x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
5 ისტორიული მაგალითი, როცა ჰომოსექსუალობა ნორმად ითვლებოდა

თანამედროვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და კულტურაში ჰომოსექსუალიზმი განიხილება როგორც დევიანტური ქცევა. ზოგგან კი ის კანონსაწინააღმდეგოდაცაა გამოცხადებული და ისჯება- სიკვდილითაც კი. „ზნეობრიობის მებრძოლები“ ჰომოსექსუალიზმს თანამედროვე ცხოვრების უბედურებას უწოდებს, ამავდრულად კი ავიწყდებათ, რომ ისტორიამ არა ერთი მაგალითი იცის, როდესაც ერთსქესიანი კავშირები ნორმად განიხილებოდა.

image


ძველი საბერძნეთის და რომის მეომრები

image

საკმარისია გავიხსენოთ თებეს რაზმი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი წარმატებებით ჩვ. წ. აღ.-მდე IV საუკუნეში 100 წლის შემდეგ ცნობილი „სპარტაკელები“- დან. მსგავსი რაზმები, დაახლოებით 300 ადამიანის შემადგენლობით თებეში, ათენში, სპარტაში და კუნძულ კრიტზე ფორმირდებოდა შეყვარებული წყვილებისგან. ამის თაობაზე მრავალრიცხოვან წყაროებში იხსენიებს პლატონი, სოკრატი და სხვა ანტიკური ავტორები. ითვლებოდა, რომ არმია, რომელიც შემდგარი იყო შეყვარებულებისგან, იქნებოდა დაუმარცებელი. იმდენად, რამდენადაც შეყვარებულს შერცხვებოდა მშიშარა გამოჩენილიყო მეორის თვალში და სიკდილს არჩევდა და მეგობარს არ მიატოვებდა. ჯარისკაცების ნაკლებობას კი ისინი არ განიცდიდნენ _ იმ დროს ჰომოსექსუალური კავშირები ტრადიციის ნაწილი იყო არისტოკრატ მამაკაცთა საზოგადოებაში.


ინდიელი ბერდაშები
image

მათ „ორი სულის მქონე ადამიანებსაც“ უწოდებდნენ. ესენი იყვნენ ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის სხვადასხვა ტომების კულტურაში მყოფი ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ რა ერთ სქესს, ღებულობდნენ მერეს გენდერულ იდენტობას. რთულად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკაში უფრო მარტივად ხდებოდა. ბერდაში-მამაკაცები „ქალურ“ საქმეებს აკეთებდნენ: ამზადებდნენ საჭმელს, უვლიდნენ სახლს, ზრუნავდნენ ტანსაცმელზე იმ დროს, როდესაც ბერდაში-ქალები დადიოდნენ სანადიროდ და ამზადებდნენ იარაღს.

დამოკიდებულება ბერდაშების მიმართ სხადასხვა ტომში განხვავებული იყო. ზოგგან ნამდვილად თვლიდნენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლად, მაგრამ ძირითადად მათ აღიქვამდნენ ისე, როგორც მესამე სქესის ადამიანებს -არც ქალად და არც კაცად. ამ ტომებში მამაკაცი, რომელიც ინტიმურ კავშირში იყო მამაკაც-ბერდაშთან, არ ითვლებოდა ჰომოსექსუალისტად. აი, თვით ბერდაშებს კი ერთმანეთთან ინტიმური ურთიერთობა ეკძალებოდათ, ეს ფასდებოდა როგორც ინცესტის ფორმა.


ქალთა ქორწინება ნიგერიაში

image

დღეს ნიგერიაში ჰომოსექსუალიზმი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და სიკვდილით დასჯადიც კია. სულ რაღაც 100 წლის წინ კი ქვეყანაში პრაქტიკაში იყო ეგრეთ წოდებული „ქალთა ქორწინება“, როდესაც, როგორც წესი უფროსი ასაკის ქალი ქორწინდებოდა მასზე პატარა ასაკის ქალზე. უმრავლეს შემთხვევაში ასეთი კავშირი არანაირ ლესბოსურ ინტიმურ ურთიერთობას არ გულისხმობდა. ეს იყო კლასიკური ანგარების მიზნით ქორწინება, რომელსაც უნდა უზრუნველყო სხვადასხვა მიზეზის გამო მეუღლის გარეშე დარჩენილი უფროსი ასაკის ქალი. და თუმცა ჰომოსექსუალობა საკმაოდ შეუფერებელია ამგვარ ურთიერთობაში, მაგრამ თანამედროვე ნიგერიაში ამ ტრადიციის მიმდევრები სულ მარტივად შეიძლება დასაჯონ სიკვდილით.


