საუკუნის ამსტერდამში, მაშინ როცა ტიტების ცხელება იყო გაბატონებული.



მეფე არტური: ლეგენდა ხმალზე / King Arthur: Legend of the Sword


image



რეჟისორი: გაი რიჩი
ქვეყანა: აშშ

წელი: 2017, 12 მაისი
როლებში: Charlie Hunnam, Hermione Corfield, Katie McGrath


აღწერა: აღალგაზრდა არტურმა არაფერი იცის საკუთარ წარმომავლობაზე. ყველაფერ ირკვევა მაშინ როცა იგი, დაეუფლება ხმალს, ექსკალიბურს. მას შემდეგ არტური სათავეში უდგება აჯანყებას, იმისათვის რომ გააერთიანოს ხალხი და დაიბრუნოს ტახტი. არტურს უწევს ებრძოლოს ადამიანს, რომელმაც დახოცა მისი მშობლები და დაეუფლა სამეფო ტახტს.




სივრცე ჩვენს შორის / The Space Between Us


image


რეჟისორი: პიტერ ჩელსომი

წელი: 2017, თებერვალი

ქვეყანა:აშშ

როლებში: გარი ოლდმანი, ბრიტ რობერთსონი, კარლა გუჯინო, ეისა ბატერფილდი


აღწერა: გარდნერ ელიოტი ექსპერიმენტალურ კოლონიაში აღიზარდა პლანეტა მარსზე. მისთვის უცხოა ყველაფერი, რაც დედამიწელთათვის ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. ბიჭი გადაწყვეტს ჩამოფრინდეს დედამიწაზე, რომ შეხვდეს ინტერნეტით გაცნობილ გოგონას...





კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპარს არ ჰყვებიან/Pirates of the Caribbean: Dead Men Tell No Tales


image


რეჟისორი: იოაჰიმ რონინგი, ესპენ სენდბერგი

წელი:2017, 24 მაისი

როლებში:ჯონი დეპი, კეია სკოდელარიო, ხავიერ ბარდემი, ორლანდო ბლუმი


აღწერა: კაპიტანი ჯეკ ბეღურა აღმოაჩენს რომ მისი ძველი მტერი და დახოცილი მეკობრეების სულები მასზე ნადირობენ. აჩრდილებმა თავი დააღწიეს ეშმაკის სამკუთხედს და ლამობენ დახოცონ ყველა მეკობრე. ჯეკ ბეღურას გადარჩენა მხოლოდ პოსეიდონის მისტიკურ სამკბილა-არტეფაქტს შეუძლია, თუმცა მის მოსაპოვებლად უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს...



მზეთუნახავი და ურჩხული / Beauty and the Beast


image

რეჟისორი: ბილ კონდონი

წელი:2017, 17 მარტი

როლებში:დენ სტივენსი, ემა უოტსონი, ლუკ ევანსი


აღწერა: კიდევ ერთი კლასიკური ისტორია საკულტოდ ქცეული ზღაპრისა. მზეთუნახავი გოგონა ურჩხულის სასახლეში აღმოჩნდება...სასტიკი მონსტრის უკან რომანტიკული და სენტიმენტალური პრინცია. სასიყვარულო ისტორია ჯადოსნური სამყაროს ფონზე ვითარდება.



წამალი ჯანმრთელობისათვის / A Cure for Wellness


image

რეჟისორი: გორ ვერბინსკი

წელი: 2017, 17 თებერვალი

როლებში: დეინ დიჰაანი, ჯეისონ ისააკი, მია გოტი


აღწერა: კომპანიის ამბიციური თანამშრომელი დირექტორის მოვალეობების შესასრულებლად მიემგზავრება შვეიცარიის ალპებში. ამ ადგილას განთავსებულია მისტიკური გამაჯანსაღებელი ცენტი. როგორც ჩანს, სამკურნალო დაწესებულება სულაც არ არის ისეთი, როგორიც მას წარმოედგინა.


0
332
1-ს მოსწონს
ავტორი:Felice
Felice
332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0