x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ფუნთუშების ცეკვა» დიდი ჩარლი ჩაპლინისგან!

გინახიათ «ფუნთუშების ცეკვა» ჩარლი ჩაპლინისის ესრულებითშ?! თუ, არა — მაშინ თქვენ გაქვთ საშუალება, რომ თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი ხარვეზი გამოასწოროთ! – ეს, რა თქმა უნდა ხუმრობით.

ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი 1889 წლის 16 აპრილს დაიბადა და ის ყველაზე დიდი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, კინოპროდიუსერი, კინოკომპოზიტორი და საერთოდ, ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი ადამიანი იყო, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია ამ პლანეტაზე.


image
კინომატოგრაფიის უნივერსალურმა ოსტატმა, მსოფლიო კინოს ყველაზე ცნობილი სახე – «მაწანწალა ჩარლი» შექმნა, რომელიც გასული საუკუნის 10-იანი წლებში, მოკლემეტრაჟიან კომედიურ სერიალებში გამოჩნდა. მაწანწალას როლის შესრულების დროს, ჩარლი ჩაპლინი აქტიურად იყენებს თეატრალური პანტომიმის ტექნიკას და სხეულის ენით და სახის მიმიკებით ესაუბრება ფილმის მაყურებელს.


ფილმი «ოქროს ციებ-ცხელება» (ინგ. The Gold Rush), რომლის ფრაგმენტიც არის «ფუნთუშების ცეკვა», ეკრანებზე 1925 წელს გამოვიდა და ის უდუდესი ხელოვანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია. ეკრანებზე გამოსვლამდე, ვიდრე საბოლოო ვერსიაზე შეჩერდებოდა, ჩაპლინმა 27-ჯერ გადაამონტაჟა ის. ხოლო მას შემდეგ, რაც ხმოვანი კინო გაჩნდა, 1942 წელს, კიდევ ერთხელ გაუკეთა რედაქტირება – ფილმის ახალი ვერსია შექმნა, მუსიკა და საავტორო ტექსტი დაამატა, რომელსაც თავად კითხულობს.

«ოქროს ციებ-ცხელება» – უხმო კინოს შედევრად არის მიჩნეული.

1
246
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
246
  
2017, 9 თებერვალი, 16:06
ლალი, გაიხარე!!!!! ვგიჟდები ამ უდიდეს პიროვნებაზე!!!!!!!!
0 1 1