x
მეტი
  • 30.05.2017
  • სტატია:66614
  • ვიდეო:319311
  • სურათი:418444
"რა ნორვეგია, რის შვეიცარია? ტრ...ში კუილი გვიხმება"

image"რაც საქართველოში საშუალოზე მაღალ შემოსავლად ითვლება (40 000–100 000 ლარი ოჯახზე), აქვს ოჯახების 2.3%ს. 0.7%ს აქვს ამაზე მაღალი. ქვეყნის 97%ის შემოსავლების ზედა ზღვარი უტოლდება ამერიკის უღარიბესი 20%სას. როცა წარმატებული ქვეყნის სტანდარტით ჩვენი ქვეყნის 99.3% ღარიბი ან საშუალოშემოსავლიანია ამ უმდიდრეს 0.7%ს გადასახადების აწევა კი არა, სულ ექსპროპრიაცია რომ შეაგებო და ჩამოარიგო მაინც არ იქნება საკმარისი, რომ ყველასთვის საშუალო შემოსავალი მიიღო. ამ ქვეყანაში საშუალო ოჯახის ღირსე...ული ცხოვრების ერთადერთი გზა ეკონომიკურ ზრდაზე გადის. ანუ მეწარმეობაზე და ფულის მოზიდვაზე. ფულს ყველაზე მეტად გადასახადები აშინებს. ურესურსო საქართველოში ფულის გაჩენის ერთადერთ გზად რჩება კარგი ბიზნესგარემოს შექმნა. უამისოდ მაქსიმალური "სამართალი" რაც შეიძლება მიიღწეს ყველას თანაბარი სიღარიბეა. გადასახადების აწევა კი უახლოეს ათწლეულებში ღირსეული ცხოვრების უმცირესი შანსის მოსპობაა. არსებულ ეკონომიკურ ზრდას რომ წავუმატოთ 1%, რაც მესამედზე მეტია, 131 წელი დაგვჭირდება რომ პერ კაპიტა უღარიბეს ევროკავშირის ქვეყანას, ბულგარეთს დავეწიოთ. ვინაწილოთ ორი კაპიკი საუკუნენახევრის განმავლობაში "სამართლის" სახელით და ვიყოთ მათხოჯები. მაგრამ როგორც ჩანს ესეც კი საკმაოდ ოპტიმისტური სცენარია რეალურ პერსპექტივასთან შედარებით, რადგან მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს საწყალი ორნახევარპროცენტიანი ზრდაც ვერაფრით შევინარჩუნოთ. შედეგი – დეკემბერი – 0.3%. საყოველთაო სიღარიბის ჰუმანურობად შეფუთვა უარეს შემთხვევაში თავის მოდებილებაა, უკეთეს შემთხვევაში ენდემური სიდებილე.
რა ნორვეგია, რის შვეიცარია? ტრაკში კუილი გვიხმება, პროჭზე უნდა ვიხეოდეთ რომ ვიღაცა ჩამოვიდეს, ფული ჩამოიტანოს, რამე გააკეთოს და უახლოეს ნახევარ საუკუნეში აზერბაიჯანობას მაინც ვეღირსოთ.
ამ დროს გამოდის გია ჟორჟოლიანი და ამბობს, რომ უნდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და საამისოდ სახელმწიფოს გადასახადების ზრდის ბერკეტი უნდა მივცეთ. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ეს ერთი პოლიტიკოსის აზრია. რამდენიმე თვის წინ ვივარაუდეთ "საქმიანი დილის" ეთერში, რომ მოგების გადასახადის შემცირების ესტონური მოდელი ანაზღაურებას ხელისუფლება სხვა გადასახადების აწევით შეეცდებოდა. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. ამას მოჰყვა არჩევნების შემდეგ უეცარი, არჩევნებამდე დაუანონსებელი და ბიზნესგარემოსთვის სიურპრიზად მოვლენილი 10-პუნქტიანი გეგმა, სადაც ყველა ის გადასახადი გაიზარდა, რის გაზრდაც შეიძლებოდა კონსტიტუციით. მეტის გასაზრდელად საკონსტიტუციო ცვლილების აუცილებლობა დადგა და აი ისიც, გია ჟორჟოლიანის ინიციატივის სახით. და სად მიდის ეს გადასახადები, რომელიც ამ ქვეყანას დაბალი ეკონომიკური ზრდისთვის და მის მოქალაქეებს სიღარიბისთვის წირავს? ჩინოვნიკების მუცელში, რათა მათ უფრო მოტივირებულად ისაუბრონ სოციალურ სამართლიანობასა და ევროკავშირის მაღალ გადასახადებზე, სანამ ყოველი მესამე ქართველი სიღარიბის ზღვარქვეშაა და მოსახლეობის 60%ს ფულის სესხება უწევს საკვების საყილად (ოქსფამი, 2016)." - წერს შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელშიimage

1
287
2-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
287
   ქართული კლავიატურა
2 თებერვალი, 16:16
"საქმიანი დილის" წამყვანია იმედზე
0 1 1