x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოხუც მეძავთა თავშესაფარი
imageკარმენ მუნიოსმა მიაღწია იმას, რომ მექსიკის ხელისუფლებისგან აიღო ნებართვა შეექმნა თავშესაფარი მოხუცი და უპატრონო სექს-მუშაკებისთვის.


მეხიკოს ქუჩებში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, ერთხელაც მუნიოსი დაფიქრდა:რა ბედი ელით სექს-ინდუსტრიაში მომუშავე ქალებს, როდესაც ისინი დაბერდებიან?ამის შემდეგ გადაწყვიტა გაეხსნა თავშესაფარი ყოფილი მეძავებისთვის.


კარმენ მუნიოსმა თავის ხანგრძლივი მძიმე გზა ძველ მეხიკოში, XVI საუკუნის შენობებით გარშემორტყმულ ლორეტოს მოედანზე დაიწყო.



22 წლის იყო როდესაც მეხიკოში სამუშაოდ საძიებლად ჩამოვიდა, იმ დროისთვის უკვე 7 შვილი ჰყავდა.ნაბოლარა ძუძუს კვებაზე იყო და თან დაატარებდა.მას უთხრეს, რომ წმ.ტერეზას ტაძარში მოძღვარს მოსამსახურე სჭირდებოდა.ოთხი დღე ელოდა მღვდლისგან პასუხს და თუმცა მალე მიხვდა, მისგან ხეირი არაფერი იყო.



"მღვდელმა მითხრა, რომ გამევლო-გამომევლო და თავად მომეძებნა სამუშაო-იხსენებს კარმენი-მე ტირილით გავეცალე იქაურობას, მეწყინა, რომ მამაო ასე ცივად მომექცა."


ამ დროს მომიახლოვდა ვიღაც ქალი და მითხრა:"აი ის კაცი ამბობს, რომ 1000 პესოს გადაგიხდის თუ მას გაჰყვები".


1000 პესო მაშინ მთელი ქონებად მეჩვენებოდა.


-სად უნდა გავყვე?-ვკითხე მე.

-ოთახში?

-ოთახში.მერე იქ რა სამუშაოა?

-შენ ვერ მიხვდი, სასტუმროში.


მერე ქალმა ამიხსნა: შენ ქმართან ხომ წვები?რომელსაც საპნის ფულიც კი არა აქვს, ისევე დაწვები მაგ მამაკაცთან და გადაგიხდის 1000 პესოს, მაგ ფულით გამოკვებავ შენს ბავშვებს."


სასოწარკვეთილი კარმენი გაჰყვა იმ მამაკაცს, თუმცა ის კაცი ეტყობა მიხვდა, თუ რა მძიმე სტესულ მდგომარეობაში იყო ახალგაზრდა ქალი.უთხრა, რომ მისგან არავითარი მომსახურეობა არ უნდოდა, გადაუხადა ფული და წავიდა.


ამის შემდეგ 40 წელი იმუშავა სექს-მუშაკად კარმენმა.


"როდესაც ჩემი სხეულით ვაჭრობა დავიწყე ფულმა გონება დამიბნელა, -იხსნებს კარმენ მუნიოსი-მივხვდი, რომ ვიღაცას მოვწონვარ და მზადაა ჩემთან დაწოლისთვის ფული გადაიხადოს, არა და ქმარი მეუბნებოდა, რომ მე საშინელება ვარ და არაფრად ვღირვარ."

თუმცა ქუჩაში მუშაობამ მას თავისებური დაღი დაასვა.სუტიონიორები წილს ითხოვდნენ, ხშირად ცემის და ძალადობის მსხვერპლი იყო, ამასთანავე ნარკოტიკებს და ალკოჰოლს მიეძალა.


მიუხედავად ამისა იგი მაინც კმაყოფილია თავისი განვლილი ცხოვრებით.


"ამ სამუშაოს წყალობით ჩემს შვილებს ახლა საკუთარი ჭერი აქვთ, საკმაოდ ნორმალური სახლი."

წლების შემდეგ კი გააკეთა თავშესაფარი თავისთვის და სხვა "ღამის პეპლებისთის".


"ერთხელაც ღამით ქუჩაში მივსეირნობდი, როდესაც შევნიშნე ბინძური ბრეზენტის ქვეშ მოძრაობა, თავიდან ვიფიქრე, რომ უპატრონო ბავშვები იყვნენ, მაგრამ მერე ამოვიცანი ჩემი კოლეგები-ყოფილი მეძავები, ვისთანაც ერთად თავის დროზე ვმუშაობდი.

მათ ცხელი ყავა მივეცი და იაფასიან სასტუმროში ოთახი ვუქირავე.ამის სემდეგ გადავწყვიტე თავშესაფარი გამეკეთებინა მეძავებისთვის."-ამბობს კარმენი.

image

13 წელი იბრძოდა კარმენი მექსიკის ხელისუფლებისგან მიეღო თანხმობა და გამოეყოთ შენობა.


როგორც იქნა ქალაქის ხელმძღვანელობამ გამოუყო XVIII საუკუნის მომცრო შენობა, რომელიც ლორეცოს მოედნიდან რამდენიმე კვარტალში მდებარეობს.

image

2006 წელს იქ პირველი მობინადრეები გადავიდნენ.ბოლო 11 წლის განმავლობაში აქ 250 სექს-ინდუსტრიის მუშაკმა შეაფარა თავი.მათი ასაკი 55 წლიდან 80 წლამდე მერყეობს.

ხელისუფლებისგან გამოყოფილი გრანტით თავშესაფარი გაჭირვებით ირჩენს თავს, ამიტომ საქველმოქმედო ორგანიზაციებიდან იღებს დახმარებას.

image

ქალები აქ ამზადებენ ბიჟუტერიას და ხელოვნურ ყვავილებს, აქვე ტიალებს ახალგამომცხვარი ღვეზელების სუნი.ათეულობით ქალი დაკავებულია ცხობით.ამის გარდა მათ სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება უტარდებათ.


მელბერი აგილიარის ოთახი სავსეა წიგნებით:აქ შეხვდებით პაბლო ნერუდას, ლევ ტოლსტოის და ფრანც კაფკას.


image








0
115
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0