x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508424
მოხერხებული ქვრივი
“,

ერთი კაცი მთელი სიცოცხლე მუშაობდა, ფულს აგროვებდა, მაგრამ არაფერზე ხარჯავდა. როცა საქმე ფინანსებს ეხებოდა, მასზე ძუნწ ადამიანს ვერსად ნახავდით.ამქვეყნად, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, მას ფული უყვარდა. სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე ცოლს სთხოვა, რომ როცა გარდაიცვლებოდა, მთელი ფული კუბოში ჩაეყოლებინა.ცოლი დაპირდა, რომ ასე მოიქცეოდა.

და აი, დადგა დღე, როდესაც ძუნწი გარდაიცვალა. გამოსამშვიდობებელი ცერემონიის დამთავრების შემდეგ, მისი ქვრივი წამოდგა, კუბოსთან მივიდა და რაღაც ჩადო ყუთით, რის შემდეგაც კუბოს თავი დაახურეს და სასაფლაოზე წაიღეს.

ქვრივის საუკეთესო მეგობარმა, რომელმაც ყველაფერი იცოდა “ანდერძის" შესახებ, ვერ მოითმინა და მეგობარს ჰკითხა:“იმედია, არ გაგიჟებულხარ და მთელი ფული იმ ბებერ ძუნწს არ ჩააყოლე?"


“დიახ, ასე მოვიქეცი"-მიუგო ქვრივმა-“მე მას პირობა მივეცი, რომ მთელ თანხას გავატანდი, ქრისტიანი ვარ და ტყუილს ვერ ვეტყოდი.როგორც დავპირდი, ისე მოვიქეცი"

“შენ რა, იმის თქმა გინდა, რომ მთელი ფული, უკანასკნელ ცენტამდე, კუბოში ჩადე?"-გაოგნდა მისი მეგობარი.

“რათქმაუნდა"-უპასუხა ქვრივმა-“მხოლოდ მე მთელი მისი დანაზოგი ბანკში, ჩემ ანგარიშზე შევიტანე. ჩემ აწ განსვენებულ მეუღლეს კი მთლიანი თანხის ჩეკი გამოვუწერე.სწორედ ეს ჩეკი დევს კუბოში."

0
214
4-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0