x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უჩვეულო ახალი ამბები: ყველაზე დიდი ალიგატორი აშშ-ში ცხოვრობს (+ვიდეო), ბრაზილიაში ციხის კამერამ მოჩვენება დააფიქსირა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურისტმა გიგანტური ალიგატორი გადაიღო


image


ვიდეოზე, რომელიც თავის Facebook გვერდზე ჯოინერმა გამოაქვეყნა, ჩანს თუ როგორ მშვიდად დადის გიგანტური ალიგატორი, ფლორიდის შტატის Circle B Bar ნაკრძალში. ვიდეომ სოც. ქსელში დიდი ფურორი გამოიწვია. ხალხი ვერ იჯერებდა, რომ ალიგატორი ასეთი ზომის შეიძლებოდა ყოფილიყო.
«აქ არანაირი ფოტოშოპი არ არის», – დაწერა ვიდეოს ავტორმა. – «ეს ყველაზე დიდი ალიგატორი იყო, რაც კი მე იქ მინახია, ხოლო ნაკრძალში, ყოველ წელს ჩავდივარ», – დაამატა მან.
გაირკვა რომ ეს ალიგატორი ნაკრძალის სხვა დამთვალიერებლებისთვისაც არის ცნობილი და მას, ოვალური ფორმის, მოხრილი ზურგის გამო, «კუზიანს» ეძახიან.
ცნობილია, რომ ფლორიდაში აღმოჩენილი ალიგატორის სიგრძე 4, 35 მ-ია, ხოლო წონა - 473 კგ.




ბრაზილიის ციხეში სათვალთვალო კამერამ მოჩვენება დააფიქსირა


image
უჩვეულო მოვლენა აღბეჭდა სათვალთვალო კამერამ ქ. კამპუ-გრანდის მკაცრი რეჟიმის ციხეში. კედლის გასწვრივ, ერთი ფანჯრიდან მეორემდე, მუქი ფერის კვამლისებური სილუეტი გადაადგილდებოდა.
ზედამხედველმა, რომელიც კამერის ჩანაწერებს აკვირდებოდა, როდესაც დაინახა, რომ ვიღაც ციხის დერეფანში გადაადგილდებოდა, იფიქრა რა, რომ რომელიღაცა პატიმარი ციხიდან გარბოდა, განგაში ატეხა.
ჩანაწერის შესწავლის შემდეგ, ციხის ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ ეს მუქი სილუეტი, ვიღაცის ჩრდილი იყო. ხოლო უფოლოგები კი ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ, ის ერთ-ერთი პატიმრის სული იყო.


imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image


* უჩვეულო ახალი ამბები: ინგლისის დედოფალმა მეღვინეობა დაიწყო, მოჩვენება სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, პატარა უცხოპლანეტელი – ფოტოკამერამ

* უჩვეულო ახალი ამბები: უცხოპლანეტელები ბრიტანეთში, მამალი ციხეში და გოგონა-გველი ინდოეთში

* მოჩვენებამ პირობა შეასრულა (ნამდვილი ამბავი, რომლის მოწმე მთელი ქალაქი იყო)

* დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი ნათესავები ყოფილან

* ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები, ერთის გარდა, ნათესავები არიან

0
494
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0