x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება ხანდაზმულ ასაკში
image

მეხსიერება ინფორმაციის შენახვისა და აღდგენის საკმაოდ ეფექტურ სისტემას წარმოადგენს. ასევე ვიცით, რომ მესხიერება დრო და დრო გვღალატობს, განსაკუთრებით სიბერის მოახლოებისას.
არსებობს აზრი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი მეხსიერება. ავტორი ამაში გულისხმობს იმას, რომ მისთვის არ არის ცნობილი რაიმე, რისი დახმარებითაც შესაძლებელი იქნებოდა რეგულარულად გაგვეუმჯობესებინა ნეირონული მექანიზმები, რომლებიც საფუძვლად უდევს მეხსიერებას. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გამოვიყენოთ ეს მექანიზმები დიდი ეფექტურობით.

უპირველეს ყოვლისა უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ მეხსიერება არ ჰგავს სხვა სისტემებს და შეუძლებელია მისი გაუმჯობესება ფიზიკური ვარჯიშების დახმარებით. ასეთი შეცდომები გავრცელებული იყო მასწავლებლებში XIX საუკუნეში. ამასთან ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე ექიმი მეხსიერების დარღვევების მქონე პაციენტს
ურჩევს თამაშ „კიმას“-ს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშში არის გარკვეული აზრი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მართლა როგორმე უშველის პაციენტს.


ბოლო პერიოდში გაიზარდა ინტერესი პროგრამებისადმი, რომლებიც მიმართულია მეხსიერების გაუმჯობესებისაკენ ხანდაზმულ ადამიანებში.
ერთი ასეთი პროგრამა აღწერეს მაკევოიმ და მუნმა, რომლებიც მუშაობდნენ 34 ცდისპირისგან შემდგარ ჯგუფთან ფლორიდაში; საშუალო ასაკი ამ ჯგუფის იყო 68 წელი. ვარჯიშის პროცესში იყო დასმული შემდეგი მიზნები:

სახელები და სახე. ცდის პირებს ასწავლიდნენ განსხვავებული მნემოტექნიკების გამოყენებით როგორ დაეკავშირებინათ სახე სახელთან; არსი მდგომარეობადა იმაში, რომ უნდა გაეერთიანებინათ ახალი სახელი ნაცნობ ადამიანთან და ასევე ისეთი მეთოდებს როგორიცაა გაფართოვებული განმეორება, როცა ცდის პირი ამოწმებს თავის მეხსიერებას თავიდან ხშირად და შემდეგ უფრო და უფრო იშვითად, თანმიმდევრობით, თანდათან შემოწმებებს შორის დროის ინტერვალების გაზრდით.

შეხვედრები. აქ ძირითადი ზეწოლა მოდის დამახსოვრების გარეშე საშუალებების გამოყენებაზე, როგორიც არის კალენდარი და დღიური, მომავალი მნიშვნელოვანი საქმეების ხაზგასმასთან ერთად .

ყოველდღიური საქმეები. აქ მიზანი იყო ცდის პირების მიერ ყოველდღიური საქმეების შესრულების სანდოობის გაუმჯობესება, მაგ. წამლების მიღება და ყვავილების
მორწყვა.ისევ განიხილებოდა დღიურებისა და ავტომატური აბების ყუთების გამოყენება. ასევე მუდმივი ჩვევების გამომუშავება და ამის აუცილებელი მოღვაწეობის მუდმივი შემთხვევებთან დაკავშირება. მაგ. ყოველთვის მიიღონ აბები სადილის შემდეგ.

გარემოში ორიენტაცია. კურსის ამ ასპექტს ჰქონდა ურთიერთობა ისეთ პრობლემებთან, როგორიც არის ადგილმდებარეობის დავიწყება, მანქანის პარკინგის ადგილის დავიწყება ან დეზორიენტაცია უცნობ შენობებსა და ქუჩებში. ცდისპირებს ეხმარებოდნენ იმაში, რომ გამოეყენებინათ მხედველობითი და ვერბალური კოდირება, მათი ყურადღების სხვადასხვა ორიენტირებზე გადატანით იმისთვის, რომ მათ გარანტირებულად შესძლებოდათ უკან დაბრუნება.ეს უნარები ვარჯიშდებოდა უცხო შენობების კომპლექსებში მარშრუტით.

