x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რომელ ქვეყანაში სჯობია წახვიდეთ საცხოვრებლად?
რომელი ქვეყანაა უფრო მიზიდველი და თქვენ თუ გადაწყვიტეთ ემიგრაცია, რომელ ქვეყანაში სჯობია დროებით ან მუდმივად ცხოვრება?ამ საკითხის გარკვევას BBC Travel-ი შეეცადა.


გლობალიზაცია უფრო და უფრო ძალებს იკრებს.სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს სამუშაოს და ახალ შესაძლებლობებს საზღვარგარეთ.გაეროს ბოლო მონაცემებით 244 მილიონი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში, 40%-ით მეტი 2000 წელთან შედარებით.


სულ ცოტა ხნის წინ გლობალურმა საზოგადოება InterNations-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური გამოკითხვა "Expat Insider", სადაც 14 000 -მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 191 ქვეყნიდან.მათ სთხოვეს შეეფასებინათ საზღვარგარეთ ცხოვრების 43 ასპექტი, მათ შორის მოსახლეობის კეთილგანწყობა, ოჯახით ცხოვრება ფასების დონის შეფარდებით, ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის და ა.შ.


შემდეგ დაითვალეს რომელი ქვეყანა ყოველი პუნქტიდან რამდენ ქულას იღებდა და საბოლოოდ მიიღეს ემიგრაციისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნების რეიტინგი.




1)ტაივანი-სტუმართმოყვარეობა ადგილობრივი კულტურის თვისებაა, ამასთანავე ძალზე მეგობრულები და კეთილგანწყობილები არიან ემიგრანტების მიმართ. ამ ქვეყანაში კომფორტული დასავლური ცხოვრების ყველა პირობაა შექმნილი ამიტომ ემიგრანტები ადვილად ეგუებიან ტაივანურ ყოფას. გარდა ამისა, პროდუქტს, იმპორტულ საქონელს, მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკას ბევრად უფრო იაფად შეიძენთ.

ემიგრანტთა უმეტესობა ტაიბეის გარეუბანში ცხოვრობს, კერძოდ ტიენმუს წყნარ რაიონში.ადგილობრივების უმეტესობა თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად.

image


2) მალტა-ამ პატარა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა არის თბილი კლიმატი და კონტინენტალურ ევროპასთან სიახლოვე.


თუ ვინმეს ბობოქარი ცხოვრება მოსწონს ემიგრანტები საცხოვრებლად სენტ-ჯულიანსს ან სლიმას ურჩევენ, სადაც რესტორნების და ღამის კლუბების ცენტრია.


უფრო წყნარი ცხოვრებისთვის კი იდეალური ქვეყნის დედაქალაქი ვალეტა და პატარა ქალაქი ნასკარი, სადაც იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და ფესტივალები, მათ შორის ღვინის და მარწყვის ფესტივალი. ამასთანავე ბევრ ემიგრანტს იზიდავს უცხოელებისთის ხელსაყრელი საგადასახადო სისტემა(რომელიც არ თვალიწინებს კაპიტალის და სხვა სარგებელის დაბეგვრას თუ ის საზღვარგარეთ არის ნაშოვნი).

image


3)ეკვადორი-გამოკითხვის თანახმად ემიგრანტებს ეს ქვეყანა რამდენიმე მიზეზის გამო მოსწონთ: სტუმართმოყვარე ხალხი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და იაფი და გემრიელი საჭმელები.

ამასთანავე ცხოვრების სტილი ამ ქვეყანაში მრავალფეროვანია და ემიგრანტს საშუალება აქვს გემოვნების მიხედვით აირჩიოს ქვეყნის იმ კუთხეში ცხოვრება რომელიც აწყობს.


პენსიონერები საცხოვრებლად ირჩევენ მაგალითად ეკვადორის სამხრეთ ნაწილს, კერძოდ ქალაქ ამბოტოს, სადაც ცხოვრება იაფია.


ვისაც ბიზნესის განვითარება უნდა მათთვის ზედგამოჭრილია ქალაქები:კიტო, გუაიაკილი და და კუენკა.


image


ამის გარდა პირველ ხუთეულში მოხვდნენ მექსიკა და ახალი ზელანდია.


იხილეთ აგრეთვე:image

10 ქვეყანა, სადაც ყველაზე იაფი დაგიჯდებათ ცხოვრება და დასვენება


5 ქვეყანა, სადაც ქალს ყველაზე ადვილად დაითანხმებთ სექსზე


ეგვიპტეში "წმინდა" აუზი არსებულა:რუსის ქალი ამტკიცებს, რომ მისი 17 წლის ქალიშვილი აუზიდან დაფეხმძიმდა


10 ყველაზე სახიფათო ქვეყანა ტურისტი ქალებისთვის

0
158
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0