x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134428
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ისინი 75 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და სული ერთმანეთის ხელებში დალიეს

imageჟანეტი და ალექსანდრე მთელი ცხოვრების მანძილზე სრულყოფილ ჰარმონიაში ცხოვრობდნენ. ისინი 8 წლიდან მეგობრობდნენ და სულ ყოველთვის ერთად იყვნენ.


მრავალი წლის განმავლობაში წყვილი, ბევრჯერ ხვდებოდა ერთმანეთს და მრავალი პაემანი ჰქონდათ. 1940 წელს ისინი დაქორწინდნენ. 1970 წლის დასაწყისსში, ისინი საცხოვრებლად სან დიეგოში გადავიდნენ.

imageცოტა ხნის წინ, ალექსანდრემ, რომელიც იყო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი მოიტეხა თეძო. მისმა ჯანმრთელობამ მალევე გაუარესება დაიწყო. მთელმა ოჯახმა იცოდა, რომ მამისა და ბაბუის სიცოცხლის დრო ძალზედ ხანმოკლე იყო. ამ დროს ყველამ გაიხსენა ჟანეტისა და ალექსანდრეს სანუკვარი სურვილი - მათ სურდათ სული დაელიათ საკუთარ საწოლში, სადაც ალექსანდეს მისი მეუღლის ხელზე ექნებოდა თავი დადებული და ისინი ერთმანეთს გაღიმებულები შეხედავდნენ.

imageსაავადმყოფოდან მოიტანეს საწოლი სადაც ალექსანდრე იწვა და დადგეს ჟანეტის საწოლის გვერდით. მათი ქალიშვილი ემი აბობს, რომ მისი დედა ყოველთვის ეკითხებოდა თუ რა დღე იყო დღეს. ისინი ხშირად განუცხადებნდენ მას, რომ იყო ივნისი. ჟანეტი ამბობდა, რომ დღეს, 29 ივნისია, და 29 ივნისი იყო მათი 75 ქორწინების წლისთავი. მოსიყვარულე ცოლს დიდი ხანია სურდა აღენიშნა თავისი 75 წლის იუბილე მეუღლესთან ერთად.imageმთელი ოჯახი შეიკრიბა, ყველამ ბუშტებითა და ყვავილებით შეამკო მოხუცების საწოლი. ხანმოკლე დღესასწაულის შემდეგ ნათესავები წავიდნენ და დარჩნენ მხოლოდ რამდენიმე ოჯახის წევრები. ზუსტად ამ დროს, ალექსანდრე გარდაიცვალა, საკუთარი მეუღლის მარჯვენა ხელზე. ცოლმა გაუღიმა მას და თქვა: "ხედავ შენ ისე დალიე სული, როგორც შენ გსურდა, შენ სული დალიე ჩემს ხელში, და მე მიყვარხარ შენ. დაველოდოთ ჩემს ჯერს, ის ძალიან მალე დადგება." 24 საათის შემდეგ, ჟანეტმაც დალია სული. imageამ წარმოუდგენელმა ისტორიამ მოიცვა მთელი მსოფლიო. ეს იყო ნამდვილი ერთგულების მაგალითი, და სიმბოლო იმისა თუ რას ნიშნავს სიყვარული. ეს არის, ის რასაც ყველა ეძებს მსოფლიოში, რაც ყველასთვის სასურველია, სამწუხაროდ ასეთი მოვლენები ძალიან იშვიათია და ასეთ სიყვარულს ყველგან ვერ შეხვდებით.image

ასევე დაგაინტერესებთ სტატიები

1 - სიყვარულით დაქორწინდა, მაგრამ 20 წლის მანძილზე მეუღლეს ხმას არ სცემდა! გაინტერესებთ რატომ?!

2 - პატარა დეტალი, რომლითაც მიხვდებით, რომ ქალს სქესობრივი კავშირი დიდი ხანია არა აქვს - დააკვირდით!

3 - წყვილები, რომლებიც სიყვარულის მარადიულობას ამტკიცებენ

4 - 31 წლის ვარსკვლავთბიჭუნას და 89 წლის მოხუცის არაჩვეულებრივი მეგობრობის იტორია

5 - 79 წლის ქალწული მისთხოვდა მამაკაცს, რომელიც მთელი თავის ცხოვრება უყვარდა


0
161
8-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0