x
image
თეონა გორდეზიანი
ყველაფერი უფასო, უხარისხო არ ყოფილა...
საზოგადოებაში გავრცელებულია შეხედულება, რომ რასაც უფასოდ გვთავაზობენ არ იქნება საინტერესო ან უხარისხო აღმოჩნდება.

ჩემი აზრით თუ რომელიმე კომპანია რაიმეს " უანგაროდ" აკეთებს აქვს კიდეც რაიმე მარკეტინგული გათვლა.


თუ აქციის პირობებში უფასოდ მიიღე რაიმე სარგებელი, შენ გაუაზრებლად იმ კომპანიის მიმართ დადებითად განწყობილი ხდები და როცა იგივე საჭიროების წინაშე დგები თუნდაც ორმაგს გადაიხდი იგივე ხარისხის მისაღებად. ამიტომ კომპანია ეცდება აქციის პირობებში სათანადო მომსახურებას, რომ მომავალში ისევ მასთან " დაბრუნდე".


ალბათ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული, მაგრამ ვფიქრობ ეს გათვლა საზოგადოების უმრავლესობაზე იქონიებს ერთგვარ გავლენას.


უამრავი კომპანიის ასეთი ქცევა მიუთითებს იმაზე, რომ ეს არათუ ზარალი არამედ ორმაგი სარგებელია. პროდუქციის ახალი ფორმით წარმოდგენა... და თუ ეს ასეა, რატომაც არა... შეგვიძლია ჩვენც ვისარგებლოთ...



უფასო მარკეტინგულ შეთავაზებაზე იმიტომ დავწერე, რომ ისეთ აქციას წავაწყდი, რომელმაც ძალიან დამაინტერესა, მერე ჩემს მეგობრებს დავულინკე და ბოლოს ყველასთვის დაწერა გადავწყვიტე.

Facebook-ზე წავაწყდი PSP-ს "თეთრი კბილების აქციას ", 28 თებერვლამდე გრძელდება და ფასდაკლებაა მათეთრებელ პროდუქციაზე.


image


ქალებისთვის კი 3 თებერვალს მაკიაჟის აქცია იყო პროფესიონალი ვიზაჟისტებისგან, რომელიც სამწუხაროდ გამომეპარა...


image


საბოლოოდ, რომ დავფიქრდი იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველაფერი უფასო უხარისხო არაა, რადგან "უფასო" მათ სახელზე მოქმედებს, ასე რომ ყველაფერს გააკეთებენ ხარისხის საჩვენებლად ...


... და თუ მომავალში PSP- ს მსგავსად რომელიმე კომპანია ასეთი აქციებით საინტერესო სიახლეს შემოგვთავაზებს ვეცდები აღარ გამომეპაროს...


0
27
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0