x
მეტი
  • 08.07.2020
  • სტატია:101310
  • ვიდეო:346629
  • სურათი:465234
იცოდით რაზე მეტყველებს თქვენი თმის სიგრძე?
ქალების უმეტესობას უყვარს ექსპერიმენტები საკუთარ თმაზე- ზოგი ფერს იცვლის გამუდმებით, ზოგი ვარცხნილობას. ქალის თმის ფერი, სტილი და სიგრძე სწორედ რომ მის ბუნებას განაპირობებს, თუმცა აქ ძირითადად საუბარია ისეთ ქალებზე, რომლებიც გამუდმებით ატარებენ ერთსა და იმავე ვარცხნილობას. იმისათვის, რომ გაიგოთ თუ რას განსაზღვრავს თქვენი თმის სიგრძე, გთავაზობთ ფოტოებს, დააკვირდით, ამოარჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენს სტილს და წაიკითხეთ დახასიათება.



image


1. თქვენი ვარცხნილობა მკაცრი და ნაკლებად სენტიმენტალურია. სწორედ ასევე შეიძლება ითქვას თვენზეც. არ ხართ მეწვრილმანე და ყოველთვის პირდაპირ და პირში ამბობთ სათქმელს. თქვენი ღირებული მკვეთრი გონება და უნარი გაძლევთ საშუალებას გადამწყვეტ ერთ წამში მიიღოთ კარგი არჩევანი. ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი შეგიძლიათ შეინარჩუნოთ საღი აზრი.



2. თქვენი შემოქმედებითი ნიჭი გაძლევთ საშუალებას ყოველთვის კრეატიულად გამოიყურებოდეთ. მაშინაც კი, თუ თმის დავარცხნას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ამ არეულობისგან სრულიად განსხვავებული, ავანგარდული იმიჯი შეიქმნათ. თქვენი შემოქმედებითობა გაძლევთ საშუალებას პრობლემების გადასაჭრელად ყველაზე უჩვეულო გზას მიმართოდ. ხალხი აღფრთოვანებულია თქვენი გემოვნებით, რადგან შეგწევთ უნარი ყოველთვის მოდურად გამოიყურებოდეთ.




3. თქვენ ძალიან ნაზი, რბილი და მზრუნველი ბუნების ადამიანი ხართ. შეგწევთ უნარი ყველას და ყველაფერს თანაგრძნობა გამოუხატოთ: მაწანწალას, კატას, ადამიანს, მეგობრებს და ა.შ. ხალხს აქვს შექმნილი წარმოდგენა, რომ სინათლის წყარო ხართ. ხშირად სარგებლობენ თქვენი სიკეთით ბოროტად, ამიტომ არ გაწყენთ თუ ცოტა სიმკაცრესაც გამოიჩენთ, რადგან "თავზე არ დაისვათ" გარშემომყოფნი.



4. თუ თქვენი თმა არც მოკლეა, მაგრამ გრძელსაც ვერ დაარქმევთ, მიუთითებს თქვენს მრავალმხრივ პიროვნებაზე- ზოგჯერ მორიდებული და წყნარი ხართ, ზოგჯერ კი ჰიპერაქტიური; ზოგჯერ ურთიერთობები გწყურიათ და იხმობთ მეგობრებს, ზოგჯერ კი გსურთ სახლში ჩაიკეტოთ. სწორედ თქვენი ეს მრავალხმრივი ბუნებაა ადამიანებს რომ იზიდავს.



5. მთელი თქვენი ლოგიკითა და ფიქრებით აბსოლიტურად ხართ დაშვებული დედამიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ მყარად არ დგახართ მიწაზე, დარწმუნებული ხართ იმაში, რომ ყველაფერი მხოლოდ საუკეთესოდ დასრულდება. საიმედო თანამგზავრი ხართ, რომელიც ყოველთვის ზურგით დაიცავს "მას".



6. თქვენ ძალიან პატიოსანი ადამიანი ხართ და ზოგჯერ ზომაზე მეტადაც კი. ადამიანები ხშირად მოგმართავენ რჩევებით, რადგან მხოლოდ პატიოსან, საღ და გონივრულ აზრებს აფრქვევთ. ადვილია თქვენი წყენინება, თუმცა დიდხანს არ გაგყვებათ ხოლმე.




იხილეთ აგრეთვე:


თქვენ როგორი ფორმის ფეხი გაქვთ? იცით რას აღნიშნავს ის?

დააკვირდით თქვენს ხელს, როგორი უფსკრული გაქვთ თითებს შორის?
იცოდით რას ნიშნავს ასეთი თითები?
იცოდით, რომ ცხვირის ფორმა განსაზღვრავს თქვენს ხასიათს?
რაზე მეტყველებს "ხელისგულზე" გამავალი გულის ხაზი?
იცოდით, რომ მუშტის შეკვრით ფარდას ახდით თქვენს საიდუმლოს?
ნახეთ თუ რას განსაზღვრავს თქვენი ძილის პოზა
გაიზომეთ ხელი და ნახეთ თუ რას განსაზღვრავს ის
რას განსაზღვრავს თქვენი ფრჩხილის ფორმა?
იცოდით რას განსაზღვრავს თქვენი თვალის ფერი?
იცოდით, რომ ძილის პოზა განსაზღვრავს თქვენს პირად ურთიერთობებს?
თქვენი ფსიქოლოგია ხელმოწერის მიხედვით
ქალის ხასიათი დაბადების თვის მიხედვით
იცოდით თუ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი?
იცოდით თუ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი? (მე-2 ნაწილი)
რამდენი ხაზი გაქვთ მაჯაზე 3 თუ 4? ნახეთ რას ნიშნავს ისინი
იცოდით თქვენი მყესი რაზე მეტყველებს?- გაოცდებით
ბალიშზე ძილის პოზა თქვენს საიდუმლოს განსაზღვრავს
როგორ გძინავთ მეწყვილესთან ერთად?- საინტერესო ახსნა

0
2170
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0