x
image
ციცი
Mediator image
რას აღნიშნავს ფერადი ნიშნები კბილის პასტებზე და კოსმეტიკურ საშუალებებზე. აუცილებლად გაითვალისწინეთ!

image

ადამიანების უმეტესობა კბილის პასტის ყიდვისას ეტიკეტზე გაკეთებულ წარწერას კითხულობს, მაგრამ არავინ არ აქცევს ყურადღებას მათზე დატანებულ პატარა კვადრატებს. არადა სწორედ ეს ნიშნები არის მაჩვენებელი იმისა, თუ რა შემადგენლობისაა თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტი-გვიჩვენებს ორგანული თუ არაორგანული ნივთიერებებისგან შედგება. დააკვირდით სურათს და დაინახავთ თუ რა ადგილას უნდა ნახოთ ეს ნიშანი. გაითვალისწინეთ, რომ ფერადი ნიშნები კბილის პასტის გარდა, სხვა კოსმეტიკურ საშუალებებეზეც შეგხვდებათ. წითელი, შავი, ლურჯი, მწვანე-ეს ფერები კოსმეტიკური საშუალების ხარისხის და ნატურალურობის მაჩვენებელია.


ახლა კი გავერკვეთ თუ რას აღნიშნავს ფერადი ნიშნები:


შავი კვადრატი აღნიშნავს, რომ მის შემადგენლობაში მხოლოდ ქიმიური ნივთიერებებია.


წითელი კვადრატი მანიშნებელია იმისა, რომ იგი დამზადებულია ქიმიური და ნატურალური ნივთიერებების კომბინაციით.



ლურჯი კვადრატი მიგვანიშნებს, რომ კბილის პასტა ან რომელიმე სხვა კოსმეტიკური საშუალება შეიცავს ნატურალურ ნივთიერებას და სამკურნალო წამალს.


მწვანე კვადრატი-თუ ასეთი ნიშანი აქვს თქვენს მიერ შეძენილ კბილის პასტას და ნებისმიერ კოსმეტიკურ საშუალებას, თქვენ შეგიძლიათ მშვიდად გამოიყენოთ ისინი, ვინაიდან მათში მხოლოდ ნატურალური ნივთიერებები შედის.


ყოველთვის დიდი ყურადღებით იყავით ჰიგიენური და თავის მოვლის საშუალებების ყიდვისას და გაითვალისწინეთ რჩევა, რომელიც შემოგთავაზეთ. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივი ნივთიერებებით დამზადებულს, რომლის აღმნიშვნელიც პატარა მწვანე კვადრატია.

image

image
image
image

0
793
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
793
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0