საგნების განლაგება. ხშირ შემთხვევებში ძალიან დიდი სირთულე იქმნება ამა თუ იმ საგნის ადგილმდებარეობის გახსენებასთან.ხანდახან ამ ფაქტს იწვევს ის, რომ საგანს უაზროდ დებენ მისთვის უჩვეულო ადგილას და ხანდახან იმიტომ, რომ საგანს ყოველ ჯერზე უცვლიან ადგილს და დებენ ახალ ადგილას. ამის შედეგად ხდება არევა ამ საგნის რეალურ და იმ ადგილდებარეობას შორის, სადაც უნდა იდოს ეს საგანი. ხდება ისეც, რომ ხანდახან საგანი კი დევს თავის ადგილას, მაგრამ ადამიანი ვერ ხედავს მას. ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, ადამიანმა დაისწავლოს ის, რომ საგანი შეინახოს ერთსა და იმავე ადგილას.როდესაც ხდება ისე, რომ ჩვენ საგანს ვერ ვხედავთ ამ დროს შეიძლება დაგვეხმაროს რაიმე ნიშანი, მანიშნებელი, რომელიც ამ საგანს ხდის უფრო გამოსაჩენს. ასევე ამ შემთხვევაში შეიძლება დაგვეხმაროს ამ საგნის უფრო ყურდაღებიანი და ორგანიზებული ძიება.

კონცენტრაცია. აქ აქცენტი კეთდება ინფორმაციის მიღების ან რაიმეს კითხვის დროს ყურადღების კონცენტრაციის შეჩერების აუცილებლობაზე. ხანგრძლივ მეხიერებაში არაფერი ხვდება ძალისხმევის გარეშე.
თუნდაც ათასჯერადი განმეორების შედეგადაც შეიძლება, რომ ვერ დაიმახსოვროს ინფორმაცია მსმენელმა, თუ მას არ აქვს გამახვილებული ყურადღება და აქტიურად არ გადაამუშავებს მიღებულ ინფორმაციას.

კურსის წარმატებულობის შესამოწმებლად კურსის წინ და კურსის დასრულებიდან 2 კვირაში ცდის პირებს ეძლეოდათ შესავსებად კითხვარი. კითხვარი მოიცავდა როგორც დამუშავებულ ასევე დაუმუშავებელ თემებს. დამუშავებული თემების უმრავლესობაში აღმოჩნდა მეხსიერების გაუმჯობესების ნათელი ტენდენცია, გარდა კონცენტრაციისა და საგნების ადგილმდებარეობის შემთხვევებისა; გაუმჯობესება ასევე არ გამოვლინდა დაუმუშავებელ თემებში. საბოლოოდ, შედეგებს შეიძლება ეწოდოს საკმარისად საიმედო.

ისმის კითხვა, შეუძლია ამ პრინციპების არაფორმალურ გამოყენებას ჩვენი დახმარება?

ეს და სხვა ანალოგიური პრინციპები შეიძლება დაგეხმაროთ თუ თქვენ მზად ხართ გადაჭრათ მეხსიერების გაუმჯობესების პრობლემა. თქვენ გამოგიმუშავდებათ ახალი ჩვევები და ეს ვერ მოხდება მნიშვნელოვანი ძალისხმევის გარეშე, ასე რომ პირველ რიგში უნდა დასვათ კითხვა: ნამდვილად გინდათ თუ არა სერიოზულად გაიუმჯობესოთ მეხსიერება და თუ კი, რომელ ასპექტში.თუ თქვენ გაწუხებთ თქვენი მეხსიერება, აწარმოეთ დღიური და ჩაწერეთ შიგნით თქვენი მეხსიერების პრობლემები.

ამ მეთოდს ორი უპირატესობა აქვს:


პირველი, ჩვეულებრივ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მეხსიერება არც ისე ტრაგიკულ მდგომარეობაშია, როგორც ჩანს;

მეორე, ამ გზით შესაძლოა აღნიშნო ყველაზე პრობლემური სიტუაცია.

0
794
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ბასილაია
თამუნა ბასილაია
794
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0