x
მეტი
  • 13.12.2017
  • სტატია:71882
  • ვიდეო:325041
  • სურათი:427192
"ტყლარწის" წარმოუდგენელი თვისება, რომელიც ცოტამ თუ იცის - აი, რატომ არის იგი "ცოცხალი სათამაშო"

image
წელვადი რეზინი ანუ, როგორც მას ჩვეულებრივ უწოდებენ, ტყლარწი - ბოლო დროს განსაკუთრბით პოპულარული გასართობი გახდა. საინტერესოა, რომ ამ სათამაშოთი ერთობიან როგორც სულ პატარა ბავშვები (2 წლიდან) ასევე ზრდასრული ადამიანები. როგორც პედიატრები აღნიშნავენ, დამყოლ სხეულზე მუშაობა შესანიშნავად უვითარებს პატარას წვრილ მოტორიკას (ხელის მტევნებისა და თითების მოძრაობას), წარმოსახვისა და შემოქმედების უნარს, კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. სწორედ ამ უკანასკნელის გამო არის ტყლარწი ასეთი პოპულარული მოზრდილებშიც. ფერად წელვად მასაზე თამაში დამქანცველი დღის შემდეგ საუკეთესო განტვირთვისა და დასვენების საშუალებაა.

image

თუმცა ტყლარწის საინტერესო თვისებები აქ არ მთავრდება. მათზე ქვემოთ გიამბობთ. ჯერ კი ცოტას მის წარმოშობაზე ვისაუბრებთ.

image

წელვადი სათამაშო, რომელსაც სითხის თვისებები აქვს და არამომწამვლელი ნივთიერებებით არის დამზადებული, პირველად შეიქმნა კომპანია Mattel-ის მიერ, ჯერ კიდევ 1976 წელს. ე.წ. სლიმმა (ინგ."slime") განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმისა და მულტფილმის - "მოჩვენებებზე მონადირეების" გამოსვლის შემდეგ, სადაც ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს მწვანე წელვადი მასა - Slimer-ი წარმოადგენს.

image

რა განსაკუთრებული თვისებები გააჩნია ტყლარწს?


ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ეს თითქმის ცოცხალი სათამაშოა, რომელსაც, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, აქვს სქესი, შეუძლია დაორსულება, გამრავლება, ზოგჯერ ავადმყოფობს და, თუ ნორმალურად არ უმკურნალეთ, მოკვდება კიდეც. სწორედ მისი ეს თვისებები არის სლიმის ასეთი პოპულარობის მთავარი მიზეზი.

image

თუ სლიმის აღნიშნული თვისებები გვინდა გამოვცადოთ და მისი სახით სახლში ცოცხალი სათამაშო "შევიყვანოთ", შეძენისას აუცილებლად უნდა შევამოწმოთ ჯანმრთელია თუ არა ჩვენი ახალი მეგობარი. ჯანმრთელმა სლიმმა თანაბარ ზედაპირზე გადმოსხმისას და ხელით გაგორებისას, თავისი ნაწილები აქეთ-იქით არ უნდა დატოვოს.

image

ქალი და კაცი სლიმის ერთმანეთისგან გარჩევაც ასევე შეხებით ხდება. ტყლარწს ვიდებთ ხელისგულზე და ოდნავ ვშლით თითებს. თუ სათამაშო თითებს შორის დაიწყებს ჩაღვრას, ესე იგი ხელში გოგო გვყავს, წინააღმდეგ შემთხვევაში - ბიჭია.

image

ტყლარწებში დაორსულება გოგოსაც შეუძლია და ბიჭსაც, თუმცა ქალბატონებს ეს უკეთ გამოსდით. შეიძლება გაგიმართლოთ და ყიდვისთანავე დაორსულებული სლიმი შეგრჩეთ ხელთ. ამის განსაზღვრა მარტივია: სათამაშოს ზედაპირზე უნდა წარმოიქმნას პატარა ბუშტუკები. ხუთიოდე დღის შემდეგ ისინი ერთ დიდ ბუშტად გაერთიანდება. თუ ბუშტს გავხეთქავთ, მასში აღმოვაჩენთ სხვა ფერის პატარა "ტყლარწუკას". როგორც წესი, "ახალშობილი" სლიმი მშობლებს ფერით ძალიან იშვიათად ჰგავს. ახალშობილი უნდა გადავიყვანოთ ცალკე ქილაში. თუ მას კარგად ვკვებავთ, ის შეიძლება მშობლის ზომაც გახდეს.

image

კარგი მოვლის შედეგად ტყლარწები თავისთავად ორსულდებიან. მაგრამ ასევე შესაძლებელია ხელოვნური განაყოფიერების ჩატარებაც. ამისათვის ბიჭი ტყლარწიდან შპრიცზე დაგებული ნემსით უნდა ავიღოთ პატარა (1-2 მმ) ნაჭერი და შევიყვანოთ იგი გოგოს სხეულში. ამის შემდეგ, ტყლარწით აღარ უნდა ვითამაშოთ და უნდა მოვათავსოთ ტენიან ადგილზე.


