x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
რატომ არ უყვართ ძაღლებს და კატებს ერთმანეთი?

image

image

ხშირად გაგვიგია გამოთქმა: «ისე ცხოვრობენ, როგორც ძაღლი და კატა». ეს ორი ცხოველი, უძველესი დროიდან, ერთმანეთს ვერ იტანენ. ძაღლების მეპატრონეები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც დიდი ჯიშის ძაღლები ჰყავთ, ძლივს აკავებენ ძაღლებს, კატის დანახვის დროს. თუმცა, კატებს შორისაც არიან ისეთები, საწყალ ძაღლებს რომ თავს ესხმიან.
ცხოველები ბევრ ოჯახში ჰყავთ, მაგრამ ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, თუ რამ გამოიწვია ძაღლებსა და კატებს შორის ასეთი მტრობა?

image

image

image

ამ ცხოველების დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი, ძაღლების წარმომავლობა არის. ეს ცხოველები ძაღლისებრთა ოჯახს, მტაცებელთა რიგს ეკუთვნიან ანუ ყველა სხვა ცხოველი, რომელიც ზომით მათზე პატარაა, ძაღლისთვის ნადირობის ობიექტი არის. ამ მხრივ, განსაკუთრებით სახიფათო საბრძოლო ჯიშის ძაღლები არიან, რომელთა გამოყვანის დროს, მათ გენეტიკაში გარკვეული თვისებების ჩანერგვა ხდება. ასეთი ძაღლები ყოველთვის აგრესიულები არიან სხვა ცხოველების და ადამიანების მიმართაც კი, თუ ისინი, მათ საეჭვოდ მოეჩვენებათ. მონადირე ძაღლები, ასევე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ კატებისთვის.

image

image

image

ძაღლებსა და კატებს შორის ურთიერთგაუგებრობის კიდევ ერთი მიზეზი, მათ შორის არსებული გაუგებრობა არის. ძაღლები კომუნიკაბელური ცხოველები არიან და მათ გენებში, ისტორიულად, ფართო სპექტრთან, მათ შორის ადამიანებთან, ურთიერთობის სურვილი არის. ისინი, კატებისგან განსხვავებით, გენეტიკურად, გუნდური ცხოვრების მომხრეები არიან. კატები, პირიქით, ბუნებით დამკვირვებლები არიან და ზედმეტ კონტაქტებს თავს არიდებენ. ძაღლი, როგორც კი კატას შეამჩნევს, მაშინვე მისკე გარბის, ცნობისმოყვარეობის და კონტაქტის აწყობის მიზნით. ძაღლის დანახვაზე, კატა გარბის, რითაც უფრო მეტად აღვიძებს ძაღლის ცნობისმოყვარეობას. ამასთან, ძაღლში, პარალელურად მონადირის ინსტიქტიც ირთვება და ვიდრე კატა თვალს არ მოეფარება, ის არ ჩერდება.

ძაღლები და კატები ვერასდროს გაუგებენ ერთმანეთს: ძაღლი, კუდის ქიცინით და დიდი სიხარულით ინტერესს იჩენს კატისადმი. ეს კი, კატისთვის ხიფათის და შიშის სიგნალი არის. გარდა ამისა, ძაღლები, ბუნებით ძალიან ემოციურები და ხმაურიანები არიან. კატები კი პირიქით, ემოციას თუ გამოხატავენ – უხმოდ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძაღლებს ასოციური მეხსიერება აქვთ. მოვლენებს, რომლებიც მათ ცხოვრებაში ხდება, მთელი ცხოვრების მანძილზე იმახსოვრებენ. თუ კატამ ოდესმე ძაღლს აწყენინა, თუნდაც ლეკვობის ასაკში, მას ყოველთვის ემახსოვრება. ამიტომ, ყველა კატა, რომელიც ცხოვრების გზაზე შეხვდება, აუცილებლად დაისჯება.

image

image

image

არსებობს ასევე ვერსია, ტერიტორიული პრეტენზიების შესახებ. თითოეული ცხოველი პრეტენზიას აცხადებს გარკვეულ ტერიტორიაზე და «თავის საკუთრებას» ნიშანს ადებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სოფლებში და ქალაქშიც, ერთ სახლში ან ეზოში გაზრდილი ცხოველები, ერთმანეთს ეჩვევიან და მშვიდად თანაარსებობენ.

image

imageდღეს არსებული, ძირითადი ვერსიების გაცნობის შემდეგ, იმის თქმა შეიძლება, რომ ზუსტ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ არ უყვართ ძაღლებს და კატებს ერთმანეთი, მეცნიერები ვერ იძლევიან. მოცემულ სტატიაში ამ ცხოველების ურთიერთდამოკიდებულების მხოლოდ ყველაზე მეტად შესწავლილი საკითხები არის განხილული. შესაძლებელია, მომავალში, ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელების შედეგად, სხვა ვერსიებიც გამოვლინდეს.

3
1364
17-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1364
  
2017, 17 თებერვალი, 16:36
უძლიერესი :DD ზუსტად ჰქონდა დამახსოვრებული კატის ე.წ. "ადგილსამყოფელი". ჩუმად ეპარებოდა და კუდზე კბენდა :DD
2017, 16 თებერვალი, 10:27
კატებს ვერ ვიტან, თუმცა ძაღლები ძალიან მუყვარს საინტერესო იყო. ძაღლებს ნამდვილად უძლიერესი მეხსიერება აქვთ.
2017, 16 თებერვალი, 10:25
მე მეორე ვერსიას ვემხრობი :-))
0 1 3