ეტოროს ტომი პაპუადან - ახალი გვინეა

image

ამ ტომის ადამიანები ცნობილი არიან მამაკაცებსა და მოზარდებს შორის განხორციელებული რიტუალური ჰომოსექსუალური მოქმედებებით. მათ სჯერათ, რომ თითოეული მათგანი შეიცავს სასიცოცხლო ძალის გარკვეულ რაოდენობას, რომელიც სპერმაშია თავმოყრილი. და ეს ძალა მიეწოდება სექსუალური ურთიერთობის მეშვეობით. იქ ითვლება, რომ ქალები, რომლებიც სექსუალური თანაცხოვრების შემდეგ არ ორსულდებიან, ფუჭად ხარჯავენ სასიცოცხლო ძალას. ეტოროში მამკაცსა და ქალს შორი ტრადიციული ქორწინება არსებობს, მაგრამ ატარებს მხოლოდ უტილიტარულ ხასიათს, ის მხოლოდ გამრავლებისთვისაა საჭირო. ამიტომ ყველა ჰეტეროსექსუალური კონტაქტი შეზღუდულია: ის შესაძლებელია მხოლოდ წლის 260 -ე დღის შემდეგ და სასტიკად აკრძალულია ეს ურთიერთობა სახლში, სახლთან ან ბაღებთან ახლოს. ხოლო
ჰომოსექსუალური კონტაქტები, რომლებიც ერთი მამაკაციდან მეორე მამაკაცზე სასიცოცხლო ძალის გადასაცემად არის განკუთვნილია, შესაძლებელია ყოველთვის და ყველგან.


შუასაუკუნოვანი საფრანგეთის საქორწინო კავშირები
image

ზოგიერთ ქრისტიანულ ტრადიციაში (ძირითადად მართლმადიდებელ ქვეყნებში ) არსებობს ადელფოპოეზის (adelphopoiesis ) ან ეგრეთწოდებული „ძმადქმნის“ ცერემონია - როდესაც ორ ერთი სქესის ადამიანს (მამკაცს), ეკლესია დალოცავს (აკურთხებს) მეგობრულ კავშირად. მეცნიერების ნაწილი ცდილობდა ამ რიტუალის ჰომოსექსუალურ კავშირის მსგავს კავშირად ინტერპრეტირებას. მაგრამ მათი მეთოდოლოგია საკმაოდ საეჭვოა, ხოლო შუასაუკუნეების ტექსტების ინტერპრეტაცია ხშირად საკმაოდ არასწორია. ბოლო დრომდე ითვლებოდა, რომ რომის კათოლიკური ეკლესიის დასავლურ ტრადიციაში ანალოგიური რიტუალი არ არსებობს. მაგრამ 2007 წელს ახალი დროის ისტორიის ჟურნალში გამოქვეყნებული იქნა ალან ტულჩინის ნაშრომი „ძველი რეჟიმის საფრანგეთში მიწათმოქმედი ერთსქესიანი წყვილები: Affrèrement-ის გამოყენება“. მასში, სლოვენიის ლათინურ კათოლიკური რიტუალის თარგმანზე დაყრდნობით, ავტორი ამტკიცებს, რომ affrèrement საფრანგეთში აერთიანებდა არანათესავ ერთსქესიან წყვილებს მუდმივ კაშირში, რომელთაც შეეძლოთ ოჯახის ფორმირება, საერთო ქონების ფლობა და ყველანაირ ურთიერთობაში
ექვივალენტური იყო საქორწილო კავშირისა სამართლებრივ და სოციალურ ჩვევების თვალსაზრისით, რაზეც მიუთითებს მრევლის ჩანაწერები.


იხილეთ ასევე:
1.აფრიკელი მეძავების ცხოვრების საშინელი სურათები


2. ამაღელვებელი და სულისშემძვრელი შემთხვევა საქორწილო ცერემონიალზე


3. ის კუბოებში და ნაგვის ურნებში მალავდა ბავშვებს, სანამ არ დაიჭირეს.


4. შვილები მამის გასვენებაში მივიდნენ. მაგრამ...


5. ექსგიბიციონისტის აღსარება. აი რატომ აჩვენებენ ისინი სახალხოდ თავიანთ „სიამაყეს“! (+12)


6. ( +18) ბიჭუნას სატვირთო მანქანამ გადაუარა. მძღოლმა მეორედაც გადაუარა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ის ნამდვილად მოკვდა.


7. საკუთარ შვილიშვილზე შემთხვევით დაქორწინებული მოხუცი მილიონერი


8. ორი წლის ბავშვი ტარაკანებს ჭამდა 4 დღის მანძილზე მას შემდეგ, რაც დედამისი საშხაპეში გარდაიცვალა.


9. 10 ფაქტი, რომელიც სხვა თვალით დაგვანახებს ისტორიულ მოვლენებს, ცნობილ ადამიანებს და მთლიანად კაცობრიობას.


10. ადამიანთა ზოოპარკები


2
1118
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1118
  
ჩემი სახელი უკვე ყველაფერზე თავადვე მეტყველებს
2017, 2 თებერვალი, 15:23
როგორ მინდა კომენტარი დავდო, არა და მერე ტოლერანტობას დამიწუნებენ...
0 1 2