x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
Black Sabbath- ჰევი-მეტალის პატრიარქის ბოლო გაჩერება
imageდღეს 4 თებერვალს მშობლიურ ბირმინგემში უკანასკნელ კონცერტს გამართავს ლეგენდარული ჯგუფი "ბლექ საბათი", ამით დასრულდება ჯგუფის თითქმის 50 წლიანი შემოქმედება და უკანასკნელი ტური, რომელსაც The End Tour-ი ჰქვია.


როგორც აპოკალიფსის შავი მხედრები ისე შემოიჭრნენ ისინი ბრიტანულ როკ სცენაზე შორეულ 1969 წელს ბირმინგემის სამრეწველო რაიონიდან.მაშინდელი ეპოქის მთავარი გზავნილი იყო სიყვარული და მშვიდობა, flower power(ყვავილების ძალა) და ცისარტყელისებური ფსიქოდელიური ჰედონიზმი.


მეტალურგიულ ქარხნებით გატენილ ბირმინგემში ყვავილები ნაკლებად იყო, ცისარტყელას ფერები კიდევ უფრო ნაკლები..ბევრი იყო შავი რკინა, კვამლი, მძიმე მეტალის გრუხუნი, ჩარხების და წნეხების გრიალი და ქარხნები, ქარხნები..

ერთ-ერთ ასეთ ქარხანაში მუშაობის დროს სრულიად ახალგაზრდა ტომი აიომმა მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითი დაკარგა...



image

სხვა 60-იანი წლების ჯგუფებისგან განსხვავებით, რომლებიც, კერძო სკოლების სამხატვრო კოლეჯების თუ ინსტიტუტების ბაზაზე იქმნებოდა "ბლექ საბათი" წმინდა მუშური ჯგუფი იყო.


მისი სოლისტიც ოზი ოსბორნი, (ვინმეს თუნდაც "ბლექ საბათის" არცერთი სიმღერა არ ჰქონდეს მოსმენილი ოზის მაინც იცნობს და გაუგია), ჯერ კიდევ მოზარდ ასაკში ციხეში ყოფნაც მოასწრო ძარცვის გამო.

image

აი ასე დაიწყო მძიმე, პირქუში, ჰიპური რონატიკული "ნაგვისგან" განთავისუფლებული Black Sabbath-ის მოღვაწეობა. სწორედ გიზერ ბატლერის ოკულტური ტექსტების, ტომი აიოპის ჰიპნოზური მუსიკით და ოზი ოსბორნის იზოლირებული ფალცეტი გახდა საფუძველი იმ მუსიკის, რომელსაც დღეს გოთიკას ვეძახით, თავის სიდიადით და სიმძლავრით.


1979 წელს ოზიმ ჯგუფი დატოვა, უფრო სწორად დაატოვებინეს. იგი შეცვალა რონი ჯეიმს დიომ, ჯგუფ „რეინბოუს“ ვოკალისტმა. წლების განმავლობაში ჯგუფის ვოკალისტები იყვნენ იან გილანი, გლენ ჰიუზი, ტონი მარტინი, რეი გილენი და დევი დონატო.


2011 წელს ბლექ საბათს ოზი ოზბორნი დაუბრუნდა, მათი უკანასკნელი სტუდიური ალბომი "13" 2013 წელს გამოვიდა, რომელიც 1970 წლის შემდეგ მეორედ ჩაუდგა მშობლიური ბრიტანეთის და "ბილბორდის" ჩარტებს სათავეში.



წელს კიდევ ორი ლეგენდარული ჰარდ როკ-ჯგუფი ამთავრებს კარიერას, ერთი გახლავთ Aerosmith-ი, რომელიც ამა წლის მაისის თვეში საქართველოს ეწვევა და მეორე Deep purple, რომელიც გამოსამშვიდობებელ მსოფლიო ტურნეს ასევე მაისის თვიდან დაიწყებს.



0
42
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0