x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
აღზრდის სტილი და გავლენა ბავშვის განვითრებაზე
image
ბავშვობაში მთავარ ინფორმაციას ჩვენი მე-ს შესახებ მშობლებისგან ვიღებთ. მშობლის მზრუნველობა ბავშვისთვის თავისი მე-ს პოზიტიური განცდის წყაროა, ხოლო მშობლისგან უგულებელყოფილ ბავშვს მე-ს პოზიტიური განცდა არ ან ვერ უყალიბდება.
თვითშეფასება დაუცველია, როგორც ბავშვის წარმატებისა და წარუმატებლობის განცდის, ასევე მისი მშობლებთან ურთიერთობის გავლენისაგან.
ოჯახის ფუნქციური დანიშნულება მრავალგვარია და მათ შორის უმნიშვნელოვანესია ბავშვის სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა. იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ ბავშვის სოციალურ მომწიფებას, ერთი მხრივ, მშობლებმა შვილებს უნდა შეუქმნან თბილი, მოსიყვარულე გარემო, მეორე მხრივ, უნდა შეეგუონ მის მზარდ ავტონომიას – ის ხომ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ემზადება.ამ პროცესის წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მშობლების ქცევის სტილი.

დიანა ბაუმრიდი (Baumrind, 1975, 1980) მშობლების ქცევის სტილების კლასიფიკაციისათვის იყენებს სამ განზომილებას. დიანამ გამოყო სამი განსხვავებული სტილი: ავტორიტეტული, ავტორიტარული და ლიბერალური. იმისათვის, რომ დემონსტრაცია მოხდეს მთლიანი სურათის აქვე წარმოვადგენ კიდევ ერთ აღზრდის სტილს-ინდიფერენტულს.


დემოკრატიული აღზრდის სტილის მქონე მშობლები აკონტროლებენ შვილების ცხოვრებას, მაგრამ ინარჩუნებენ თბილ ურთიერთობას, აღიარებენ მოზარდის მზარდ
მოთხოვნილებას, იყოს დამოუკიდებელი და ხელს უწყობენ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას; მათთვის დასაშვებია დადგენილ ნორმებზე მსჯელობა და წესების შეცვლა გარკვეულ ფარგლებში. მათი გადაწყვეტილებები არ ჩანან უსამართლოდ და ამიტომაც ბავშვი ადვილად ეთანხმება მათ. ამგვარი აღზრდის სტილის მშობლები
მზად არიან მოისმინონ საკუთარი შვილების წინააღმდეგობები და დაუთმონ როდესაც ეს მიზანშეწონილია. ასეთი მშობლების შვილები გამოირჩევიან პასუხისმგებლობით,
დამოუკიდებლობით; კარგად სწავლობენ და აქვთ ადეკვატურად მაღალი თვითშეფასება; დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში და განვითარებული აქვთ თვითკონტროლი და სოციალური უნარ-ჩვევები.

ავტორიტარული აღზრდის სტილის მქონე მშობლების მკაცრი კონტროლი, ცივი ურთიერთობების ფონზე ხორციელდება; ამგვარი მშობლები შვილებისაგან მოითხოვენ მათი მითითებების უსიტყვო შესრულებას; წესები და ნორმები თითქოს ქვაზეა ამოტვიფრული, ხისტია და განსჯას არ ექვემდებარება; შვილებს მხოლოდ მინიმალურ თავისუფლებას აძლევენ. თუ ბავშვი იწყებს კამათს ან დაჟინებულად ითხოვს თხოვნის შესრულებას, მშობლები გაბრაზდებიან და დასჯიან, შესაძლო ფიზიკურად. ისინი იძლევიან ბრძანებებს და ელოდებიან თუ როდის იქნება შესრულებული ყველაფერი. ბავშვის ყოველგავარი მისწრაფება ავტონომიისკენ ამ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ფრუსტრირებული.აღზრდის ამ ტიპის მქონე მშობლების შვილები გამოირჩევიან შფოთვის მაღალი დონით, ადვილად ემორჩილებიან ყველა ძლიერს და
ძალაუფლების მქონეს; ამგავრი სტილით აღზრდილი ბავშვები, ან პასიურ და უინიციატივო ადამიანებად ყალიბდებიან, ან, პირიქით, გამომწვევად იქცევიან, ადვილად ბრაზდებიან, უმართავი და აგრესიულები არიან.

