x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508459
6 არაჩვეულებრივი სასტუმრო, რომელიც გაკვირვებულს დაგტოვებთ

1. Manta Resort - ზანზიბარის კუნძული პემბა, ცნობილია როგორც აფრიკის ულამაზესი კუნძული. აქ მოქმედებს 3 სართულიანი წყლისქვეშა სასტუმრო, რომელიც ინდოეთის ოკეანის შუაგულშია. ამ სასტუმროს ბოლო სართულზე შეგიძლიათ გაირუჯოთ, ხოლო ყველაზე დაბლა მოგიწევთ ოკეანის ბინადრების დათვალიერება. ხმელეთზე გასასვლელად აუცილებელია გაცუროთ!

image
imageimage









2. Ice Hotel, კირუნაში - ყინულის სასტუმრო, ერთ-ერთი არაჩვეულებრივი სასტუმროა მთელ მსოფლიოში. სახელის გაგონებაზეც კი ორგანიზმში სიცივეს გრძნობს ადამიანი. სასტუმროს შესასვლელში ტემპერატურა -30 გრადუსია, ხოლო მისაღებსა და საძინებლებში -5. სტუმრები სასტუმროში მხოლოდ ერთი დღით რჩებიან. სასტუმროში ყველაფერი ყინულისგანაა დამზადებული, დაწყებული კოვზიდან, დამთავრებული საწოლამდე. როგორც ხედავთ, სტუმრებს უწევთ –5 გრადუს ყინვაში, ყინულზე ძილი. სასტუმროს აქვს 60 ოთახი, რომელიც 140 კაცისთვის არის განკუთვნილი. სასტუმროს მშენებლობისთვის 30 000 ტონა თოვლი და 4 000 ტონა ყინულია გამოყენებული.

imageimageimage









3. Karosta Prison Hotel - თუ ოდესღაც დაგაინტერესდებათ, როგორია ცხოვრება საპყრობილეებში, მაშინ ესტუმრეთ კაროსტას სასტუმროს. ეს უჩვეულო სასტუმრო მდებარეობს ლატვიაში, ერთი ღამის საფასურ მხოლოდ და მხოლოდ 10 ევროა, თუმცა პირობები ძალიან რთულია... იგივეა, რაც ნამდვილ საპყრობილეში ყოფნას ნიშნავს. მთელი ღამის განმავლობაში უსიამოვნო ხმები, საშინელი საკვები და არაეთიკური მოპყრობა ადამიანისადმი.

imageimageimage









4. Hotel Skylodge - ეს სასტუმრო მდებარეობს პერუში და განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ადრენალინის ნამდვილი მოყვარულები არიან. არვიცი რამდენად სწორია, ამ შენობისთვის სასტუმროს დარქმევა, მაგრამ მოდით ჩვენ კაფსულა დავარქვათ, რომელიც მხოლოდ 8 ადამიანს იტევს და ასასვლელად დიდ შრომას საჭიროებს!

imageimageimage









5. Maldives Rangali Island - ორი კუნძული ერთმანეთს ხიდით უკავშირდება. საცორად ლამაზი კუნძული ძალიან ძვირადღირებულია და უმაღლესი დონის მომსახურეობას სთავაზობს კლიენტს. როგორც პირველი ვარიანტი, ეს სასტუმროც ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს და წყლის ქვეშ 500 მეტრაზე ჩადის.

imageimageimage










6. Capsule Hotel - კაფსულას ფორმის სასტუმროები, უკვე მთელ მსოფლიოში მომრავლდა. პირველი გამომგონებლები იაპონელები არიან. სასტუმროს გააჩნია ძალიან იაფი ტარიფები და საუკეთესო მომსახუროება. ყველაზე ძვირადღირებული პირველი სართულია, რომლის ფასიც 30 დოლარია, ხოლო რაც ზემოთ სართულზე ახვალთ, იმდენად შემცირდება გადასახადიც.

imageimageimage





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


image


1 - 7 საოცრება, რომელიც თქვენს ჭკვიან ტელეფონებს გააჩნია

2 - შესაძლებელია თუ არა ტვინის მოტყუება და როგორ?

3 - იაპონია - საინტერესი ფაქტები "მზის სამშობლოს" შესახებ!


4 - შოკისმომგვრელი ველური ბუნება! (უახლესი კადრები +ფოტოები)

5 - კერატი - რა სასარგებლო თვისებები გააჩნია ამ პარკოსან მცენარეს?!


0
675
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
675
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0