x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
«მარადიული სიყვარული» და მისი შექმნის ისტორია

«მარადიული სიყვარული» — სიმღერა Une Vie D’Amour ჟორჟ გარვარენცს და შარლ აზნავურს ეკუთვნით. სიმღერას 3 ვარიანტი აქვს და ერთი-ერთი ფილმში – «თეირან-43» ჟღერს.


imageimage

image

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1980 წელს «თეირან-43» (სსრკ—საფრანგეთი—შვეიცარია—ესპანეთი, 1980) გადაღება დაიწუო. ეს არის დეტექტივი, რომელშიც მოქმედება ერთდროულად 1943 და 1970 წლებში ვითარდება. ფილმი საერთაშორისო პროექტი იყო და მასში როგორც საბჭოთა კინოს ცნობილი მსახიობები, ისე მსოფლიო კინოს ვარსკვლავები: ალენ დელონი, კლოდ ჟადი და კურდ იურგენსი მონაწილეობენ. ხოლო კინოფილმისთვის მუსიკის შესაქმნელად, ფრანგი კომპოზიტორი ჟორჟ გარვარენცი მიიწვიეს. რეჟისორის ჩანაფიქრის მიხედვით, ეს უნდა ყოფილიყო საგმირო ნაწარმოები, რომელიც ომის ქრონიკებს კარდად დაედებოდა, მაგრამ კომპოზიტორმა დაიჟინა და მუსიკა ლირიულ თემატიკაზე შექმნა. როდესაც მელოდია შარლ აზნავურმა მოისმინა, ერთ დღეში სიტყვები დაწერა და სიმღერაც შეიქმნა.

თავად სიმღერა უჩვეულოდ ლამაზია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას მირეი მატიე და შარლ აზნავური ასრულებენ. და მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულ ენაზე ჟღერს და ბევრისთვის სიტყვები გაუგებარია, მაინც ყველა ხვდება, თუ რაზეა მასში საუბარი — სიყვარულის ენას ხომ თარგმნა არ სჭირდება...



P.S. ფილმი ძალიან საინტერესოა და მისი ნახვა ნამდვილად ღირს. მაგრამ, ასეც რომ არ იყოს, ის მაინც გაამართლებდა თავის არსებობას, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი მშვენიერი სიმღერის შექმნის მიზეზი გახდა.

image

0
476
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0