x
image
_K_
რა აცვიათ სინამდვილეში ქალებს სხვადასხვა ქვეყანაში
ცხოვრება სავსეა სტერეოტიპებით, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მათ დამსხვრევას ცდილობენ. შეიძლება, თქვენ ფიქრობთ, რომ ქალებს აღმოსავლეთში მხოლოდ შავი ტანისამოსი აცვიათ, ან ფიქრობთ, რომ ფრანგები მხოლოდ ბერეტს ატარებენ. ამ აზრებს საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. მოდით, ვნახოთ რამდენიმე მაგალითი.


მოცემულ ფოტოებზე მარცხნივ ნახავთ ჩაცმულობის სავარაუდო მოლოდინს, მარჯვნივ კი 21-ე საუკუნის რეალურ ქალებს.


ირანი

image


მართალია, ირანის კანონი ქალს საჯარო ადგილებში თავსაფრის გარეშე გასვლას უკრძალავს, მაგრამ მოდის მიმდევრები მაინც ახერხებენ დაუვიწყარი ლუქის შექმნას თავსაფართან ერთად.


იაპონია

image

სიმართლეა, რომ ბევრ იაპონელ გოგოს მოსწონს ანიმეს სტილში ჩაცმა, რაც მოკლე კაბას და მაღალ ქუსლებს გულისხმობს, მაგრამ ასე მხოლოდ უმცირესობა იცმევს. იაპონელი ქალების უმრავლესობა უპირატესობას ელეგანტურ სამოსს ანიჭებს.


საფრანგეთი

imageპარიზელი ქალები უპირატესობას ლაკონურ ფორმებს და თანამედროვე დიზაინს ანიჭებენ. მათი სტილია მარტივი, მაგრამ ჩახლართული დეტალებით მორთული სამოსი, ამაღელვებელი კომბინაციები, მყვირალა ლოგოები და, რა თქმა უნდა, ქალური შტრიხები.


იტალია

imageგავრცელებული აზრის საპირისპიროდ, ყველა იტალიელ ქალს არ აცვია დიზაინერის კაბა და არც მასიური აქსესუარების ტარება მოსწონს. სინამდვილეში, იტალიელი ქალების ჩაცმის სტილი მათ ასაკზეა დამოკიდებული: ახალგაზრდები ბრენდებს ანიჭებენ უპირატესობას, უფროსები კი - უბრალოდ, ელეგანტურ სამოსს. ამ ქვეყანაში ყველა ქალი ზრუნავს საკუთარ თავზე და გარდერობს რეგულარულად ანახლებს.


რუსეთი

imageრუსი ქალები მსოფლიოში ცნობილები არიან თავიანთი უბადლო სილამაზით. ამის პირველი მიზეზი ქვეყანაში ეთნიკური მრავალფეროვნებაა, მეორე მიზეზი კი ის, რომ რუს ქალებს სურთ, იყვნენ მიმზიდველები და დიდ დროს უთმობენ საკუთარ გარეგნობას. ქუჩაში ფეხით მოსიარულე, ელეგანტურად ჩაცმული და მაღალი ქუსლების მატარებელი ქალი, როცა ტემპერატურა ძალიან დაბალია, აქ ჩვეულებრივი სანახავია. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო დროს დიდ ქალაქებში მცხოვრები ქალები უპირატესობას მოხერხებულ, კომფორტულ სამოსს ანიჭებენ, მაგრამ მოდის მიმდევრებს რუსეთში ჯერ კიდევ არ დავიწყებიათ თავიანთი ქალური სტილი.


დიდი ბრიტანეთი

imageთუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბრიტანელები ახლაც კლასიკურ პიჯაკს და შოტლანდიურ, კუბოკრულ ტანსაცმელს ატარებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ნამდვილად ცდებით. ბრიტანელმა გოგოებმა იციან, როგორ შეუხამონ ერთმანეთს ისეთი სამოსი, რაც, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან შეუფერებელი ჩანს. მათ არ ეშინიათ ექსპერიმენტების. ინგლისელი ქალები ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებენ მსოფლიო მოდას, მათ არ აინტერესებთ ტენდენციები, რადგან ლონდონი თავად არის ქალაქი, სადაც ტენდენციები იბადება.


ჩინეთი

imageამ ქვეყანაში მოდა ძალიან სწრაფად იცვლება. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩინეთი იყო ქვეყანა, რომელშიც ქალები გიჟდებოდნენ მაღაზიებში სიარულზე და ყველაფერს ყიდულობდნენ, რასაც ნახავდნენ. თუმცა, დღეს ჩინელი ქალები უკვე საკუთარ სტილს ავითარებენ. მოდის მიმდევრებს ამ ქვეყანაში უყვართ ლოგოები, ნათელი აქცენტები სამოსზე და ლამაზი სამკაულები. მათ არ ეშინიათ ექსპერიმენტების და ყოველთვის ეძებენ რაღაც განსხვავებულს.

0
1615
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1615
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0