x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ამოვიცნოთ გულის შეტევის მოახლოება ერთი თვით ადრე- აუცილებლად დაიმახსოვრეთ!
image



ცხოვრების დაძაბული რეჟიმი, არაჯანსაღი კვება, ქრონიკული გამოუძინებლობა... ყველაფერი ეს ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში ისეთი პრობლემების ჩამოყალიბებას, რაც საბოლოო ჯამში გულის შეტევით მთავრდება. სამწუხაროდ, სწორედ გულის შეტევა იწვევს დღევანდელ სამყაროში ყველაზე მეტ სიკვდილიანობას.

მოცემულ სტატიაში ვისაუბრებთ იმ ძირითად სიმპტომებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად ახასიათებს გულის შეტევის მოახლოებას და აუცილებლად ყურადსაღებია.


image


დაღლილობა

როცა არტერიები იკუმშება, გული საჭიროზე ნაკლებ სისხლს იღებს, ძნელდება სისხლის მიმოქცევის სისტემის მუსაობა. ამ პრობლემების პირველი ნიშანი არის გამუდმებული ძილიანობა და დაღლილობის შეგრძნება.

არათანაბარი სუნთქვა

თუ გული არასაკმარის სისხლს იღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერც ფილტვები იღებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადს. ეს ორი სისტემა ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია და ერთმანეთის გარეშე ნორმალურად ვერ მუშაობს. ასე რომ, თუ ხშირად გაქვთ სუნთქვის პრობლემა, უმჯობესია ექიმს გაესინჯოთ.

image
სისუსტე

თუ მთელ სხეულში სისუტეს გრძნობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ არტერიებში ძალიან ცოტა სისხლია. კუნთები საჭირო რაოდეობით ჟანგბადსა და საკვებ ნივთირებებს ვერ იღებენ. ასე რომ, თუ ხშირად, უმიზეზოდ მიდიხართ გონების დაკარგვამდე, ეს თავისთავად საშიში სიმპტომია იმისა, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემა გაქვთ.

თავბრუსხვევა და ცივი ოფლიანობა

თავის ტვინთან არასაკმარისი რაოდენობით სისხლის მიწოდება სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. თუ გრძნობთ, რომ ხშირად გასხამთ ცივი ოფლი და თავბრუსხვევაც გაწუხებთ, ამ სიმპტომების იგნორირება არვითარ შემთხვევაში არ შეიძლება.



image

მკერდში ზეწოლის შეგრძნება

თუ მკერდში ზეწოლისა და დისკომფორტის შეგრძნება გაქვთ, ეს ძალიან დამაფიქრებელია. ეს სიმპტომები დროთა განმავლობაში შეიძლება სულ უფრო გახშირდეს და მათთან გამკლავება გართულდეს. მათი უგულვებელყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.


"გაყინვის" სინდრომი


თუ პერიოდულად მოულოდნელად გიჩნდებათ გრიპის სიმპტომები, ეს შეიძლება მეტყველებდეს გულის შეტევის მოახლოებაზე. ბევრი ადამიანი, რომელმაც იგი გადაიტანა, ამბობს, რომ შეტევანმდე რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა "გაყინვის" შეგრძნებები.


image

როგორ მოვიქცეთ

თუ ზემოჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე ან რამდენიმე აღგენიშნებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. გულის შეტევის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და პროფილაქტიკული მკურნალობა.

ასევე გაითვალისწინეთ:


1. ამ მეთოდით ადამიანს ინსულტის გადატანაში დაეხმარებით - ერთადერთი საგანი, რომლითაც სიცოცხლის

image


2. როგორ გადავიტანოთ გულის შეტევა მარტო ყოფნისას - ერთადერთი მოქმედება, რომელიც ამ დროს

image


3. 4 სიმპტომი იმისა, რომ ადამიანს ინსულტი უახლოვდება - ამით შეიძლება სიცოცხლე იხსნათ!

image


4. საშვილოსნოს ყელის კიბოს 7 ნიშანი - აუცილებლად დაიმახსოვრეთ!

image


5. როგორ ვიშველოთ ხვრინვას საწოვარას გამოყენებით - უჩვეულო, მაგრამ ეფექტური მეთოდი!

image

0
16228
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
16228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0