x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რატომ უნდა დააფინოთ ალუმინის ფოლგა უთოს მაგიდაზე. ხრიკი, რომელიც დიასახლისებს ძალიან გამოგადგებათ
ალუმინის ფოლგა შეუცვლელი დამხმარეა ოჯახურ საქმეებში. მას მრვალმხრივი გამოყენება აქვს: პროდუქტების შეფუთვა, საკვების გაცხელება მიკროტალღურ ღუმელში, გამოცხობა, მაკრატლის ალესვა და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენ რამეში შეიძლება მისი გამოყენება. თუმცა ალუმინის ფოლგის უარყოფით თვისებებზეც ბევრს საუბრობენ.


imageახლა ერთ ხრიკზე შევაჩერებთ ყურადღებას, რომლის საშუალებითაც დაუთოვებას სამჯერ უფრო სწრაფად შესძლებთ.

ალბათ დამეთანხმებით, რომ დაუთოება ქალების უმრავლესობას არ უყვარს, მაგრამ თუკი ამ მეთოდით იხელმძღვანელებთ, არც ეს პროცესი იქნება თქვენთვის მტანჯველი.


ძალიან მარტივია, თქვენ მხოლოდ დაგჭირდებათ ერთი რულონი ალუმინის ფოლგა, რომელსაც დააფენთ უთოს მაგიდაზე და ზემოდან გადააფარებთ საუთოო ქსოვილს, რომელსაც ჩვეულებრისამებრ იყენებთ.


ალუმინის ფოლგა შესანიშნავი სითბოს გამტარია, ამიტომ დაჭმუჭნული სამოსი წამებში სწორდება ორივე მხრიდან. ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ დაუთოებას და გაიმარტივებთ ცხოვრებას.

ასევე, ალუმინის ფოლგის დახმარებით შესძლებთ ადვილად დააუთაოთ აბრეშუმის, შიფონის და სხვა ქსოვილის სამოსი. იმისათვის, რომ ასეთ დელიკატურ ქსოვილებზე არ დარჩეს უთოს კვალი, ქსოვილი მოათავსეთ ფოლგაზე და 3-5 სანტიმეტრის სიმაღლეზე დაიჭირეთ უთო ორთქლის რეჟიმში. ნახავთ, რომ შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.



0
11196
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
11196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0