x
მეტი
  • 30.05.2017
  • სტატია:66614
  • ვიდეო:319311
  • სურათი:418444
5 მიზეზი იმისა,თუ რატომ ღალატობენ მამაკაცები

თუ თქვენ გული გატკინეს ორგულობითა და ღალატით, ყოველთვის იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. კაცობრიობის დასაწყისიდანვე, ქალებს მამაკაცები ღალატობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი მუდმივად ხდებოდა, იმას არ ნიშნავს რომ ღალატი და ორგულობა სწორი საქციელია. არავის ნდობა არ უნდა იყოს გამოყენებული ღალატის გზით, თუმცა ამ ფაქტს შეუძლია დაგვანახოს, თუ რატომ აკეთებენ კაცები ამას.
რა უბიძგებს ერთ ჩვეულებრივ მამაკაცს ჰქონდეს ურთიერთობები, როდესაც თქვენთვის ერთგულება მუდმივობას ნიშნავს?! სწორედ ამიტომ, კერძო დეტექტივი ქალების სააგენტომ "FPI" (Female Private Investigators) ღალატის მიზეზების დასადგენად გადაწყვიტა ანონიმრი ინტერნეტ-გამოკითხვა ჩაეტარებინა. კვლევაში მონაწილეობას იღებდა 25-დან 45წლამდე საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე 218 მამაკაცი. საბოლოოდ, კვლევით დადგინდა 5 ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ღალატობენ მამაკაცები.

1. ინტერნეტი ამარტივებს

თუკი ადრე ღალატის მომსწრენი ვხდებოდით, დღეს უფრო მეტის მომსწრენი ვართ.
რადგან ინტერნეტის დახმარებით ბევრად იოლია მამაკაცმა გვიღალატოს. არსებობს სპეციალურად შექმნილი, განსაკუთრებული დიზაინის მქონე ვებ-გვერდები, რომლის საშუალებითაც მამაკაცები მარტივად იწყებენ ურთიერთობას სხვა ქალებთან. ისინი სოციალური ქსელების საშუალებით უკავშირდებიან ძველ პარტნიორებს, პორნო და "სალაპარაკო ოთახების" (ჩატის) მეშვეობით. მამაკაცები უარს ვერ ამბობენ ასეთ ბიძგებზე, როდესაც ტექნოლოგიამ ეს ყველაფერი ასე გაამარტივა.
2.ის არის დამოკიდებული ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე
არის თუ არა კაცი ღალატისკენ მიდრეკილი როდესაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაა?! პასუხი არის -დიახ! ნარკოზემოქმედების მდომარეობაში მათ შეუძლიათ გადადგან ისეთი ნაბიჯი, რასაც სხვა შემთხვევაში არ გააკეთებდნენ.
3. ის არ იყო მზად ვალდებულებებისთვის
კაცებისთვის უცნაური ფაქტი არაა ვალდებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობების საკუთარ თავზე აღება, ქორწინდებიან კიდეც, მაშინ, როდესაც ამისთვის მზად არ არიან.როდესაც არ ხარ მზად იმ ვალდებულებებისათვის, რაც მოყვება ერთცოლიანობას (მონოგამიას). თუმცა ამის მიხვედრა ყოველთვის მარტივი არაა, რადგან თავად კაცებსაც კი ჰგონიათ, რომ საკმარისად მომწიფებულეი არიან სერიოზული ურთიერთობებისთვის, სამწუხაროდ, ასე არ ხდება.
4.სექსზე დამოკიდებულება ყოველთვის არ არის გასამართლებელი არგუმენტი
სექსზე დამოკიდებულება ღალატის გასამართლებენ მიზეზად პოპულარული არგუმენტია კაცებისგან, რომლებიც მხილებულნი არიან ღალატის ფაქტზე. თუმცა,
ეს მიზეზი ზოგჯერ რეალურიცაა. სექსზე დამოკიდებულება ვალიდურია, თუმცა ისეთ ხშირი არაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამის (სექსზე დამკიდებულების გამო ღალატის ) კლასიკური მაგალითია, როდესაც მამაკაცი გამუდმებით აგრძელებს ღალატს მწვავე შედეგების მიუხედავად.
5. ბავშვობის დროინდელი გამოცდილება
ის, თუ როგორ ვიზრდებით და რა მაგალითის შემყურე ვხდებით ბავშვობაში ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენზე, როგორც ზრდასრული ადამიანის ქცევაზე.ხშირად არასამართლიანი და მოღალატე მამის შვილს ჰგონია, რომ ღალატი ნორმალურია.ისინი მიყვებიან იმ გამოცდილებას, რომელიც მიიღეს მათი მშობლების როლური მოდელებისგან.
imageგადადგმული ნაბიჯი წინ -ერთად ან ცალ-ცალკე

თუ შენ გული გტკენია მოღალატე ქმრისგან მიზეზის გაგებამ შეიძლება არ უშველოს შენს ტკივილს, თუმცა ღალატის გამოვლენა შესაძლებელია.სტატისტიკიდან გამომძინარე ღალატის მსხვერპლი ძირითადად ქალია, მათთვის კი მათივე სქესის დეტექტივთან ურთიერთობა კონფიდენციალურობის თვალსაზრისით ბევრად უფრო კომფორტული და სანდოა. სწორედ ამიტომ არის "FPI" ორიენტირებული ქალების მხარდაჭერაზე.

1
117
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბერელაშვილი
ნინო ბერელაშვილი
117
   ქართული კლავიატურა
11 მარტი, 15:58
FPI რა არი???
0 1 1