x
image
კატაპულტი
Mediator image
ამერიკელი ფსიქოთერაპევტები: ,,დონალდ ტრამპი ფსიქიკურად ავადაა"
image
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა, დღითი დღე იზრდება მისდამი უკმაყოფილება მსოფლიო მასშტაბით.ოპოზიცია მოითხოვს, რომ ტრამპი შეჩერდეს.პრეზიდენტის ოპონენტები სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვას: ნორმალურია ტრამპი ფსიქიკურად? ამაზე პასუხი აშშ-ს ტოპ-ფსიქოლოგებმა მოძებნეს და ის ნამდვილად არაა დამამშვიდებელი.

ბალტიმორში არსებული პრესტიჟული ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის განცხადებით, ტრამპი “ავთვისებიანი ნარცისიზმითაა" დაავადებული და იგი განუკურნებელია. “დონალდ ტრამპი საშიში ფსიქიკური დაავადებითა შეპყრობილი.იგი ემოციურად უძლურია, იყოს პრეზიდენტი"- აღნიშნავს ფსიქოთერაპევტი.მას ამის დასტურად მოჰყავს აშშ-ს პირველი პირის საჯარო გამოსვლები, კერძოდ, სხეულის ენა, სადიზმის გამოვლინება, აგრესია, პარანოიის სიმპტომები, ანტისოციალური ქცევა, მისი გამარჯვების ზედმეტად აქცენტირება.

“ჩვენ დიდხანს ვაკვირდებოდით ტრამპის საჯარო გამოსვლებს და ეს დიაგნოზი უდავოა"-აცხადებს ფსიქოთერაპევტი.

ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგს ეთანხმება ტეხასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი:“ამ დაავადებით შეპყრობილი ადამიანი საშიში და დაუნდობელია."


ამერიკელი ფსიქოლოგების განცხადებით, “ავთვისებიანი ნარცისიზმით" დაავადებული ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი მისი მიზნების მისაღწევად, “მათ შეუძლიათ მოიტყუონ, მოიპარონ, იმანიპულირონ, მოახდინონ ფაქტების დრამატიზირება და სახეცვლილად წარმოჩენა, ცრუ ბრალდებები გამოთქვან.ისინი თავს მართლად თვლიან, არ აქვთ დანაშაულისა და სინანულის გრძნობა".



ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:


ცნობილი პოლიტიკოსების უცნობი გამონათქვამები

უჩვეულო და ბევრისთვის უცნობი ფაქტები ბარაკ ობამას შესახებ

0
291
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0