x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ავღანეთში დაკარგული. დაბრუნება 20 წლის შემდეგ ...
image

ცხოვრება რიგითი ალექსეი ოლენინისა მთლიანად შეიცვალა სახლში დაბრუნებამდე სამი თვით ადრე. 1982 წლის დეკემბერში ის ტყვედ ჩავარდა ავღანელ დუშმანებთან. მხოლოდ საოცარმა შემთხვევითობამ გადაარჩინა ის სიკვდილს. თავიდან ის ხელ-ფეხ შეკრული ჰყავდათ ორმოში ჩაგდებული. დროთა განმავლობაში ზედამხედველები

მოლბნენ მის მიმართ და ალექსეის ქუჩაში გასვლის ნებაც კი დართეს.

image

თუმცა გაქცევაზე ფიქრს მალევე შეეშვა, როდესაც ავღანელები სასტიკად გაუსწორდნენ მისნაირ ტყვეებს, რომლებიც თავისიანებთან დაბრუნებას ცდილობდნენ.


ნელ-ნელა მან შეისწავლა ადგილობრივი ენა. სიკვდილის პირზე მუდმივმა ცხოვრებამ მას მხოლოდ სასწაულის იმედი დაუტოვა. ალექსეიმ ისლამი მიიღო. ავღანელებმა მას ახალი სახელი -რახმატულო შეარქვეს.
image


ამ სახელით მან ავღანეთში 25 წელი იცხოვრა- ითვლებოდა რა უგზო-უკვლოდ დაკარგულად დანარჩენი სამყაროსთვის. საბოლოოდ, მიიღო რა სახლში დაბრუნების შანსი, მან გადაწყვიტა გაერისკა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რა დახვდებოდა სამშობლოში.

ამ დაბრუნებამ კვლავ სრულად შეცვალა ალექსეის და მისი ავღანური ოჯახის-მეუღლე ნარგიზის და სამი წლის ქალიშვილის, ჟასმინის ცხოვრება.
image

ფილმი „რუსი ავღანელი“ მოგვითხრობს საბჭოთა ჯარების იმ ჯარისკაცების ბედზე, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ ავღანეთში და დარჩნენ იქ მე-40-ე არმიის გამოყვანის შემდეგ. დღესდღეობით იქ ბევრი აღარ დარჩა. თუმცა ზუსტად რამდენი, უცნობია. ზოგისთვის ისინი გამოიყურებიან როგორც ადგილობრივი ავღანელები. გარუჯული სახე, წვერი, ნაციონალური ტანსაცმელი. ისინი მუსულმანები გახდნენ, ისწავლეს ენა და შექმნეს ოჯახი. მაგრამ ავღანელებისთვის ისინი ისევ რუსებად დარჩნენ- უცხოებად.

image

ორი წლის წინ რუსეთის პირველი არხის გადამღებმა ჯგუფმა რეპორტაჟი გადაიღო ავღანეთში ქალაქ პული-ხუმრის ადგილობრივ მოვაჭრეზე რახმატულოზე- ყოფილ ტყვეზე ალექსეი ოლენინზე. ცოტას თუ ეჯერა მაშინ, რომ ავღანეთში 24 წლის ცხოვრების შემდეგ ის გარისკავდა რუსეთში ახალი ცხოვრების დაწყებას. გარისკვა კი, როგორც აღმოჩნდა, ბევრჯერ მოუწევდა...ავტორის ტექსტს კითხულობს ალექსეი ჩადოვი.




იხილეთ ასევე:

1. თვალებში ჩარჩენილი საშინელება...


2. სერია "უცნობი ჯარისკაცი " გაგაცნობთ ომის საშინელ შედეგებს


3. 250 დაღუპული ცხოველი აღმოაჩინეს ზოოპარკში დაბრუნებულმა თანამშრომლებმა!


4. აღმოსავლეთი – დელიკატური თემაა!


5. რატომ მოკლა თავისი ხელით საკუთარ კაბინეტში ბერიამ სომეხი ხელმძღვანელი?


6. ნანგრევებიდან გამოყვანილი ფეხმძიმე ქალი! გმირი სირიელი ექიმები!


7. რა გადარჩა ჰეროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების შემდეგ


8. გაუგონარი სიკეთე: საუდის არაბეთის ახალმა მეფემ თავისი ბრძანებულებით მსოფლიო შოკში ჩააგდო


9. სიკვდილით დასჯა ჩინეთში ხელისუფლების უმაღლეს დონეზე!!!


10. აღმოჩენილია ტვინის კოლექცია, რომელიც ნაცისტთა მსხვერპლ ადამიანებს ეკუთვნოდათ.

0
2439
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
2439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0