აღზრდის ამ ორ სტილს შორის განსხვავების ნათელსაყოფად მოვიყვანდი შემდეგ მაგალითს: თუ გოგონას უნდა უფრო დიდ ხანს შეყოვნდეს სტუმრად, ავტორიტარული მშობლები ალბათ დაინტერესდებიან მიზეზებით ამგვარი თხოვნისა და თანმდევი გარემოებებით( მაგალითად: რომელ მეგობართან დარჩება, იქნებიან თუ არა მათი მშობლები სახლში) ასევე დაინტერესდებიან იმით ხელს შეუშლის თუ არა ეს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ( გაკვეთილები, სახლის საქმე) თუ პრობლემა არ ჩნდება მაშინ მათ შეუძლიათ წესებიდან პატარა გადახვევა გააკეთონ.

ლიბერალური აღზრდის სტილის მქონე მშობლები თბილად ექცევიან შვილებს, მაგრამ ყველაფრის ნებას აძლევენ, მინიმალურად ერევიან მათ ცხოვრებაში და არც პრობლემების მოგვარებაში ან გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებიან. კითხავ იმაზე შეუძლაი თუ არა ბავშვს, რომ შყოვნდეს სტუმრად ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს, ეს საკითხი საერთოდ არ გაჩნდება, იმდენად რამდენადაც ოჯახში არ არის დაყენებული და დაკონკრეტებული სახლში დაბრუნების დრო და ბავშვებისთვის არ არსი მოთხოვნა იმისა, რომ მშობლებს მიაწოდონ ინფორმაცის მათი ადგილდებარეობის შეასახებ. ამგვარრი ჭარბი თავისუფლების პირობებში გოგონა პრაქტიკულად მოკლებულია მშობლების მხრიდან ხელმძღვანელობას.
ბაუმრიდის აზრით ხშირად ესეთი მშობელი იმ გზით, რომ შვილეს აღარ უყენებს აუცილებელ საზღვრებს, ცდილობს შვილის მიმართ უპირობ სიყვარულისა და მიმღებლობის დემონსტარციას. ასეთ ოჯახში გაზრდილი მოზარდები, სუსტი თვითკონტროლისა და იმპულსურობის გამო, ხშირად არღვევენ წესებს და ნორმებს.


ინდიფერენტული აღზრდის სტილის მქონე მშობლების შვილებთან ურთიერთობის სტილიც დაბალი კონტროლითა და მომთხოვნელობით ხასიათდება, მაგრამ ამას ერთვის ცივი დამოკიდებულება შვილების მიმართ. ისინი არ უყენებენ არანაირ მოთხოვნებს შვილებს იმიტომ, რომ არ სცალიათ მათთვის, საკუთარი პრობლემებით არიან დაკავებული. მშობლების მხრიდან ასეთი იგნორირება მოზარდში არასრულფასოვნების გრძნობას იწვევს. ხშირად, ასეთ ოჯახში გაზრდილი მოზარდები გამოირჩევიან აგრესიულობით.

როგორც ნაჩვენები იყო ბაუმრიდისა და მომდევნო კვლევებიდან, აღმოჩნდა, რომ ავტორიტეტული მშობლების ბავშვები სხვებთან შედარებით მეტად არიან ადაპტირებული, არიან მეტად თავდაჯერებული საკუთარ თავში, სავსებით აკონტროლებენ საკუთარ თავს და არიან სოციალურად კომპეტენტურები. დროთა
განმავლობაში ასეთ ბავშვებს უვითარდებათ ადეკვატურად მაღალი თვითშეფასება, სკოლაში სწავლობენ გაცილებით კარგად, ვიდრე ის ბავშვები რომლებიც მშობელთა მიერ აღზრდის სხვა სტილით.
ნათელია, რომ მხოლოდ დემოკრატიული მშობლების გულითად დამოკიდებულებას და ნდობაზე დამყარებულ კონტროლს შეუძლია უზრუნველყოს ბავშვში სიმშვიდე და საკუთარი თავის რწმენა. ექსპერიმენტების მოყვარულებს წარუმატებლობის შემთხვევაში მხოლოდ ასეთ მშობლებთან შეუძლიათ, იმსჯელონ თავიანთ პრობლემებზე, მიიღონ მხარდაჭერა და აღიდგინონ სულიერი წონასწორობა.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ გავითვალისწიენებთ ზოგიერთ კვლევას დავინახავთ, რომ ავტორიტარული აღზრდის ზოგიერთი ელემენტი ფლობს რიგ უპირატესობას.
ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ მშობლების აღზრდის სტილის გავლენა ბავშვის თვითშეფასებასა და ზოგადად მის განვითარებაზე კულტურებისა და სუბკულტურების მიხედვით განსხვავებულია, და შეუძლებელია ვთქვათ რომელი მათგანია საუკეთესო.

0
420
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ბასილაია
თამუნა ბასილაია
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0