შეიძლება ასევე სქესის შეცვლის პროცედურის ჩატარება ამისათვის საჭიროა უბრალოდ შევცვალოთ კვების სისტემა. ჩვეულებრივ, ტყლარწის გამოსაკვებად საჭიროა დღეში 1-2 მწიკვი მარილი და 1 სუფრის კოვზი წყალი. თუ გსურთ გოგოს ბიჭად გადაქცევა, გადაიყვანეთ იგი მარილის დიეტაზე, ანუ წყალს ნუ მისცემთ, მარილის რაოდენობა კი გაზარდეთ. ხოლო თუ ბიჭის გოგოდ გადაქცევა გსურთ, რაციონიდან ამოუღეთ მარილი და დაუტოვეთ მხოლოდ წყალი.

image

თუ თქვენ რეგულარულად აჭმევთ და ასმევთ თქვენს სლიმს, ურეცხავთ საცხოვრებელ ადგილს (ყუთს), თავად სათამაშოს წმენდთ სპირტით, თქვენი მეგობარი დიდი და ჯანმრთელი გაიზრდება. მაგრამ ცუდი მოვლისგან შეიძლება დაავადდეს კიდეც.


ტყლარწების სამი სახის დაავადება არსებობს. პირველი არის მომატებული სირბილის დაავადება. ამ დაავადების შედეგად ბიჭი ტყლარწი, მოულოდნელად გოგო ხდება, გოგო კი - საერთოდ სითხედ იქცევა. მკურნალობა ამ შემთხვევაში ორი კვირის მანძილზე მარილის დიეტაა.


მეორე დაავადება მომატებული სიმაგრეა. ამ დროს გოგო იქცევა ბიჭად, ბიჭი კი იმდენად მყარდება, რომ იმ ქილის ფორმას ირებს, რომელშიც ცხოვრობს. მკურნალობის სახით აქ ორი კვირით წყლის დიეტა ინიშნება.


მესამე ტიპის დაავადებაა უსიამოვნო სუნი. ეს ინფექციაა! ამით სათამაშო ავადდება იმ შემთხვევაშიმ თუ ჭუჭყიანი ხელით შეეხეთ ან ჭუჭყიან ზედაპირზე დადეთ. დაავადებულისთვის ამ შემთხვევაში რეკომენდებულია სრული სიმშვიდე. 2-3 დღე მას საერთოდ არ უნდა შევეხოთ და მხოლოდ დავყნოსოთ ხოლმე, რათა გავიგოთ გაქრა თუ არა დაავადების სიმპტომი.


image

როგორც ხედავთ, სლიმი, იგივე ტყლარწი, არც თუ ისე უინტერესო სათამაშო ყოფილა, როგორადაც ის ზოგიერთ მოზრდილს (!) წარმოუდგენია. მთავარია შეძენისას ხელთ არ შეგვრჩეს უხარისხო პროდუქტი.


ასევე საინტერესოა:


1. რატომ აქვს ბანქოში გულის მეფეს თავში გარჭობილი ხანჯალი - დაფიქრებულხართ?

image


2. მოამზადეთ კლავიატურისა და ტელეფონის წელვადი საწმენდი - იდეალური საშუალება!

image


3. როგორ მოვამზადოთ სახლში არამომწამვლელი პლასტილინი ბავშვებისთვის

image


4. შოკოლადის მასტიკა საძერწავად - ტორტის მორთვის მარტივი და გემრიელი ხერხი

image


5. მათემატიკის მასწავლებლის მიცემულმა დავალებამ ბავშვების ცხოვრება შეცვალა - ასეთი უნდა იყოს მასწავლებელი!

image









1
15280
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
15280
  
4 თებერვალი, 16:04
"ტყლარწს" თუ ამდენი მოვლა სჭირდებოდა არ ვიცოდი ნამდვილად და დედალ მალიც თუ შეიძლება ყოფილიყო მაგას ხო საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი :-))

საინტერესო იყო ნამდვილად
0 1 1